დასახარისხებელი პოსტები

ცივი ომი ჩემი კურსელის ერთ ადგილას :))

ამ წამს შემოვედი სახლში განრისხებული და გაბრაზებული :@
სიამოვნებით წავაძრობდი თავს ჩემს ერთ-ერთ კურსელ მანდილოზავრს :@
მოკლედ, გუშინ გვქონდა მსოფლიო პოლიტკის ლექცია, სადაც ხუთშაბათს ვწერთ კოლოკვიუმს, შესაბამისად გვაქვს აურაცხელი ქსეროქსი გადასაღები. მეჩქარებოდა და ამ გოგოს ვთხოვე ხვალ მოვალ შენს ლექციაზე და გადავაქსეროქსებ თქო. კაიო, მოგიტანო და ამა და ამ დროს მეხუთე კორპუსში მოდიო.
დილით გიჟივით და გადარეულივით წამოვხტი და გავვარდი მეხუთე კორპუსში (წიპა ის გოგო არ ვალოდინო, ასეთ სიკეთეს მიკეთებს ჩემთვის ქსეროქსები მოაქვს და რამე). ოცწუთიანი უშედეგო ლოდინის, მესიჯების და ზარების შემდეგ წამოვედი საკუთარ ლექციაზე.
ნახევარი საათის წინ მომწერა “უი ლექცია გამიცდა და სულ არ მახსოვდა რომ უნდა მენახეო”. სამშაბათს გადაიღეო.
მეთქი გაირჭე უკან ეგ შენი ცივი ომი და ახალი მსოფლიო წესრიგი :@

შეკითხვა: რატომ არ აქვთ ადამიანებს პასუხისმგებლობის გრძნობა?
და რატომ მაქვს მე?
ან მეც მომაშორეთ, ან სხვებსაც ჰქონდეთ, თორე დავიტანჯე უკვე😐

და თუკი შენ, ჩემო კურსელო თუ ვინც ხარ, ამას კითხულობა, ზემოთა აბზაცის ზემო წინადადებას მიაქციე ყიურადღება და დირექტივები შეასრულე :))
მე მაპატიეთ, განვრსხდი😐

8 thoughts on “ცივი ომი ჩემი კურსელის ერთ ადგილას :))

  1. ვაიმე : ს

    ალბათ გავგიჟდებოდი : ს

    გავხევდი შუაზე : შ

    როგორ არ მიყვარს უპასუხისმგებლო ხალხი :@

  2. თან ესე პირდაპირ რომ მოგახალა – არ მახსოვდიო?! რავიცი, ბოდიში მაინც მოეხადა..

  3. მეეც, ვერ ვიტან😐 როგორც კი მოვედი სახლში ეგრევე ეს პოსტი დავწერე, მეთქი სიბრაზემ არ გადამიაროს თქო :))

  4. რავიცი :)) რამ დაავიწყა ისე, ღამითაც შევახსენე :)) მოკლედ, კი შემომელანძღა :-შ

  5. ყველაზე დიდი საზიზღრობა ის არის, რომ ასე მხოლოდ იმათ ექცევიან, ვინც სხვას არაფრისდიდიდებით არ გადაადგებს.

    ეჰ, ჩემო ნატა, პასუხისმგებლობის გრძნობა იმის მეათედიც რომ გვქონდეს, რაც საჭიროა ზოგადად, რუანდასთან და უგანდასთან ერთად კი არ ვიქნებოდით..

  6. შენც მართალი ხარ ჩემო კარგო🙂 კარგია ბლოგერებში ასეთი უპასუხისმგებლო, ჯერჯერობით, არავინ რომ არ გამოგვრევია :)) კომენტარებში, ყოველ შემთხვევაში🙂
    არ მინდა რაღაც დიდი პათოსით და ჰაიჰუით გამოვაცხადო, მაგრამ მართლა არ მესმის ასეთი მკიდია/დამავიწყდა ხალხის და მომკალით🙂 ვინმე სადმე მე მელოდებოდეს და როგორ გამოვშტერდები ისე რო გადამავიწყდეს :-??

  7. აქ გადავიწყების პრობლემა არ უნდა იყოს. ყველაფერი ხდება, ადამიანები ვართ და ხანდახან დანაპირები კი არა, შესაძლებელია საკუთარი სახელიც არ გაგახსენდეს, ისეთ დღეში აღმოჩნდე.

    საქმე იმაშია, რომ ზოგისთვის ღრმად სულერთია, ვის რას დაპირდება, ვინ ელოდება, ვის რა გეგმები აქვს და რა მოაქვს მის ასეთ მკიდია დამოკიდებულებას. კი არ ავიწყდება, უბრალოდ, თავს არ იწუხებს ამაზე ფიქრით.

  8. სწორედ ამ მეორე კატეგორიაზე ვწერ მე. ეგრე წელს დაქალის დაბადების დღე სკაიპმა შემახსენა, რო გაიგოს მომკლიავს :-შ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s