დასახარისხებელი პოსტები

თქვენც გჭირთ ეს დაავადება? :|

ავად ვარ. მთელი ცხოვრება, მთელი 21 წელი ამ დაავადებით ვარ ავად. რაც დრო გადის სულ უფრო მიჭირს ამით ცხოვრება, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვშველი.
ამ დაავადებას პროკრასტინაცია ჰქვია. უფრო გასაგებ ენაზე კი ეს ნიშნავს ჩვევას, ყველა საქმე ბოლო წუთამდე გადადო და არაფერი დროზე არ გააკეთო.
procrastination
დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაავადება მხოლოდ მე არ მჭირს და ამიტომ მის არსს უფრო ფართოდ განვმარტავ.
pro- (forward) and crastinus (of tomorrow)
პროკრასტინაციის შედეგად ადამიანს უვითარდება დანაშაულის გრძნობა, უვარდება პროდუქტიულობა და, მოკლედ, პრობლემები ექმნება. თუ რამდენიმეჯერ გადადებთ საქმეს, ეგ არაფერი, მაგრამ თუ ეს ყველაფერი დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, საკმაოდ სერიოზულ დაბრკოლებებს ქმნის. ქრონიკული პროკრასტინაცია უკვე ფსიქიკური აშლილობის მაჩვენებელია (იმედია, ასეთი წყალწაღებულიც არავინაა😀 ).
008_procrastination_web

ფსიქოლოგები პროკრასტინაციის სამ ტიპს გამოყოფენ:
1) The tense-afraid type: ყოველთვის ეჩვენებათ, რომ დავალებას დილით საღ გონებაზე უკეთესად შეასრულებენ და ახლა დასვენება სჭირდებათ. ამ “დასვენების” მერე კი უფრო დაღლილები არიან, ვიდრე მანამდე. მეორე დღეს კი აღმოაჩენენ, რომ “ნეტა გუშინ მომეშორებინა” და შედეგად ან არ აბარებენ დავალებას, ან ასრულებენ იმაზე ცუდად, ვიდრე წინა დღეს შეეძლოთ. თუ ადამიანს ამ ყველაფერთან ერთად სინდისიც გააჩნია, დანაშაულის საშინელი გრძნობა შეიპყრობს.

2)The relaxed type: არ ასრულებ დავალებას, მაგრამ სამაგიეროდ თვალებს ითხრი იმ სიმღერის აწყობაზე, რომელიც გიტარის მასწავლებელმა მოგცა. არიდებ თავს ისეთ საქმიანობას, რაც რაღაცით გავალდებულებს და უსიამოვნო შესასრულებელია, მაგრამ ასრულებ სხვა, უფრო სასიამოვნო საქმეს. აქ არ არის ლაპარაკი ჰობიზე: მათემატიკაც და ახალი სიმღერაც დავალებებია, უბრალოდ ერთი საშინლად მოსაწყენია, მეორე კი-არა. ნორჩი პროკრასტინატორიც მეორეს ირჩევს.

3)Stigma and misunderstanding: ყოველთვის ეძებს სხვის მხარდაჭერას და შველას. არადა ამ დაავადებას საზოგადოების მხრიდან თან ახლავს უარყოფითი დამოკიდებულება და, უბრალოდ, სიზარმაცედ მონათვლა. ეს კი სტრესის და ნერვიულობის ახალი წყაროა.

მე ჩემი თავი პირველ განსაზღვრებაში აღმოვაჩინე.
გაცილებით სასიამოვნოა თავს უწოდო პროკრასტინატორი, ვიდრე უბრალოდ ზარმაცი😀
21607lazy-afternoon-posters

15 thoughts on “თქვენც გჭირთ ეს დაავადება? :|

  1. მგონი ახლა დავავადდი ამ დააავადებით😐 არადა საშინლად არ მომწონს ეგ თვისება😐

  2. მეც პირველ კატეგორიაში ვარ :))

    სტუდენტს რომ 1 დღე აკლდება ყოველთვის, ეგ ვარიანტია რა :))

  3. მეც მასეთი უბედური ვარ, ბოლო წუთამდე მიმყავს საქმე რაც არ უნდა დიდი და მნიშვნელოვანი იყოს ;/
    წამალს თუ იპოვნით შემეხმიანეთ😀

  4. მეც ასე ვარ : (

    კიდე კაი ბოლო დროს ცოტა გამოვსწორდი , თორე ერთი ორი თვის წინ მართლა ყველაფერი ბოლო წუთამდე მიმყავდა : ( რამაც ბევრ რამეში ხელი შემიშალა : (

    ჯერ ბოლო წამს ვდგებოდი დილით, მერე ვიწყებდი იმი არჩევას რა ჩამეცვა (წინა დღეს ვამბობდი ხვალ ვიზავ თქო) მერე ბოლო გაკვეთილებზე რო მივდიოდი სანამ არ მკითავხდნენ იქამდე არ ვიმეორებდი არაფერს : (

    მოკლედ ძალიან ცუდი დაავადებაა : D

    ბედნიერი ვარ რომ დღეს რაღაც დონეზე აღარ მჭირს : D

  5. მეც მჭირს :(( სულ ვცდილობ ეს დაავადება მოვიშორო მაგრამ არ გამომდის :შ

  6. მე გონი ყველა ტიპს მივეკუთვნები :D:D:D სანამ თავზე არ დამადგება საქმე მანამდე არ გავაკეთებ ათასი ფინწიუშკით გავერთობი ვიდრე საქმე გავაკეთო მაგრამ იმ ფინწიუშკებს თავის დასაწყნარებლად საქმეს ვეძახი :D:D:D

  7. უკვე შევეგუე იმას, რომ ყველაფერი ბოლო დღეს უნდა ვაკეთო და ნერვებიც აღარ მეშლება ჩემს თავზე :))

  8. სამწუხაროდ, მეც მჭირს😦 მჭირს, აბა არ მჭირს? ეკონომიკის სასწავლი ბოლო დღეებისთვის მოვიტოვე და ახლა ამომიბზრიალდება მალე თვალები😦😦😦😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s