პრობლემური პოსტები · ყველაფერი ჩემ შესახებ

კამიუს “შავი ჭირი” და ჩემი ჩაშლილი იდილია

რამდენიმე დღის წინ ბიბლიოთეკიდან ალბერ კამიუს “შავი ჭირი” გამოვიტანე. მეჩქარებოდა და წიგნისთვის დიდად არ შემიხედავს, ჩანთაში ჩავაგდე და სახლში წამოვედი. მოსვლისთანავე მოვიდუღე ყავა, გავამზადე სასუსნავები და ყველაფერი საწოლთან დავიწყე. წამოვწექი თბილად, გემრიელად, სრული იდილიისთვის წიგნი ამოვიღე და სასწრაფოდ გადავშალე. აი ეს არ უნდა მექნა: ყდა ლამის შემრჩა ხელში. ის კი არა, რომ მე ვეცი მხეცივით და მოვგლიჯე, უბრალოდ ყდა კუსტარულად დამზადებული აღმოჩნდა:ერთმანეთზე დაკრული კარდონი, კოლგოტები (ე.წ. კალგოტკები  ) რომ არის  შემოხვეული ისეთი და ოკულ დეფტერის უძველესი რვეულის ყდა.
P1090837
დავიწყე წიგნის ნაზად კითხვა და ძლივს შექმნილი მყუდროების შენარჩუნების მიზნით ამ ხარვეზს ყურადღება არც მივაქციე. პირველივე გვერდზე პერსონაჟების სახელები და როლები დამხვდა ამოწერილი, მართლა ვერ გავიგე რისთვის. ასევე შემოხაზულია რამდენიმე სიტყვა, რომელიც, ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობის მატარებელი სულაც არაა (მაგალითად, ამ და მოხუცი ). გახაზულია სიტყვა სკიპიდარი და კინკრიხო, იმედია გამხაზველმა მაშინვე ნახა უცხო სიტყვათა ლექსიკონში მათი მნიშვნელობა.
ოცდამეცხრე გვერდზე მავანი მკითხველი დელ პიეროს უტყდება სიყვაულში.
P1090834
ხოლო ორმოცდამეცხრე გვერდზე გავიგე, რომ კატო “ჯერ აქ არის”.
P1090835
კატოს არ ჩამოუვარდება ვინმე თეა გოგია და რამდენიმე ათეული გვერდის გამოტოვებით სვამს თავის ხელმოწერას თარიღთან ერთად (14.04.02).
სადღაც წიგნის შუაში ერთი დიდი აბზაცი გადახაზულია და მოკლედ წერია: “რამბერს სურს ქალაქიდან გასვლა”. რა საჭიროა თვალების დათხრა და წვალება, ადაპტირებული გამოცემა თვითონ წიგნშივეა მოცემული!
სავარაუდოა, რომ ზემოთხსენებულ პიროვნებებს ნერვები (ინტელექტიც) არ ეყოთ ამ წიგნის ბოლომდე წასაკითხად, რადგან სადღაც 150-ე გვერდიდან თითქმის წყდება გახაზული უაზრო სტრიქონები, გამარტივებები და ხელმოწერები და ადამიანურად შეიძლება წიგნის კითხვა. მეც გამოვიყენე ეს შესაძლებლობა და როცა თავი სამშვიდობოს ჩავთვალე, აი აქ ამომიხტა სიურპრიზი: წიგნს ბოლო ფურცლები მოხეული აქვს!!! ახლა ვარაუდით და ჩემეული ინტერპრეტაციით უნდა დავასრულო კამიუს ეს არაჩვეულებრივი ნაწარმოები და გულში გემრიელად ვლანძღო ამის ჩამდენი.
არ მესმის, როგორ უნდა მოექცე წიგნს ასე ვანდალურად. ნუ კაი, გადაკეცე კუთხე ჩანიშვნის მიზნით ან გახაზე რაიმე ზე-გენიალური ფრაზა, მაგრამ ფეხბურთელებს სიყვარული უხსნა და “ზდეს ბილა კატო” უკვე აშკარად ზედმეტია.
წიგნი თავისი სათაურის მსგავს წყევლას მოგივლენთ!!!

7 thoughts on “კამიუს “შავი ჭირი” და ჩემი ჩაშლილი იდილია

  1. romeli bibliotekidan gamoitane?🙂 e.i. marto me ar mxvdeba msgavsi frazebit aWrelebuli wignebi.

  2. ver vitan dajgabnil wignebs :(:(:(:(:( adre chveva mqonda frazebistvis panqrit xazis gasma magram dzlivs gadavecvie da tu maincdamainc gadavbjirdi ise momecona romlime fraza vicer xolme😀

  3. vaime, movkvdi sicilit ra lamazad agwere wignis “gasachiri “:):) kargi iyo, chagetvala! :*

  4. სათაურის დანახვისთანავე შემოვვარდი, პოსტი როგორც ვხვდები ძალიან ძველია, მაგრამ კამიუს ”შავი ჭირის” გულგრილად დატოვება უბრალოდ არ შემეძლო🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s