პრობლემური პოსტები · ყველაფერი ჩემ შესახებ

ჩემი და კერის კაცები

ამ თემაზე ჩემს დღიურში ვწერდი. არ ვიცი რამდენად საყოველთაოა ეს პრობლემა, ან არის თუ არა საერთოდ პრობლემა?! თუ ნაკლები უნდა ვუყურო სერიალებს და ფილმებს? :)))

უმეტესობას, ალბათ, “Sex and the city” უამრავჯერ გვაქვს ნანახი და ყველას ძალიან გვიყვარს. ვინც კერის მამაკაცებს კარგად ვიცნობთ, არავის არ გამოგვეპარებოდა ეიდანი-იდეალური მამაკაცი, ისეთი, როგორზეც ყველა ქალი ოცნებობს. ახლა არ დავიწყოთ, რომ მისტერ ბიგის სპონტანურობა და მოულოდნელობებით აღსავსე ურთიერთობები გვირჩევნია🙂. ქალების უმეტესობისთვის ხომ იდეალური, ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის განკუთვნილი მამაკაცი ეიდანისნაირია!

CarrieandAidan

უსიმპათიურესი, კეთილი, მზრუნველი, ვაჟკაცური (კარგად ჟღერს😛 ), ძაღლიც ჰყავს, სახლსაც გირემონტებს, ჰავაიზე მიყავხარ ქორწილისთვის… ან ხელი რა საყვარლად სთხოვა!!! სუფთა ქალური მომენტებია რა :)))

მოკლედ, ერთერთ სერიაში კერი აღმოაჩენს, რომ ეიდანი იმდენად იდეალურია, რომ შეუძლებელია რაიმეზე შეეკამათო. და ეს ყველაფერი ნერვებს უშლის?! ანუ საყვარელ ადამიანში უნდა იყოს რაღაც ისეთი, რაც შენ არ მოგეწონება და რაზეც ” we need to talk”. ის, რომ ვერაფერზე შეედავები და შარს ვერ მოსდებ-დისკომფორტია :)))

ურთიერთობის თითქმის ყველა ასპექტია გარკვეული ამ სერიალში, მაგრამ არასდროს გამივლია პარალელი ჩემს თავთან, სანამ იგივე მდგომარეობაში არ აღმოვჩნდი :)) ნუ ეხა არ გამოვიდეს ისე რო I’ve got a perfect mand და იიი :))) უბრალოდ, ისიც ძალიან კეთილი, მზრუნველი და სიმპათიურია, ყველაფერზე წინ მე მაყენებს, სულ იმაზე ფიქრობს რითი გამახაროს და მასიამოვნოს… მე კი ისეთებზე ვეჩხუბები ხოლმე, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენის მრცხვენია😐

მიზეზი? მიზეზი ის, რომ ურთერთობებში გაუგებრობა გარკვეული დოზით უნდა იყოს. უღრუბლო ცა და ფერადი პეპლები მოსაწყენი ყოფილა.

უმადური ვარ ხო? თუ ეს რეალობაა და სხვებიც ხედავენ🙂

P1070622
Inlove

5 thoughts on “ჩემი და კერის კაცები

  1. მე გეტყვი, რომ უმადური ხარ!
    დიახაც ))) :*

    არა, არ ვიცი,
    ძალიან სამწუხაროდ ეგეთი პრობლემა არასდროს მქონია,
    თუმცა ხანდახან ჩემთანაც არის ისეთი მომენტები, ჩხუბი რომ მინდა და ძალით ვიგონებ ხოლმე რაღაც მიზეზებს.
    + სულ იმას ვიძახი იდეალური ურთიერთობა რად მინდა, ჩხუბების და წიკვინების გარეშე თქო..

    მაგრამ..

    მინდა როგორ არ მინდა, სად არის თორე :user:

  2. ხოდა ეგაა საინტერესო, არაა საჩხუბარი და საწიკვინო და მაინც არ ვიშლით ჩვენსას :-?? ყველანი უმადურები ვართ, ყველანი ჯოჯოხეთში დავიწვებით :)))

  3. jojoxetamde siyvarulis cecxlshi😀😀😀

    ee,kaia egeti kargi ueriertoba da suleluri chxubebi,aba seriozuli stresebi ginda?

    tan kacebs martla ki ar uyvart debili da yvelaferse tavis mqneveli qalebi😛

  4. მე აშკარად გავიზარდე (თუ დავბერდი?) და ეიდანისნაირი მამაკაცები უფრო მიზიდავენ, ყოველგვარი კაპრიზ-მაიმუნობების გარეშე!!! სპონტანური ჩემი თავიც მეყოფა :ლოლ:
    (ისე Mr. Big უსიმპათიურესია)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s