ყველაფერი ჩემ შესახებ

The Offspring

ჩემი ცხოვრების ყოველ მონაკვეთს სხვადასხვა მუსიკალური გაფორმება აქვს (ალბათ არამარტო ჩემსას). სულ სხვადასხვა სტილის, ჟანრის, წარმომავლობის და შემადგენლობის :)). ჩართავ რომელიმე ტრეკს და მოგონებები ამოგიტივტივდება, ზოგი კარგი, ზოგი-არც ისე, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს ახლა🙂

დღეს უჯრაში offspring-ის დისკი ვიპოვე, რომელიც სკოლის პერიოდში მაჩუქა დვალიკომ. და ეგრევე ჩემი აბიტურიენტობა გამახსენდა, რომელმაც ამერიკულ პოპ პანკთან ერთად გაიარა. ეს იყო დაჭრილი ჯინსების, ჰაგიოგრაფიის, დამტვრეული სიდი პლსეიერის, კოსინუსების, მუსიკალური ცენტრის და ათასჯერ გადაღეჭილი ინგლისურის პერიოდი. ამ ყველფერს ჩემმა იმდროინდელმა მეგობარმაც შეუწყო ხელიდა მეც ხმამაღლა ვხაოდი დექსტერ ჰოლანდის არიებს :)))

ეს დისკი ნამყოფია ჩემი კლასის რიგით ბოლო ექსკურსიაზე, ქართულზე/ინგლისურზე/მათემატიკაზე, გასვენებაშიც კი :)). არ მახსოვს ეროვნულებამდე გზაში დავატკბე თუ არა ჩემი ყურები offspring-ის ალბომით :-??

მოკლედ, ძალიან არეული პოსტი გამომივიდა, ვილაპარაკე ყველაფერზე და ამ დროს არაფერზე🙂 უბრალოდ ეს ჯგუფი ჩემს ერთ-ერთ საყვარელ პერიოდს მახსენებს და ღირსია, ჩემს ბლოგზე განისვენებდეს :))

ახლა კი შემოგთავაზებთ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ სიღერას :->

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s