დასახარისხებელი პოსტები

Backstreet Boys :->

ვინც მე ბავშვობიდან მიცნობს, კარგად ემახსოვრება ჩემი გატაცებ ჯგუფ Backstreet boys-ით. გატაცება კი არა, გაჭედვა და გამოდებილება. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ნიკ კარტერი მიზიდავდა :->. მაშინ თითქმის ყველა გოგო ჩემს დღეში იყო, მაგრამ მე რაღაც განსაკუთრებული მჭირდა. კლასელებს თითქმის ყოველკვირა ვავსებინებდი კითხვარებს “BSB-ის რომელი წევრი მოგწონთ”, ” რას ფიქრობთ BSB-ზე” ან “დამიწერე რამე BSB-ის შესახებ”. დაუნიზმი :)) თავიდან ხალისით ავსებდნენ, ბოლოს შეწუხდნენ და აღარ მიწერდნენ არაფერს😦

ყოველკვირა ვყიდულობდი “ოსკარს” და “ჰოლივუდს”, ვჭრიდი სტატიებს BSB-ზე და ვაკრავდი სპეციალურ რვეულში.
P1090574
P1090573
სად იყო მაშინ ინტერნეტი და კაი ცხოვრება😦 ოსკარები და ნაკლეიკები იყო ჩვენი ნუგეში. ერთხელ კლასელმა ვიდეო კასეტა მათხოვა BSB-ის კლიპებით. მე და ჩემმა დაქალმა გაკვეთილებს დავადეთ და თითქმის ორი კვირა გადაბმულად ამ კასეტას ვუყურებდით. საბოლოოდ კასეტა პატრონს ჩაბარდა და ჩვენი სული და გული წაიღო თან😦

მინდა რამდენიმე სტატიის სათაური დავპოსტო :)) მართალია მე არ დამიწერია, მაგრამ მაინც ძალიან ვიცინე :))

BSB-ელ ეი-ჯის მანიაკი დასდევს”
“BSB N’sync-ის წინააღმდეგ”
“BSB და N’sync დამეგობრდნენ”
(ერთი სტატის “ჰოლივუდიდან ამოვჭერი, მეორე-“ოსკარიდან” :)) )
“BSB-ის ციხეში ჩაჯდომა ემუქრება” (wtf )
“ნიკ კარტერი ფანმა დაასახიჩრა”
“ნიკ კარტერისა და ბრიტნის დედმამიშვილები საოცრად დამეგობრდნენ”
“ნიკ კარტერი როკის გავლენის ქვეშ არის
: :-შ
და ა.შ.
დოდკას ბოლო პოსტიც ბავშვობის მოგონებას და ყოფილ ოცნების მამაკაცს ეძღვნება. თითქმის ყველამ დაპოსტა, რომ ბავშვობის მოგონებას არ უნდა შეეხო, რადგან მერე გაგიბანძდება, აღარ მოგეწონება და ა.შ. წინა დღეს კახამ ჩამირთო მანქანაში backstreet boys- ის სიმღერები და გიჟივით ბოლო ხმაზე ვმღეროდი :)) იმიტომ არა, რომ დღემდე ეს მუსიკალური გემოვნება მაქვს და არ განვვითარდი. უბრალოდ, იმდენად ჩემი ნაწილია, რომ ყოველთვის თბილად გამახსენდება🙂

12 thoughts on “Backstreet Boys :->

  1. მე მაგ დროს Spice Girls-ის ფანი ვიყავი, ჩემი დაქალი BSB-ის და ვცხოვრობდით ჰარმონიაში😀
    ეს სიმღერა კიდევ ბავშვობას მაგონებს, ტექსტი ზეპირად მახსოვს.
    Rock your body right, backstreet’s back all right! =)))))))))))

  2. არც Spice Girls-ს არ ვწვეტდით გულს, ჯგუფი გვქონდა ჩამოყალიბებული ჩვენი დაჟე :)))))

  3. მე არასდროს მყვარებია BSB, მარა ისე კევინი მომწონდა, იმიტომ რომ მეცოდებოდა, ყველაზე ნაკლებად ეს ბიჭი მოწონთ-თქო😀😀

    ისე გული მწყდება რომ თინეიჯერობისას არცერთი მომღერალი/ჯგუფის წევრი ბიჭი არ მიყვარდა, გავერთობოდი მაინც😀 ერთადერთი მახსენდება რაული, რომელზეც 1 ზაფხული ვგიჟდებოდი, მარა ეგ მომღერალი არ არის😀

  4. ეჰ, ეს ჯგუფი ჩემთვის გატაცებაზე მეტი იყო)))))

    დღემდე მაგრად მევასება, მიუხედავად იმისა, რომ კაი ხანია არ მომისმენია… თითქმის ყველა ტექსტი ვიცი ზეპირად და პირველად ამ სიმღერას მოვუსმინე, რომელიც პოსტშია ნახსენები

    მაგრამ ყველაზე მაგრად Show Me The Meaning Of Being Lonely მიყვარს დღემდე :”>

  5. ვაიმე, ჩემი საყვარელი ჯგუფიც იყო თავის დროზე, ოღონდ მე ვგიჟდებოდი ბრაიანზე… ბლოკნოტი მქონდა, ბრაიანის გამოსახულებით.. ძედაა, რა პერიოდი იყოოო…
    არ ვნანობ რომ ვუსმენდი… N’sync გარდა კიდე Five-ც იყო .. როგორ არ მიყვარდა ეგენი, ბექსტრიტის ასლები😀

  6. ჩვენც გვქონდა ჯგუფი😀

    მე მელ ბი ვიყავი😀

    ამ კლიპის ბოლოს კიდევ ჯგუფური ცეკვა რომაა ეგ ზეპირად ვიცი დღემდე😀

  7. აი ყოჩააღ :)) ჩემსავით გადარეული არავინ მყავდა ერთად რო დაგვედგა ეგ ცეკვა :))

  8. mec vigjdebodi am jgupze, ukve 15 celi gavida rac egeni didebis mcvervalze ikvnen mis mere

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s