დასახარისხებელი პოსტები

რეზინის ხელთათმანები

დილით, ჩვეულებრივ, კომპთან ვიჯექი. ვიღაცამ კარზე დარეკა და როცა ჭუჭრუტანაში (აკა გლაზოკში) გავიხედე, უცნობი ქალი შემრჩა ხელში.

მეთქი, რა გნებავთ. რეზინის ხელთათმანებს ვყიდი და ხომ არ გინდათო. ავტომატურად უარი ვუთხარი და კომპს დავუბრუნდი.

უცებ გამახსენდა, რომ ჭურჭელს ერთი კვირა ხელთათმანების უქონლობის გამო არ ვრეცხავ. საწყალმა ქალმა ასეთ წვიმაში და ტალახში კართან მომიტანა საჭირო ნივთი და მე ავტომატურად უარი ვთხლიშე.

მოკლედ, გავაღე კარი და გამოვეკიდე. იმიტომ არა, რომ ჭურჭლის რეცხვის დარდი მქონდა. ძალიან შემრცხვა უკვე ხასიათში გამჯდარი გულგრილობის და გამსოწორება მინდოდა. მაგრამ ვერ დავეწიე, ვერსად ვეღარ ვნახე😦

არ მახსოვს ვინ თქვა, რომ გულგრილობა ყველაზე საშინელი სენია. შეიძლება გძულდეს, გიყვარდეს, გეზიზღებოდეს ან ჭკუას კარგავდე, მაგრამ გულგრილი არ იყო.

დღეიდან გულთბილობას ვცდილობ : )

5 thoughts on “რეზინის ხელთათმანები

  1. ჩემი თავი ყველაზე ძალიან მაშინ მძულს, როცა გულგრილობაში გამოვიჭერ, ხან ოჯახის წევრების მიმართაც.

    ეს პოსტი ხშირად უნდა გადავიკითხო ხოლმე, იქნებ როგორმე გამოვსწორდე..

  2. მართლა საშინელებაა გულგრილობა, მაგრამ მესმის შენი, “კომპთან” ვიჯექიო, წერდი😀 მე ისე მაშტერებს კომპიუტერი, ალბათ კარზე ზარიც არ მესმის ხოლმე.
    ბლოგროლში ჩაგამატე, ნატა!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s