დასახარისხებელი პოსტები

Alternative funerals

ჩემი დღევანდელი პოსტი პანაშვიდებსა და დაკრძალვებს ეძღვნება :)) ყველამ ვიცით, რაში მდგომარეობს ქართული პანაშვიდის არსი: სუდარა, ჯვრები, სანთლები, წესის აგება, გალობა, დაკრძალვა, ქელეხი, შავები… ყველა ტრადიციული პანაშვიდი ერთმანეთს ჰგავს, იცვლება მხოლოდ ატრიბუტიკა, ფერები და სიმღერები.
შოტლანდიაში, მაგალითად, განსვენებულს მკერდზე ხის თეფშს ადებენ, რომელზეც მარილი და მიწა ყრია (სხეული, ანუ მიწა გაიხრწნება, ხოლო სული-მარილი-არა). აღმოსავლეთ აზიაში კი სამგლოვიარო ფერად არა შავი, არამედ თეთრია მიჩნეული. ჩინეთში პანაშვიდზე წითელი ფერის ჩაცმა იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუკი განსვენებული ძალიან ასაკოვანი იყო (ანუ ზეიმობთ მის ხანგრძლივ სიცოცხლეს). დასავლეთ აფრიკაში აღნიშნავენ არა ორმოცს ან წლისთავს, არამედ შვიდი წლისთავს.
მოკლედ, ასე სათითაოდ ვერ ჩამოვთვლი, ბევრია და თან მაინცდამაინც სახალისო თემა არაა. გადავიდეთ უფრო სახალისო დაკრძალვებზე :))

საინტერესო ტრადიციას ვხვდებით ახალ ორლეანში, შტატებში. აქ მიცვალებულს ჯაზით კრძალავენ. ტიპიური Jazz funeral სათავეს აფრიკული ტრადიციებიდან იღებს და საკმაოდ პოპულარულია. ოჯახის წევრები, ახლობლები და ჯაზ ბენდი ( :)) ) სასაფლაოზე ერთად მიდიან. დაკრძალვამდე უკრავენ ტრადიციულ, სამგლოვიარო მელოდიებსა და სიმღერებს. დაკრძალვის შემდეგ პროცესია მიემართება ადგილისკენ, სადაც ახლობელები და ოჯახის წევრები იკრიბებიან (aka ქელეხი). და აი აქ იწყება მთავარი :)) სამგლოვიარო გალობას ცვლის ხმამაღალი, ხმაურიანი მუსიკა და ყველა იწყებს ცეკვას. ამ რიტუალს გამვლელებიც უერთდებიან, რათა სიმღერითა და ცეკვით პატივი სცენ გარდაცვლილის ცხოვრებას. პირადად მე ჰელენა გამახსენდა :))


თუკი თქვენ გაღელვებთ გარემოს დაცვა, გაწუხებთ დაბინძურებული ეკოლოგია და ა.შ. მაშინ მწვანე პანაშვიდი (green funeral) თქვენთვისაა :)) აირჩევთ კარდონის კუბოს და პარკს, სადაც თქვენივე ხელით დარგული ხის ქვეშ დაგკრძალავენ. რაის კრემაცია და ტრადიციული პანაშვიდი, გაუმარჯოს ეკო-სასაფლაოებს (ჩიმაკაძე გამახსენდა ამაზე:)).
green-funeral
შორს ხართ და ვერ ახერხებთ ახლობლის პანაშვიდზე წასვლას? რა პრობლემაა🙂 ნიუ იორკში მოხდა ონლაინ პანაშვიდის პირველი შემთხვევა :)) როგორც დამკრძალავი ბიუროს დირექტორმა განაცხადა, ახალი ტექნოლოგიები ყველა სფეროში ასათვისებელია და არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის. ასე რომ, თუკი ხელს გიშლით ამინდი, მანძილი და ათასი სხვა პრობლემა, შეგიძლიათ დაესწროთ ინტერნეტ პანაშვიდს, რომელიც ვებკამერებით გადაიცემა, და თავი რიტუალის მონაწილედ იგრძნოთ (წესით პანაშვიდის ეს სახე ჩვენთან მზარდი ემიგრაციის გამო ძალიან პოპულარული უნდა გახდეს).

ასე რომ, შილას და ხაშლამას საინტერესო ალტერნატივები აქვს :)) პირადად მე ეკო-დაკრძალვამ მომხიბლა🙂.

2 thoughts on “Alternative funerals

  1. ონლაინ-პანაშვიდები – აი ამაზე იტყვიან რას არ მოიფიქრებენო : ))

    მეც გრინ-დაკრძალვამ მომხიბლა : ))

  2. საინტერესო პოსტია, მაგრამ სევდა არმიძრა😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s