პრობლემური პოსტები

EმიგრაციA

“ახლა როდისღა ჩამოხვალ, შვილო”-იცრემლება მოხუცი ქალი. არ ეყო შვილთან გატარებული ერთი თვე, ვერ უნაზღაურებს გრძელ წელიწადს. აეროპორტი სავესეა ასეთი ისტორიებით. ადამიანები მიდიან უკეთესი ცხოვრების, პირობების და არსებობის საძებნელად. მიდიან მარტო, ოჯახებით, სასწავლო ვიზებით, ბარდებიან ლტოლვილებად, რჩებიან არალეგალებად… სია საკმაოდ გრძელია, რომელსაც ერთი მიზნისკენ-საქართველოს დატოვებისკენ მივყავართ.

ჩემს თაობაში ყველას უნდა აქედან წასვლა (მეც). და ალბათ არ დაეთანხმება ბევრი ამ პოსტს. მეც არ დავეთანხმებოდი, ყოველ წელს ერთი და იგივე რომ არ ხდებოდეს: ივლისში დახვედრა, აგვისტოში გაცილება😐 როგორი აუტანელია იმის გაფიქრებაც კი, რომ ყოფითობას ის ადამიანური ურთიერთობები ეწირება, რაც ყველაზე ძვირფასია. როგორი საშინელებაა შენი ადამიანები მაშინ არ გყავს გვერდით, როცა ყველაზე ძალიან გჭირდება, სულ გენატრება და სულ ზაფხულს ელოდები. ზოგი ზაფხულსაც ვერ ელოდება-ყველას არ უმართლებს და ევროპის რომელიმე ქვეყნის მოქალაქე სულაც ვერ ხდება.

ნეტა ჩვენც გვქონდეს ისეთი ქვეყანა, საიდანაც არავის დასჭირდება წასვლა იმის გამო, რომ ქართულ სისასტიკეს და ჯუნგლის კანონებს ვერ გაუძლო. ან ავდგეთ და ყველა სადმე ერთად წავიდეთ!!! საშინელებაა იმ ჯაჭვის გაწყვეტა, რასაც შენები ჰქვია😦

მენატრებით :*:*:*

4 thoughts on “EმიგრაციA

  1. ნატ, ეხლა ვნახე შენი კომენტარები ჩემთან :* დაგაბლოგროლე :))

    ჰო, ეხლა ამ საკითხს რაც შეეხება – გეთანხმები, რომ უმეტესობას უნდა აქედან წასვლა, მეც რა თქმა უნდა. არადა, ასე 3-4 წლის წინ, საქართველოს დატოვება აზრადაც არ მომდიოდა, ეგ კი არა, 1 თვითაც ვერ გავძლებ საზღვარგარეთ-თქო ვფიქრობდი. ალბათ პატარა ვიყავი ჯერ. ახლა უკვე როცა ნელ-ნელა ახლოვდება დრო და ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს ჩემს ცხოვრებაში, ვხვდები რომ საუკეთესო გამოსავალი წასვლაა, გარკვეული პერიოდით მაინც. დიდი იმედები მაქვს თან, პირველ რიგში ჩემი თავის.
    ახლობლებზე არ მიფიქრია ჯერ, მაგაზე ყველაფერი რომ გადაწყდება, მერე ვიფიქრებ :))

  2. ნატ პოსტშიც ვახსენე, თითოეულ ჩვენგანს წასვლა უნდა უკეთესი მომავლისთვის, კარგი განათლებისთვის და რავიცი🙂 მაგრამ ამ ყველაფერს უბრალოდ ადამიანური ურთიერთობები ეწირება😦 ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და ვიცი, რა ძნელია😦

  3. zustad ori dgis cin vlaparakobdit me da chemimgobrebi rm is dge ideashi yvelasecudi dge iyo,roca saqartvelodan camovedit…
    miuxedavad imisa,rom rac aq var vxvdebi dgidan dgemde rogro vizrdebi,ramdenad didia sivrce,mainc suliskawkawit velodebi,rodis davbrundebi…
    magram problema is ari,rom sul mand yofna sashinlad gicirs,aqac ar ginda zustad mag urtiertobebis gacyvetis an gaciebis gamo da xar sadgac shuashi gamokiebuli da vegar xvdebi,ra da sad ginda…

    mokled,jandaba😀

  4. ხო ეგ ჯანდაბა მდგომარეობა ყველაზე ცუდია😐 არც აქეთ ხარ არც იქით… სასწავლებლად წასვლა კიდე არაუშავს, აი ოჯახებით როცა მიდიან ეგაა უძნელესი😦 თითქმის გარანტიაა იმისა, რომ აღარ ჩამოვლენ😐

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s