Tag Archives: True blood

ფრთხილად, სპოილერები!

14 Sep

გუშინ ორი სერიალის ყურება დავამთავრე. Glee და True Blood.

გლის მესამე სეზონი ნამდვილად არ ვიცი, როდის გამოდის. დიდად არც ვინტერესდები. სასიამოვნო საყურებელი სერალია, მაგრამ არა-ჩამთრევი. ბოლო ეპიზოდიც ვერ უვარგოდათ. ერთ სერიაში ჩატენილი ნიუ იორკი, ბროდვეი, წაგება, ფინის და რეიჩელის ამბები, სწრაფ-სწრაფად ახსნილი სიყვარული (კურტი და ბლეინი, მერსედესი და ის ქერა ბიჭი, ტომი), მისტერ შუს ვერ ახდენილი და თითქოს ახდენილი ოცნება რაღაც ვერ გამოვიდა კარგი. არც საფინალო გამოსვლა მომეწონა და, მოკლედ, უკმაყოფილო დავრჩი.

ვერც თრუ ბლადის ბოლო ეპიზოდით დავრჩი კმაყოფილი. წინა აშკარად ჯობდა, დაცემენტებული ერიკით და დედოფალს შებმული ბილით. არა, ეს ბოლო კადრი ცოტა სასაცილო იყო, მაგრამ მაინც : )). ასევე ძალიან მაღიზიანებდა ორ ვამპირს შორის ჩამჯდარი სუკი ტექსტით I love you both. ჯერ დადებილებული, მერე უგონოდ შეყვარებული ერიკი… კარგით, რა! სამაგიეროდ, კარგად დაიწყეს მარნის პერსონაჟით და ანტონიას ისტორიით. მაგრამ, ბოლომდე ამანაც არ გაამართლა. უძლიერესი მაგი ანტონია, რომელზეც მარნი ლოცულობდა  და ევედრებოდა, ბოლოში რატომღაც მაგრად დაჩმორდა და იგივე მარნი თავის ჭკუაზე ათამაშებდა 0_O. ან ჰესუსის მოკვლა რა საჭირო იყო? აი, ვის რას უშლიდა ეს სიმპატიური გეი? ახლა ისევ ერთი წელი უნდა გავიდეს და მანამდე ვერ გავიგებთ, თუ რა ბედი ეწია ტარას, ვისთან დარჩება სუკი, როგორ განვითარდება პემისა და ერიკის ურთიერთობა, რას გვიქადის ცემენტიდან ამომძვრალი რასელი და ა.შ.

ცოტა ხნის შესვენების მერე ფრინჯს დავიწყებ. ან ძმებ ვინჩესტერებს მივუბრუნდები, ან დამპალ ჰაუსს. საბედნიეროდ, არჩევანი დიდია :)

 

დღის ფოტო

27 Jun

დღის კი არა, წლის ფოტოა : )

საღამოს თრუ ბლადს ჩავუჯდები, როგორც იქნა.

Waiting sucks

19 Jun

სწორედ ასე დაასათაურა HBO-მ 26 ივნისამდე დარჩენილი პერიოდი. ამ თარიღს კი მე და ჩემნაირები უკვე ერთი წელია, რაც ველით.

 ერთ კვირაში True Blood-ის მეოთხე სეზონი გამოდის! გადაღებები მთელი წლის განავლობაში მიმდინარეობდა, ძირითად ქასთს ახალი მსახიობები ემატებოდა და სიუჟეტიც უფრო ჩახლართული და დამაინტრიგებელი ხდებოდა.

ადრეც ვწერდი, თუ როგორ ჩამითრია ამ სერიალმა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სატელევიზიო შოუ მაქვს ნანახი, ასე არცერთზე არ შევმჯდარვარ. მოკლედ, ნამდვილი თრუ ბლად ედიქთედ გავხდი. სამწუხაროდ, მხოლოდ სამი სეზონია ჯერ გამოსული, თითოში კი თორმეტი სერია, რაც ძალიან ცოტაა (“ვამპირის დღიურებს” 22 სერია აქვს სეზონში, რა უსამართლობაა :@ ). მაგრამ, ალან ბოლი “მთავარი რაოდენობა კი არა, ხარისხია”-ს პრინციპით ხელმძღვანელობს, რაც, უდაოდ, ამართლებს.

ასეთ ლოდინში გავიდა ერთი წელი. ხან შარლინ ჰარისის წიგნებს ვკითხულობდი (მათ მიხედვით არის სერიალი გადაღებული), ხან ძველ ეპიზოდებს ვუყურებდი, ხან მსახიობების ინტერვიუებს ვკითხულობდი… მოკლედ, ნამდვილი ფანივით ვიქცეოდი. იმ ფანივით, მეშვიდე კლასის მერე რომ არ ვყოფილვარ :)

ერთი კვირაც და გემრიელად ჩავუჯდები ახალ სერიას. The less time is left, the waiting sucks more : (

დღის ფოტო-ები

20 May

მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი მამაკაცი <3

Boys, boys, boys ^_^

21 Apr

ისე, სექსუალურობა როგორი სუბიექტური ცნებაა, არა? არც გარეგნობა რომ არ განსაზღვრავს და არც სტერეოტიპები, გესექსუალურება და მორჩა!
მე, მაგალითად, ჯეიმს ფრეინი მომწონს. ძალიან.
 იგივე ფრანკლინი, თრუ ბლადიდან. შეშლილი, არანორმალური, ფსიქოპათი, რომანტიული და თავისებურად მოსიყვარულე ვამპირი.

 და აქცენტი, ხმა. მოგისმენიათ მისი საუბარი? არ ვიცი, ბრიტანულად უქცევს თუ სადაურად, მაგრამ ძალიან სექსუალური ხმა აქვს <3

მეორე შეშლილი, სექსუალური ადამიანი ვეს ბენტლია, კამერიანი რიკი, ამერიკული სილამაზიდან:

 ფილმი 1999 წელსაა გადაღებული. დღეს ვეს ბენტლი ასე გამოიყურება:

 I love freaks <3

 მესამეს დღეს წავაწყდი, შემთხვევით. ტიუდორებს ვუმზერდი და ძალიან მომეწონა მეფე ჰენრი რომელიღაცა. თავიდან ზემოთხსენებულ ვეს ბენტლიში ამერია, აქვთ რაღაც საერთო, არანორმალური თვალები.

 ჯონათან რის მეიერსი

 რამხელა გავლენას ახდენს როლი ადამიანის აღქმაზე. სამივე მსახიობი შეშლილი, უხასიათო, freak ტიპაჟები მგონია ^_^

Bill & Sookie

27 Mar

თვალები დახუჭეთ, მოდუნდით. მოუსმინეთ და იგრძენით, რა ლამაზი და უცნაური მელოდიაა…

What’s the story morning glory

25 Mar

გუშინ ვფიქრობდი, ყველა დღე ერთმანეთს რატომ ჰგავს-თქო. დღეს კი ქამელეონის პოსტი წავიკითხე და,დაე, დავითაგავ თავს და გეტყვით, როგორია ჩემი ერთი, ჩვეულებრივი დღე.

მაღვიძარა ცხრის ნახევარზე ირთვება. ო, როგორ მძულს! კიდევ უფრო მძულს ის, რომ ჩემს ტელეფონს სენსორული ეკრანი აქვს და ძილში თ სადმე მომიხვდა თითი ან ითიშება და გვიან მეღვიძება, ან ხმას უწევს და გიჟივით ყვირის, ან ვიბრაცია ერთვება და გულს მიხეთქავს და ა.შ.  მგონი ის დროა, ტრადიციული მაღვიძარის შეძენაზე ვფიქრობდე.

ასეა თუ ისე, ცხრას რომ თხუთმეტი აკლია, მაშინ ვდგები. ფაჯნარაში ხან ქარია, ხან მზე და  ხან წვიმა. ისე, რა მნიშნელობა აქვს, ყველა ვარიანტში უნდა მოვემზადო და სამსახურში წავიდე. იყო დრო სკოლაში წასასვლელად ვდგებოდი, მერე უნივერსიტეტში, ახლა სამსახურში. დილის პროცედურები ერთი და იგივეა.

ცხრა საათამდე ვიცვამ. ჩაცმას ორი წუთი უნდა, არჩევას 10. დრეს-კოდის გამო არ შემიძლია დახეული ჯინსებითა და კეტებით სიარული. ამიტომ, არჩევანს პერანგსა და კლასიკურ შარვალზე ვაკეთებ და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვუხამებ. ამ უკანასკნელს ისე შევეჩვიე, რომ წინა შაბათს კეტებში ფეხი სერიოზულად მეტკინა. თმებს სადად ვივარცხნი და საათს და პატარა საყურეებს ვიკეთებ.

შემდეგ ვიდუღებ ყავას.

ბლოგზე არ მიხსენებია, მაგრამ უკვე მესამე კვირაა, რაც კალორიების დიეტაზე ვარ. ეს ჩემი რეკორდია. არცერთი დიეტა ხუთ დღეზე მეტი არ დამიცავს, ეს უკანასკნელი კი ძალიან მომწონს. მივირთმევ ყველაფერს, უბრალოდ, ვწონი და კალორიებს ვუთვლი. ამიტომ, დილით შემიძია თავს უფლება მივცე და ერთი ფინჯანი ყავა დავლიო. 50 კალორიად.

ყავის შემდეგ სადილს ვიმზადებ. მოგეხსენებათ, სამსახურში ჭამა ცოტა პრობლემურია. განსაკუთრებით რთულია მაშინ, როდესაც ოფისის გარშემო ერთ მაღაზიას ვერ იშოვი წამლად. გატყუებთ, ერთი მარკეტი ნამდვილად არის, ოღონდ არასდროს არაფერი არ აქვთ. პაკეტის ყავაც კი. ხაჭოსა და რძის პროდუქტებზე აღარაფერს ვამბობ. ამიტომ, საღამოს მეორე დღის საჭმელზე ზრუნვა მიწევს.

სადილად ხან ხაჭო  მაქვს, ხან მაკარონი, ხან სენდვიჩი, ხან სალათა, ხან 40 თეთრიანი სუპი. რაც მტავარია, ყველაფერი აწონილ-გაზომილია. მთავარია დღიურ 1200 კალორიას არ გადავცდე. ამ  ყველაფერს კონტეინერებში ვალაგებ და ჩანთაში ვდებ.

გასვლამდე კიდევ 20 წუთია დარჩენილი. დრო მაქვს და Dead to the world-ს ვკითხილობ. რა ვქნა, სანამ ივნისი მოვა და True Blood-ის მეოთხე სეზონი გამოვა, წიგნებით ვიქცევ თავს. თან, დამიჯერეთ, წიგნის ერიკი სუუუულ სხვაა ^_^

ათს რომ თხუთმეტი აკლია, სამსახურში მივდივარ. ველოდები ჩემს საყვარელ ყვითელ ავტობუსს (ვერ ვიტან), პატიოსნად ვიღებ ბილეთს და ათზე ოფისში ვარ. ათიდან შვიდამდე დროის შუალედი შეგვიძლია გამოვტოვოთ. ვმუშაობ და ეს სამუშაო ყოველდღე ერთნაირია. შუადღეს ამოვიღებ ჩემს კონტეინერს და გემრიელად მივირთმევ ჩემს უგემურ, გაციებულ სადილს.

ორშ/ოთხ/პარასკევს ლექციები მაქვს და სამსახურიდან მივდივარ. ათ საათამდე გათიშული ვდევარ და სახლში მოვბობღავ. ამ დღეებში ძალიან ვიღლები და ძალიან ბევრს ვწუწუნებ. თუ ლექციები არ მაქვს, მაშინ ჩემი BF მომაკითხავს და ვნახულობ. ამ შემთხვევაშიც მაგრად ვიღლები, მაგრამ სასიამოვნო დაღლა მაინცაა :)

როგორც წესი, სახლში 10-11 საათზე მოვდივარ. ვიმარაგებ ხილს და ვუყურებ How I met your mother-ს. რამდენიმე სერიას, ახალი ძალებით მავსებს. მერე, ამ ახალი ძალებით ვატრიალებ ჰულა-ჰუპს და ვიგლიჯავ მუცელს.

ბოლოს, ვწვები და ვიძინებ. სადღაც პირველ-ორ საათზე. ღამით ვნახულობ საშინელ სიზმრებს და რამდენჯერმე მეღვიძება. დილით კი ჩემი სენსორული მაღვიძარა ისევ რეკს და ყველაფერი თავიდან იწყება.

აბა, ვის გაქვთ ჩემნაირი ერთფეროვანი და მოსაწყენი დღე? :)

სერიალომანი

7 Mar

ზოგს კინო უყვარს და არცერთ ახალ ფილმს არ ტოვებს უნახავს.

მეც მიყვარს კინო, მაგრამ სერიალები მირჩევნია. იყო ჩემს ცხოვრებაში დრო, როცა სკოლის დროს ბრაზილიური სერიალებით ვტკბებოდი. ის პერიოდი დიდი ხანია, რაც გავიდა და მეც ჟანრი შევიცვალე. შევიცვალე რა, ვუყურებ კარგ, ხარისხიან სერიალებს. რა მნიშვნელობა აქვს დრამა იქნება თუ ფანტასტიკა?

ჩემი პირველი სიყვარული ექიმი ჰაუსი იყო.

2007-2008 წლები იყო? არ მახსოვს ზუსტად. რუსთავი 2 ჯერ არ უშვებდა ჰაუსის სერიებს და კაშედან ვიწერდი. ვაღიარებ, რომ ძველი სეზონები გაცილებით სჯობია ბოლო ორს. მეშვიდე სეზონს აღარც ვუყურებ. ამოწურეს სცენარისტებმა პერსონაჟი და ქართველი პროდიუსერებივით დაემართათ, მაზოლის ამოყვანა რომ იციან თვალში ოდესღაც წარმატებული სახითა თუ პროექტით (მაგ.: “ჯეოსტარი 235″ და უცვლელი დუტა ან მისი ხმა :| )

შემდეგ რომელიღაც არხზე წავაწყდი sex and the city-ს ფილმის პირველ სერიას.

ძალიან მომეწონა და თავად სერიალის ყურება დავიწყე. კიდევ კარგი! შვიდივე სეზონის დასრულებისთანავე შევუერთდი იმ ადამიანთან რიცხვს, ვინც თვლის, რომ ფილმი არაფერია სერიალთან შედარებით. მეორე ნაწილზე საერთოდ არ გავაკეთებ კომენტარს: აბუ დაბის პრ-კამპანია და ჰეპი-ენდი სულ არ შეეფერებოდათ კერის, მირანდას, სამანტასა და შარლოტას (by the way, მე მირანდა მიყვარს ყველაზე მეტად. You?)

სექსის მერე ძმები ვინჩესტერების დრო დადგა.

Supernatural-მა საინტერესო სერიების გარდა ღამეული კოშმარებითაც დამაჯილდოვა. რა ვქნა, გამომყვა ბავშვობიდან ეს შეუცნობელის, ბუების და გუდიანი კაცების შიში :( მაგრამ ვისაც ეს ჟანრი გიყვართ გირჩევთ, რომ ეს სერიალი არ გამოტოვოთ. დინის პერსინაჟი ისეთ შუტკებს აძრობს, იმ ოხერ კოშმარებად ნამდვილად ღირს. და, საერთოდაც, დინი <3

Supernatural-ის შემდეგ თრუ ბლადი დავიწყე.

ზოგადად, ძალიან ადვილად ვიცი რაღაცის ატაცება და ბოდვა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ზუსტად ეს დამემართა  true blood-ზე.  ვამპირებით დიდად აქამდე არც ვიყავი გატაცებული, მაგრამ ერიკის, ბილის, ჯესიკას, ფრანკლინის და ა.შ. პერსონაჟებმა მმმმმ  ძალიან ჩამითრია. უნდა ვაღიარო, რომ არცერთ სერიალს არ ჩავუთრევივარ ასე. ნარკომანივით ვიწერდი სერიალები.გე-დან და საიტის რამდენიმედღიანი გათიშვის გამო ადმინს წერილით კი მივწერე :)  მეოთხე სეზონი ივნისში გამოდის. მანამდე კი წიგნებს ვკითხულობ.

ჩემი ვამპირული ლომკების გამო დავიწყე ვამპირის დღიურების ყურება.

დაიმახსოვრეთ, Vampire Diaries არის პაპსა ვამპირებზე. თრუ ბლადის ჰარდკორ-სცენების შემდეგ მზეში მოტანტალე ვამპირების ყურება დიდი ვერაფერი მუღამია. რაღა ეგ და რაღა თვაილათი თავისი ბრჭყვიალა  ედვარდით და მუდო ბელათი.

დღიურების მერე შევისვენე. და დავიწყე წინებისგან აბსოლუტურად განსხვავებული Ugly Betty-ს ყურება :) .

ეს არის ისტორია მექსიკელ მახინჯ, ბანჯგვლიანწარბებიან, ბრეკეტებიან, უგემოვნო გოგოზე, რომელიც ძალიან, ძალიან მონდომებული და ნიჭიერია. სასაცილოა, მაგრამ ბეტი შთამაგონებს. თან მალე ბრეკეტების ჩასმას ვაპირებ და ორმაგად შთავგონდები, ალბათ :) :)

აგლი ბეტის კვირას მოვრჩი. ვინ იქნება შემდეგი?

სასოწარკვეთილი დიასახლისები?

How I met your mother?

Six feet under?

ვნახოთ. ყველას გირჩევთ, იცხოვროთ ერიკთან, ბეტისთან, დინთან, გრეგ ჰაუსთან და მირანდა ჰობსთან ერთად. ასე არ სჯობია? ^_^

 

მინდა ვიყო ვამპირი!

17 Feb

ძალიან მინდა, რომ ვამპირი ვიყო. ფერმკრთალი, ძლიერი, უკვდავი და სისხლის დიეტაზე მყოფი.

ადამიანების მეინსტრიმული ნაწილი თვლის, რომ ვამპირები არ არსებობენ. მეც ასე ვთვლი, მაგრამ სიამოვნებით გავხდიდი ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს და ვამპირებს, მაქციებს და მისთანებს არსებობის უფლებას მივცემდი. დროებით მაინც.

ყველამ იცის, თუ რაში მდგომარეობს ვამპირის არსი. საუკუნეების განმავლობაში ლეგენდამ უამრავი ცვლილება განიცადა და მრავალი ჯურისა და ჯიშის ვამპირი წარმოშვა. ყველაზე გავრცელებული მითი ვამპირების შესახებ სისხლის სიყვარულს და მზის შიშს უკავშირდება. სისხლით იკვებებიან, მზეზე კი იწვებიან. ამიტომ, მხოლოდ ღამით გამოდიან თავშესაფრიდან და დღისით სძინავთ, ან წამოწოლილები არიან, რავიცი :)

რატომ მინდა ვიყო ვამპირი:

1) ვიქნები უკვდავი

2) ვიქნები ძალიან სწრაფი

3) შეიძლება, ფრენაც ვიცოდე (“Can all the vampires fly?” “Can all human sing?”)

4) არ გავსუქდები არასდროს :)

5) შევძლებ ადამიანების დაჰიპნოზებას და მათით მანიპულირებას (^_^)

6) ჩემი სისხლი ყველა დაავადებას განკურნავს

7) არ ვიფიქრებ თემაზე “რა ვჭამო”;  მეცოდინება :)

8) თუ მაინცდამაინც დღისით მომინდება სიარული, გავიხსენებ პაპსავიკ ვამპირებს “Vampire Diaries” -დან და ბეჭედს ვეთხოვები :)

ცუდია? თუ უკვდავება მომბეზრდება და ხე გულში.

I wonna be a vampire :(

Before and after, sweet fangs <3

2011

31 Dec

ჩემი სურვილები ახალ, 2011 წელს.
მოკლედ, მინდა:
1) მართვის მოწმობის აღება
2) შვედურის კარგად სწავლა
3) რომელიმე ევროპული უნივერსიტეტის გრანტის მიღება ^_^
4) შვიდი კილოს დაკლება
5) სამსახურში დაწინაურება, კიდევ : ))
6) ახალი ციფრული
7) ჩემი ანაბრის საგრძნობლად გაზრდა
8) თრუ ბლადის გიჟური სეზონი ივლისში :)
9)10)11)უსასრულობა) ბედნიერება

Follow

Get every new post delivered to your Inbox.