ზოგს კინო უყვარს და არცერთ ახალ ფილმს არ ტოვებს უნახავს.
მეც მიყვარს კინო, მაგრამ სერიალები მირჩევნია. იყო ჩემს ცხოვრებაში დრო, როცა სკოლის დროს ბრაზილიური სერიალებით ვტკბებოდი. ის პერიოდი დიდი ხანია, რაც გავიდა და მეც ჟანრი შევიცვალე. შევიცვალე რა, ვუყურებ კარგ, ხარისხიან სერიალებს. რა მნიშვნელობა აქვს დრამა იქნება თუ ფანტასტიკა?
ჩემი პირველი სიყვარული ექიმი ჰაუსი იყო.
2007-2008 წლები იყო? არ მახსოვს ზუსტად. რუსთავი 2 ჯერ არ უშვებდა ჰაუსის სერიებს და კაშედან ვიწერდი. ვაღიარებ, რომ ძველი სეზონები გაცილებით სჯობია ბოლო ორს. მეშვიდე სეზონს აღარც ვუყურებ. ამოწურეს სცენარისტებმა პერსონაჟი და ქართველი პროდიუსერებივით დაემართათ, მაზოლის ამოყვანა რომ იციან თვალში ოდესღაც წარმატებული სახითა თუ პროექტით (მაგ.: “ჯეოსტარი 235″ და უცვლელი დუტა ან მისი ხმა
)
შემდეგ რომელიღაც არხზე წავაწყდი sex and the city-ს ფილმის პირველ სერიას.
ძალიან მომეწონა და თავად სერიალის ყურება დავიწყე. კიდევ კარგი! შვიდივე სეზონის დასრულებისთანავე შევუერთდი იმ ადამიანთან რიცხვს, ვინც თვლის, რომ ფილმი არაფერია სერიალთან შედარებით. მეორე ნაწილზე საერთოდ არ გავაკეთებ კომენტარს: აბუ დაბის პრ-კამპანია და ჰეპი-ენდი სულ არ შეეფერებოდათ კერის, მირანდას, სამანტასა და შარლოტას (by the way, მე მირანდა მიყვარს ყველაზე მეტად. You?)
სექსის მერე ძმები ვინჩესტერების დრო დადგა.
Supernatural-მა საინტერესო სერიების გარდა ღამეული კოშმარებითაც დამაჯილდოვა. რა ვქნა, გამომყვა ბავშვობიდან ეს შეუცნობელის, ბუების და გუდიანი კაცების შიში
მაგრამ ვისაც ეს ჟანრი გიყვართ გირჩევთ, რომ ეს სერიალი არ გამოტოვოთ. დინის პერსინაჟი ისეთ შუტკებს აძრობს, იმ ოხერ კოშმარებად ნამდვილად ღირს. და, საერთოდაც, დინი <3
Supernatural-ის შემდეგ თრუ ბლადი დავიწყე.
ზოგადად, ძალიან ადვილად ვიცი რაღაცის ატაცება და ბოდვა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ზუსტად ეს დამემართა true blood-ზე. ვამპირებით დიდად აქამდე არც ვიყავი გატაცებული, მაგრამ ერიკის, ბილის, ჯესიკას, ფრანკლინის და ა.შ. პერსონაჟებმა მმმმმ ძალიან ჩამითრია. უნდა ვაღიარო, რომ არცერთ სერიალს არ ჩავუთრევივარ ასე. ნარკომანივით ვიწერდი სერიალები.გე-დან და საიტის რამდენიმედღიანი გათიშვის გამო ადმინს წერილით კი მივწერე
მეოთხე სეზონი ივნისში გამოდის. მანამდე კი წიგნებს ვკითხულობ.
ჩემი ვამპირული ლომკების გამო დავიწყე ვამპირის დღიურების ყურება.
დაიმახსოვრეთ, Vampire Diaries არის პაპსა ვამპირებზე. თრუ ბლადის ჰარდკორ-სცენების შემდეგ მზეში მოტანტალე ვამპირების ყურება დიდი ვერაფერი მუღამია. რაღა ეგ და რაღა თვაილათი თავისი ბრჭყვიალა ედვარდით და მუდო ბელათი.
დღიურების მერე შევისვენე. და დავიწყე წინებისგან აბსოლუტურად განსხვავებული Ugly Betty-ს ყურება
.
ეს არის ისტორია მექსიკელ მახინჯ, ბანჯგვლიანწარბებიან, ბრეკეტებიან, უგემოვნო გოგოზე, რომელიც ძალიან, ძალიან მონდომებული და ნიჭიერია. სასაცილოა, მაგრამ ბეტი შთამაგონებს. თან მალე ბრეკეტების ჩასმას ვაპირებ და ორმაგად შთავგონდები, ალბათ
აგლი ბეტის კვირას მოვრჩი. ვინ იქნება შემდეგი?
სასოწარკვეთილი დიასახლისები?
How I met your mother?
Six feet under?
ვნახოთ. ყველას გირჩევთ, იცხოვროთ ერიკთან, ბეტისთან, დინთან, გრეგ ჰაუსთან და მირანდა ჰობსთან ერთად. ასე არ სჯობია? ^_^















