Tag Archives: how i met your mother

ჩემი სერიალები vol. რომელიღაცა

6 Oct

რამდენი გემრიელი რამ დამიგროვდა სანახავი :)

  1. Glee-ს მესამე სეზონის მესამე სერია, რომელსაც ძალიან აქებენ და რომელიც უკვე გადმოწერილი მაქვს:

2.How I met your mother-ს მეშვიდე სეზონის მესამე სერია. ძალიან მიყვარს ჩემი ხუთეული <3

                                                                                რობინ, რა ლამაზი ხარ <3

              3.The big bang theory-ს მეორე სეზონი, მთლიანად.

       4.The vampire diaries, მესამე სეზონი.  ეს გაჭირვების სერიალია, ანუ სხვა ყველაფერი ნანახი რომ მაქვს, დღიურებს ვუყურებ :)

სრული ბედნიერებისთვის დასვენების სამი გადაბმული დღე მჭირდებოდა. ნიკოლა, დიდი მადლობა <3

Murtaugh list (список муртао)

9 Jun

ვინ არის როჯერ მურტაო? მურტაო არის 1987 წელს გამოსული “სასიკვდილო იარაღის” ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პერსონაჟი. ხომ გახსოვთ, ახალგაზრდა მელ გიბსონი და მთელი ამბები? მარჯვენა არის მურტაო.

ჰოდა, ამ ფილმში თურმე მელ გიბსონის გმირის რისკიანი და ახალგაზრდული საქციელებისგან შეწუხებული მისტერ როჯერი ხშირად იმეორებს ერთ ფრაზას: I’m too old for this. დავბერდიო, რა. ამდენი აღარ შემიძლიაო.

ეს ისტორია გამოიყენეს How I met your mother-ის უნიჭიერესმა სცენარისტებმა და დაამკვიდრეს ტერმინი “მურტაოს სია”. მურტაოს სიაში შედის ყველაფერი ის, რისი გაკეთებისთვისაც უკვე დაბერდი, ასაკი აღარ გიწყობს ხელს და წარსულს ჩაბარდა. ბარნის murtaugh list ასეთნაირად გამოიყურება:

ყველას გირჩევთ ეს სერია ნახოთ :) ზუსტად რომ მახსოვდეს რომელ სეზონშია, უეჭველი დაგილინკავდით. ჰმ, ისე უაზრო რაღაცების დამახსოვრებაც ხომ არ მიმეთითებინა ჩემს მურტაოში?

მოკლედ, რას ჩაწერდით თქვენს სიაში? რისთვის “დაბერდით?”

1 ) პირსინგი: არასდროს მქონია, მაგრამ ვიცოდი, რომ შემეძლო გამეკეთებინა და უნივერსიტეტში ამაყად წარბაწეულს მევლო. ახლა კი პირსინგის დრო წავიდა, სამსახურში გახვრეტილი წარბ-ჭიპ-ტუჩით ვერ გამოვცხადდები.

2 ) ღამეების თენება: მილიონჯერ დარჩენილან ჩემი დაქალები ჩემთან (ან პირიქით) და მთელი ღამე ჭორაობაში გაგვიტარებია. შეგვეძლო არ დაგვეძინა და ათას სისულელეზე გვეცინა. ახლა კი, დაღლილებს,  დაწოლიდან ორ საათში ყველას ღრმად გვძინავს და დილით შერცხვენილები ვიღვიძებთ, რომ ღამის გათენება ვერ შევძელით.

3 ) უსაქმურობა: მთელი დღეები სახლში რომ ხარ და უაზროდ დაბოდიალობ აქეთ-იქით. არც ლექციაზე წახვალ, არც გაკვეთილზე და ხარ ასე. ახლა სამსახურს ვერ გააცდენ, ლექციებმაც სხვა მნიშვნელობა შეიძინა. რომც გააცდინო და სახლში დარჩე, მაინც გამოგიჩნდება რაიმე საქმე და გული არ მოგითმენს, გააკეთებ.

4 ) ახალგაზრდული ფორუმები: რამდენიმე წლის წინ მათი აქტიური მომხმარებელი ვიყავი. ახლა შესვლაც კი არ მახსენდება, რაღა დროს ჩემი ეგეთებია : ))

5 ) ჭამა: იყო დრო, როდესაც ძალიან გამხდარი ვიყავი. ამ ბედნიერებას არად დაგიდევდით და ახლა ძველ ფოტოებს ცრემლიანი თვალებით ვათვალიერებ. რაც უფრო იზრდები და წლები გადის, წონის დაგდება მით უფრო ჭირს. ამიტომ, “რასაც მინდა ვჭამ” ფენომენიც წარსულში დარჩა.

6 ) გიტარაზე დაკვრა: ადრე ვსწავლობდი, მერე თავი დავენებე იმ იმედით, რომ ისევ დავიწყებდი. ახლა კი ამის დრო, უბრალოდ, არ მაქვს.

7 ) თმების წითლად შეღებვა:  წარმოდგენაც კი აღარ მინდა :)

8 ) ზოოლოგობა: პრინციპში, ამაზე არც ახლა ვიტყოდი უარს, მაგრამ წლები გავიდა და რაღა დროს ჩემი ზოოლოგობაა.

9) Open air: ვეღარ ვამუღამებ. მთვრალი ტინეიჯერობა და მეტალისტების ღრიანცელით ჭიდაობა არ შემიძლია რა.

და ასე შემდეგ. მეტი ამ ეტაპზე არ მახსნდება.

როგორც ტედი ამბობს, მურტაო კი წუწუნებდა, ამისთვის დავბერდიო, მაგრამ ძალებს მაინც პოულობდა და ყველაფერს აკეთებდა. იქნებ ჩვენს მურტაოს სიაშიც ბევრი ისეთი რამაა, რაც ჯერ კიდევ გვიანი არ არის და შანსები ისევ გვაქვს?

თქვენი სია როგორ გამოიყურება?

What’s the story morning glory

25 Mar

გუშინ ვფიქრობდი, ყველა დღე ერთმანეთს რატომ ჰგავს-თქო. დღეს კი ქამელეონის პოსტი წავიკითხე და,დაე, დავითაგავ თავს და გეტყვით, როგორია ჩემი ერთი, ჩვეულებრივი დღე.

მაღვიძარა ცხრის ნახევარზე ირთვება. ო, როგორ მძულს! კიდევ უფრო მძულს ის, რომ ჩემს ტელეფონს სენსორული ეკრანი აქვს და ძილში თ სადმე მომიხვდა თითი ან ითიშება და გვიან მეღვიძება, ან ხმას უწევს და გიჟივით ყვირის, ან ვიბრაცია ერთვება და გულს მიხეთქავს და ა.შ.  მგონი ის დროა, ტრადიციული მაღვიძარის შეძენაზე ვფიქრობდე.

ასეა თუ ისე, ცხრას რომ თხუთმეტი აკლია, მაშინ ვდგები. ფაჯნარაში ხან ქარია, ხან მზე და  ხან წვიმა. ისე, რა მნიშნელობა აქვს, ყველა ვარიანტში უნდა მოვემზადო და სამსახურში წავიდე. იყო დრო სკოლაში წასასვლელად ვდგებოდი, მერე უნივერსიტეტში, ახლა სამსახურში. დილის პროცედურები ერთი და იგივეა.

ცხრა საათამდე ვიცვამ. ჩაცმას ორი წუთი უნდა, არჩევას 10. დრეს-კოდის გამო არ შემიძლია დახეული ჯინსებითა და კეტებით სიარული. ამიტომ, არჩევანს პერანგსა და კლასიკურ შარვალზე ვაკეთებ და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვუხამებ. ამ უკანასკნელს ისე შევეჩვიე, რომ წინა შაბათს კეტებში ფეხი სერიოზულად მეტკინა. თმებს სადად ვივარცხნი და საათს და პატარა საყურეებს ვიკეთებ.

შემდეგ ვიდუღებ ყავას.

ბლოგზე არ მიხსენებია, მაგრამ უკვე მესამე კვირაა, რაც კალორიების დიეტაზე ვარ. ეს ჩემი რეკორდია. არცერთი დიეტა ხუთ დღეზე მეტი არ დამიცავს, ეს უკანასკნელი კი ძალიან მომწონს. მივირთმევ ყველაფერს, უბრალოდ, ვწონი და კალორიებს ვუთვლი. ამიტომ, დილით შემიძია თავს უფლება მივცე და ერთი ფინჯანი ყავა დავლიო. 50 კალორიად.

ყავის შემდეგ სადილს ვიმზადებ. მოგეხსენებათ, სამსახურში ჭამა ცოტა პრობლემურია. განსაკუთრებით რთულია მაშინ, როდესაც ოფისის გარშემო ერთ მაღაზიას ვერ იშოვი წამლად. გატყუებთ, ერთი მარკეტი ნამდვილად არის, ოღონდ არასდროს არაფერი არ აქვთ. პაკეტის ყავაც კი. ხაჭოსა და რძის პროდუქტებზე აღარაფერს ვამბობ. ამიტომ, საღამოს მეორე დღის საჭმელზე ზრუნვა მიწევს.

სადილად ხან ხაჭო  მაქვს, ხან მაკარონი, ხან სენდვიჩი, ხან სალათა, ხან 40 თეთრიანი სუპი. რაც მტავარია, ყველაფერი აწონილ-გაზომილია. მთავარია დღიურ 1200 კალორიას არ გადავცდე. ამ  ყველაფერს კონტეინერებში ვალაგებ და ჩანთაში ვდებ.

გასვლამდე კიდევ 20 წუთია დარჩენილი. დრო მაქვს და Dead to the world-ს ვკითხილობ. რა ვქნა, სანამ ივნისი მოვა და True Blood-ის მეოთხე სეზონი გამოვა, წიგნებით ვიქცევ თავს. თან, დამიჯერეთ, წიგნის ერიკი სუუუულ სხვაა ^_^

ათს რომ თხუთმეტი აკლია, სამსახურში მივდივარ. ველოდები ჩემს საყვარელ ყვითელ ავტობუსს (ვერ ვიტან), პატიოსნად ვიღებ ბილეთს და ათზე ოფისში ვარ. ათიდან შვიდამდე დროის შუალედი შეგვიძლია გამოვტოვოთ. ვმუშაობ და ეს სამუშაო ყოველდღე ერთნაირია. შუადღეს ამოვიღებ ჩემს კონტეინერს და გემრიელად მივირთმევ ჩემს უგემურ, გაციებულ სადილს.

ორშ/ოთხ/პარასკევს ლექციები მაქვს და სამსახურიდან მივდივარ. ათ საათამდე გათიშული ვდევარ და სახლში მოვბობღავ. ამ დღეებში ძალიან ვიღლები და ძალიან ბევრს ვწუწუნებ. თუ ლექციები არ მაქვს, მაშინ ჩემი BF მომაკითხავს და ვნახულობ. ამ შემთხვევაშიც მაგრად ვიღლები, მაგრამ სასიამოვნო დაღლა მაინცაა :)

როგორც წესი, სახლში 10-11 საათზე მოვდივარ. ვიმარაგებ ხილს და ვუყურებ How I met your mother-ს. რამდენიმე სერიას, ახალი ძალებით მავსებს. მერე, ამ ახალი ძალებით ვატრიალებ ჰულა-ჰუპს და ვიგლიჯავ მუცელს.

ბოლოს, ვწვები და ვიძინებ. სადღაც პირველ-ორ საათზე. ღამით ვნახულობ საშინელ სიზმრებს და რამდენჯერმე მეღვიძება. დილით კი ჩემი სენსორული მაღვიძარა ისევ რეკს და ყველაფერი თავიდან იწყება.

აბა, ვის გაქვთ ჩემნაირი ერთფეროვანი და მოსაწყენი დღე? :)

Sharing is easy

13 Mar

საქართველოში ეპიდეამიასავით მოდებულ დასაქმების იდიოტურ პროგრამებში ერთი პირობა დევს: ხელფასს იღებ მაშინ, როდესაც მეორე/მესამე/მეოთხე/ა.შ. ადამიანს მიიყვან და საქმიანობის იგივე ფერხულში ჩართავ.

ამ ლოგიკით, კარტერ ბეიზმა, მინიმუმ, გაორმაგებული პროცენტი უნდა გადამიხადოს, ვინაიდან და რადგან How I met your mother-ს ჩემ გარდა კიდევ ორი ჩემი მეგობარი უყურებს!

თუ გახსოვთ, ადრე ვწერდი, რომ ჩემს გატაცებებს არავინ იზიარებდა და ყოველთვის მარტო ვღფრთოვანდებოდი ხოლმე. ეს დრო წარსულს ჩაბარდა, მორჩა!

შემდეგი მიზანი: მაქსიმალურად ვეცადო ვამპირების თემატიკის პოპულარიზაციას და ისტორია ჩემი ჩინელი ნათესავის შესახებ უფრო ფართომასშტაბიანი გავხადო!

 

Follow

Get every new post delivered to your Inbox.