ასე ვაპირებდით მე და ანუკი გიოს ქორწილში წასვლას :))
9 Aprme & anuki by natame featuring pink dresses
Julien Macdonald pleated dress, 2,345 GBP
Miss Selfridge pink dress, 39 GBP
Adam layered dress, 255 GBP
Miss KG high heel pumps, 75 GBP
Christian Louboutin peep toe high heels, $606
Platform shoes, $50
Giuseppe Zanotti ballerina flat, $378
Fendi heels, $695
Ruffle handbag, 32 GBP
Menbur satin clutch, $44
Shoulder strap handbag, $1,188
Vintage clutch, 1,189 GBP
Christian louboutin handbag, 1,595 GBP
Marni stamped jewelry, $305
Miss Selfridge crochet bracelet, 16 GBP
Suzanna Dai teardrop earring, $150
Love Peace and Hope crystal jewelry, $129
Heart stud earring, $20
Miss Selfridge heart stud earring, 5 GBP
Yves Saint Laurent PALETTE METALLIC COLORAMAFace Highlighter – Pearly…, $65
SEPHORA COLLECTION Blush Me! Mono – SALE Brun Timide 7, $6
Kevyn Aucoin The Elegant Lip Gloss – Anastasia, $27
Top – Lips Print T-Shirt, 45 GBP
ქალური პოსტი #2 (wedding (^_^) )
25 Febტინეიჯერობის ასაკში შავი კაბით და კეტებით გათხოვება მინდოდა ^_^
იმ ასაკში არ გავთხოვილვარ, მაგრამ რომ დამეპირებინა, ჩემი კონფორმისტული სული არ მომცემდა იმის საშუალებას, რომ ასეთი თამამი ნაბჯი გადამედგა. მოგვიანებით, ამ სურვილმა საერთოდ გადამიარა, მაგრამ ტრადიციულ კაბებში ავანგარდული ცვლილების შეტანის სურვილი მაინც მაქვს.
Love these frocks
ეს გოგო ყველაზე მეტად მომწონს : )
შავი და ცისფერი <3
ვისაც ჯერ კიდევ მოგწონთ შავი კაბები: ძალიან ლამაზია
გაპარვა
2 Marრა მნიშვნელობა აქვს სიტყვებს? დიდი არაფერი. მთავარი ხომ შედეგია!
მაგრამ, საქმე ასე მარტივად სულაც არაა. ამ ბოლო დროს რამდენიმე ცნების ისეთ თამაშს შევხვდი, რომ აუცილებლად მინდა აქ მოვიხსენიო : )
მაგალითად, გაპარვა (ეს სიტყვა ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ცალკეა შესატანი და მასზე ლინგვისტებს საკმაოდ დიდი შრომა აქვთ გასაწევი). არის გარკვეული ასაკი, როცა გაპარვა კარგ ტონად ითვლება, მაგალითად, 15-19 წლამდე. პირადად მე გაპარვას არც ამ დროს ვუჭერ მხარს, მაგრამ ვამართლებ იმით რომ “არა იციან რას იქმან”. მაგრამ რატომ იპარებიან ზრდასრული, იდეაში საღად მოაზროვნე ადამიანები? გახდა თუ არა ოჯახის შექმნის გზა ადამიანის მენტალური დონის განმსაზღვრელი? მგონი, გახდა.
გაპარვის კიდევ ერთ “გამართლებად” მშობლების მედგარი წინააღმდეგობა შეიძლება ჩავთვალოთ. ნუ კაი, მეტი რა გზა ქონდათ და დაადეს თავი და წავიდნენ. მაგრამ თუკი ხელს არავინ გიშლის, ასაკიც ხელს გიწყობს და მომავალსაც სერიოზულად უყურებ, მაშინ რა საჭიროა კბილის ჯაგრისის გარეშე წახვიდე სადღაც მიყრუებულ სოფლეში და იქიდან დაურეკო აკანკალებულ მშობლებს “არ ინერვიულოთო”? რატომ უნდა გინდოდეს, რომ თქვენი პირველი დილა ახალციხეში ან წუღრუღაშენში გათენდეს
?
ამ აჯაფსანდალში მშობლების ხელიც ურევია. აბსოლუტურ უმრავლესობას ურჩევნია, რომ მისი შვილი გაიპაროს, ვიდრე შეყვარებულთან საცხოვრებლად გადავიდეს . შეიძლება გაპარულებმა არც ჯვარი დაიწერონ, არც ხელი მოაწერონ და სამოქალაქო ქორწინებაში იცხოვრონ, მაგრამ მშობელი გაცილებით წყნარად იქნება, ვიდრე წინა შემთხვევაში.
სწორედ ესაა ცნებებით თამაში. შედეგი ხომ ერთია?
და საერთოდაც, რატომ უნდა შექმნა ოჯახი ახალგაზრდა, ჩამოუყალიბებელმა ადამიანმა?
” თუ ნამდვილად გიყვარს, მაშინ გათხოვებაც მოგინდება” (ციტატა გუშინდელი დიალოგიდან).
ამ რეპლიკაზე ერთადერთი პასუხი მაქვს: იიიიიი : )
p.s. ჩემს ახლობელს შვილიშვილი შეეძინა. რძალი 15 წლისაა.
“თუ ნამდვილად გიყვარს, მაშინ გათხოვებაც მოგინდება” (?!)

Old Bride
26 Febგუშინ ერთ-ერთ ქართულ საიტს ვათვალიერებდი და ძველ საქორწილო ფოტოებს წავაწყდი. საერთოდ, არ მიყვარს გასული საუკუნის გაყვითლებული, გაცრეცილი და დაყენებული სტოიკით გადაღებული ფოტოები, მაგრამ აქ რამდენიმე მომეწონა:
ეს

ეს

და ეს

წვრილი წარბები, მუქი პომადა და რეტრო ვარცხნილობები.
ნეტა ვინ არიან : )
დედა, მამა, გაიცანით-ეს ჩემი საცოლეა
23 Febწარმოიდგინეთ, რომ ხართ ახალგაზრდა ქალი და გყავთ საყვარელი ადამიანი. ერთად ძალიან კარგად ხართ და მომავალში ქორწილსაც გეგმავთ. ქორწილი კი მშობლებისა და ახლობლების გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ, ერთ დღესაც ბარგს ალაგებთ და მიდიხართ თქვენი რჩეულის ოჯახის გასაცნობად.
რა თქმა უნდა, ღელავთ. ან როგორ შეიძლება არ ინერვიულოთ, როცა სასწორზე თქვენი ურთიერთობა დევს: თუკი ეს ვიზიტი წარუმატებლად ჩაივლის, დიდი შანსია, რომ საბოლოო აღმოჩდენს და მოვლენების განვითარებას აქ დაესვას წერტილი. ამიტომ, პოტენციურ ოჯახში შობის გასატებლად აღელვებული და ანერვიულებული მიდიხართ. თქვენს მომავალ მულს უკვე იცნობთ: ერთხელ გესტუმრათ და სამივემ ერთად ივახშმეთ. ტრაპეზის განმავლობაში მაქსიმალურად ეცადეთ კარგი განწყობის შექმნას (რაც მართალია-მართალია: თქვენი მული დიდი კომუნიკაბელურობით არ გამოირჩევა). მოყევით უამრავი ისტორია, იცინეთ და თან ერთი სული გქონდათ, რომ ვახშამი დამთავრებულიყო და ეს უტყვი და მტრულად მზირალი გოგონა წასულიყო.
მოკლედ, მთავარია, რომ ვიღაცას მაინც იცნობთ. ეს კი გამშვიდებთ. სულ ტყუილად! სანამ გზაში ხართ და დიდი ოჯახისკენ მიეშურებით, თქვენი პოტენციური სამულე ყველას უყვება, თუ რამდენს ტლიკინებთ, როგორ სასაცილოდ იცით ჩახველება და საერთოდ, როგორი აუტანელი ქალი ხართ. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამ პატარა მონსტრუკას ოჯახზე ძალიან დიდი გავლენა აქვს და ამიტომ თქვენს დაცინვაში მონაწილეობას ყველა იღებს.
მაგრამ ჯერ ეს არ იცით, ცდილობთ დაწყნარდეთ და მანქანის სარკეში ვარცხნილობას მეასედ ისწორებთ (თან ახველებთ-რას ვიზამთ, ჩვევაა). როგორც იქნა, მოხვედით. თქვენი საქმრო ჩემოდნებს იღებს და სახლში გიძღვებათ. იქიდან კი მტრულად გიმზერენ დედამთილი, მამამთილი, პატარა მული, დიდი მული, ორი მაზლი, ერთი მაზლის მეგობარი მამაკაცი და პატარა მულიშვილი. დიდი ოჯახი- რა ბედნიერებაა! კეთილგანწყობილი ოჯახი-უფრო დიდი. სამწუხაროდ, აქ საქმე სხვაგავარდაა: თბილად არავინ გესალმებათ და საოჯახო ფოტოს გადაღების დროსაც კი კადრს გარეთ რჩებით.
არ იმჩნევთ. ან კი რა შეიძლება ქნათ? მული ცხოვრებას გიმწარებთ. თავისი გადაკრული ნათქვამებითა და შენიშვნებით საშინლად უხერხულ მდგომარეობაში გაგდებთ. არავინ ეწინააღმდეგება, თქვენი საქმროს გარდა. ბოლოს კი ისიც უერთდება მთელ ოჯახს და საყვედურს გეუბნებათ. ეს ბოლო წვეთია! საცხოვრებლად სასტუმროში გადადიხართ.
მაგრამ საშობაო სადილს ხომ ვერ გაექცევით? თავი მარტო რომ არ იგრძნოთ, დას ურეკავთ და ისიც ჩამოდის. სამწუხაროდ, ის ნამდვილად ჯდება ოჯახის გემოვნებაში: თბილი დახვედრა, რომელიც თქვენ უნდა გრგებოდათ წილად, ახლა მისია. დიდი ოჯახი დიდ მაგიდასთან ზის. თქვენ ჰომოსექსუალ მაზლს შემთხვევით ცუდ კონტექსტში მოიხსენიებთ (არადა არ გინდოდათ, როგორ ფრთხილად არჩევდით სიტყვებს და აი!), რაზეც დედამთილიც და მამათილიც საშინლად გიყვირებენ. სუფრიდან გარბიხართ, მოგდევთ მარტო ტრადიციული ორიენტაციის მქონე მაზლი. დასაწყნარებლად ბარში მიყავხართ, სადაც უგონოდ თვრებით და მანქანაშივე გეძინებათ. საქმრო დასთან ერთად დაგეძებთ და ერთმანეთს საეჭვოდ თბილად უყურებენ.
მოვლენები იხლართება. საშობაოდ ოჯახის წევრებს ორსული დედამთილის ფოტოს ჩუქნით (მუცელში თქვენი ავი მულია). ყველას ცრემლები მოსდის. რეაქცია უზომოდ გიკვირთ. თურმე თქვენი დედამთილი რამდენიმე თვეში ცოცხალი აღარ იქნება-ვერ გაექცა მკერდის კიბოს კოშმარს. არადა არაფერი არ იცოდით! ამ თბილმა საჩუქარმა ყველას გული მოულბო. აღარავის ეჩვენებით უხეშ და უტაქტო ქალად, რომელიც მათი ვაჟის ღირსი არაა. უფრო მეტიც: ერთ-ერთი ვაჟთაგანი დიდი სიყვარულით გიყურებთ…
ერთი წლის შემდეგ იმავე სახლში ნაძვის ხეს რთავთ. სრული შემადგენლობით ხართ, დედამთილის გარდა-კედელზე მისი ორსული ფოტო კიდია. თქვენი მაზლი (უკვე საქმრო) ხელს გხვევთ და სათამაშოს მაღალ ტოტზე დაკიდებაში გეხმარებათ. ცოტა ხანში დის ხმა გესმით: თქვენს ყოფილ საქმროსთან ერთად საქორწილო მოგზაურობიდან ჩამოსული შობის გასატარებლად მოვიდა. ნაძვის ხე ნათდება, ყველას ცრემლები ერევა. მაგრამ არა მტრობის და სასოწარკვეთის. სიხარულის. დიდი, ბედნიერი ოჯახი საშობაო საჩუქრების გახსნისთვის ემზადება…
პოსტის სწორად აღსაქმელად იხილეთ ქვედა პოსტი. თავიდანვე უნდა მიმეთითებინა.



















