Tag Archives: სტრესი

100 საქმე/საათში სიჩქარით

17 Feb

ცხოვრების რიტმი-აჩქარებული

დრო-არასაკმარისი

დასვენება-ნოლი

განწყობა-დაძაბული

შედეგი-იმედია, კარგი!

ტემპის აკრეფა მიჭირს, თორემ მერე არ ვაგდებ.

მოგეხსენებათ, წელს მაგისტრატურაზე ჩავაბარე. მთელი დღე სამსახური და საღამოს ლექციები ძალიან ძნელი ყოფილა. საღამოს რომ იყოს ისე, რა მიჭირდა! მთელი სემესტრი გადარბენაზე ვიყავი, რომ ყველაფერი მომესწრო. შვებულებებს ვიღებდი არა დასასვენებლად, არამედ სასწავლად. ჩემი თანამშრომლები ბედნიერი სახეებით რომ ბრუნებოდნენ არდადეგებიდან, მე უფრო ნერვული მოვდიოდი და ვიღრინებოდი :)

მაგრამ, ეს ყველაფერი ამად ღირდა. ძალიან კარგი ქულები მაქვს ამ სემესტრში, ჩემი GPA 3,3-ია. ასევე, მქონდა შანსი მემუშავა ავსტრიელ ლექტორებთან, რომლებისგანაც ძალიან ბევრი კარგი ვისწავლე და საკუთარი ძალების კიდევ უფრო მეტად ვირწმუნე. 

მაგრამ, გამოცდებმა მომკლა. ვერაფრით ვერ ვახერხებდი შუა კვირაში მეცადინეობას. შაბათ-კვირას თუ ჩავუჯდებოდი წიგნებს და შესვენებაზე თუ გადავიკითხავდი რამეს. რაც მთავარია, ყველაფერმა ჩაიარა. 12 მარტამდე ვისვენებ და შემიძლია მთელი თავისუფალი დრო იმას მოვახმარო, რაც მინდა.

მაგრამ, ეს დრო ისევ სწავლაზე წავა. ორშაბათიდან (ჩემი არდადეგების პირველი ოფიციალური დღიდან) იბსუ-ს ტრენინგ ცენტრში ვიწყებ სიარულს, ადამიანური რესურსების მართვა მინდა შევისწავლო. მინდა გითხრათ, რომ ვღელავ და ერთი სული მაქვს, ლექციები მალე დაიწყოს. ძალიან მაინტერესებს ეს თემატიკა და იმედი მაქვს, გამორჩეული სტუდენტიც ვიქნები :)

ასე რომ, შეჩერების და დასვენების დრო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ვწუწუნებ ამაზე, დღის ბოლოს ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი თავის, რადგან ბევრი რამ მოვასწარი და დრო უქად არ დამიკარგავს. თან ჩემს ასაკში, თან ჩემს პირობებში.

მისურვეთ წარმატებები : )

ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში (საკმაოდ ხმაურიანი სათაური :დ )

26 Sep

არ მინდოდა ამაზე მანამ დამეწერა, სანამ ზუსტი პასუხი არ მეცოდინებოდა.
ადრეც მიხსენებია ეს თემა, ერთ-ერთ ბოლო პოსტშიც ვწუწუნებდი ამ პრობლემაზე.
მოკლედ, წარმატებით გავიარე სამაგისტრო გამოცდები და სტუდენტი გავხდი, ისევ.
ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, “ორგანიზაციის განვითარებასა და კონსულტირებაზე”.

 თსუ  2010 წელს დავამთავრე. სამწუხაროდ, არ მოვხვდი იმ ბედნიერ ადამიანთა რიგში, რომლებმაც 16 წლის ასაკში სწორად აირჩიეს პროფესია. ჩემგან ურიგო ჟურნალისტი არ გამოსულა, მაგრამ ჩავთვალე, რომ სხვა სფეროში უფრო მეტი წარმატების მიღწევა შემეძლო. რა სფეროში? ეს მაშინ არ ვიცოდი. გამრჩეულად არაფერი მაინტერესებდა, საკუთარ თავს ვერსად ვერ ვხედავდი და ა.შ.

შესაბამისად, მაგისტრატურაში საერთოდ არ ჩავაბარე. შეშფოთდა ოჯახი. მე კიდე მოკლედ ავუხსენი, რომ ეს წელი მხოლოდ ვიმუშავებდი და თუკი რაიმეს მოვიფიქრებდი, სად გაიქცეოდა უნივერსიტეტი და სწავლა? მომავალში ვცდიდი. მათაც გამიგეს და ზედმეტი კითხვები აღარ დაუსვამთ.

წელს მომინდა ჩაბარება. ერთხელაც, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა   ფაკულტეტს ვათვალიერებდი და აღმოვაჩინე “ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება”. ამასობაში, ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებაც დაგროვილი მქონდა და ეს ახალი ( ნუ, ჩვენთან ) სფერო ძალიანაც მაინტერესებდა.

  • საბუთები შევიტანე;
  • გამოვიყენე უნარების შარშანდელი ქულა;
  • გამოცდაზე გავედი (მაღლივი, დილა, სიცივე, უამრავი ხალხი, ჩანთების დატოვება, ნომრის რიგში დგომა, დამკვირვებლების აქეთ-იქით სიარული და ა.შ);
  • დაველოდე 23 სექტემბერს და ჩარიცხულთა სიებში ჩემი სახელი და გვარი აღმოვაჩინე : )

ძალიან გამიხარდა.

სწავლა 10 ოქტომბერს, ჩემს დაბადების დღეზე გვეწყება :) ძალიან მაინტერესებს ჩემი 13 ჯგუფელი, რომლებიც ფეისბუქზე უკვე დავძებნე :)

Tsu, here I come again!

დილა

9 Jul

შაბათი მშვიდობისა ყველას.

ყველაზე მყუდრო პოსტები შაბათ დილას იწერება, ასე მგონია. მთელი კვირის დაღლა, სტრესი, ნერვიულობა, ნეგატივი უკან რჩება და ძალების აღსადგენად ორი ძვირფასი დღე გაქვს მარაგში.

ამ ორი დღიდან მე შაბათი მირჩევნია.

ჩემი დილა გრილი შხაპით, ყავით, დოჩანაშვილითა და ბეთჰოვენის სიმფონიებით დაიწყო. როგორც არ უნდა გაგრძელდეს, რაც არ უნდა მოხდეს, ეს სიმშვიდე მთელი კვირა გამყვება და ყველაზე გამთიშველ წუთებში გამახსენდება. ასეთები კი, ბოლო დროს, საჭიროზე მეტია.

დებო და ძმებო  ( მაპატიეთ ეს ამოჩემებული მიმართვა), მოუსმინეთ ჩემს ლინკს, დახუჭეთ თვალები და დააგროვეთ მთელი კვირის სამყოფი პოზიტივი!

დღის ფოტო #8

24 Feb

ძალიან, ძალიან ვნერვიულობ

თქვენც გჭირთ ეს დაავადება? :|

25 Oct

ავად ვარ. მთელი ცხოვრება, მთელი 21 წელი ამ დაავადებით ვარ ავად. რაც დრო გადის სულ უფრო მიჭირს ამით ცხოვრება, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვშველი.
ამ დაავადებას პროკრასტინაცია ჰქვია. უფრო გასაგებ ენაზე კი ეს ნიშნავს ჩვევას, ყველა საქმე ბოლო წუთამდე გადადო და არაფერი დროზე არ გააკეთო.
procrastination
დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაავადება მხოლოდ მე არ მჭირს და ამიტომ მის არსს უფრო ფართოდ განვმარტავ.
pro- (forward) and crastinus (of tomorrow)
პროკრასტინაციის შედეგად ადამიანს უვითარდება დანაშაულის გრძნობა, უვარდება პროდუქტიულობა და, მოკლედ, პრობლემები ექმნება. თუ რამდენიმეჯერ გადადებთ საქმეს, ეგ არაფერი, მაგრამ თუ ეს ყველაფერი დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, საკმაოდ სერიოზულ დაბრკოლებებს ქმნის. ქრონიკული პროკრასტინაცია უკვე ფსიქიკური აშლილობის მაჩვენებელია (იმედია, ასეთი წყალწაღებულიც არავინაა :D ).
008_procrastination_web

ფსიქოლოგები პროკრასტინაციის სამ ტიპს გამოყოფენ:
1) The tense-afraid type: ყოველთვის ეჩვენებათ, რომ დავალებას დილით საღ გონებაზე უკეთესად შეასრულებენ და ახლა დასვენება სჭირდებათ. ამ “დასვენების” მერე კი უფრო დაღლილები არიან, ვიდრე მანამდე. მეორე დღეს კი აღმოაჩენენ, რომ “ნეტა გუშინ მომეშორებინა” და შედეგად ან არ აბარებენ დავალებას, ან ასრულებენ იმაზე ცუდად, ვიდრე წინა დღეს შეეძლოთ. თუ ადამიანს ამ ყველაფერთან ერთად სინდისიც გააჩნია, დანაშაულის საშინელი გრძნობა შეიპყრობს.

2)The relaxed type: არ ასრულებ დავალებას, მაგრამ სამაგიეროდ თვალებს ითხრი იმ სიმღერის აწყობაზე, რომელიც გიტარის მასწავლებელმა მოგცა. არიდებ თავს ისეთ საქმიანობას, რაც რაღაცით გავალდებულებს და უსიამოვნო შესასრულებელია, მაგრამ ასრულებ სხვა, უფრო სასიამოვნო საქმეს. აქ არ არის ლაპარაკი ჰობიზე: მათემატიკაც და ახალი სიმღერაც დავალებებია, უბრალოდ ერთი საშინლად მოსაწყენია, მეორე კი-არა. ნორჩი პროკრასტინატორიც მეორეს ირჩევს.

3)Stigma and misunderstanding: ყოველთვის ეძებს სხვის მხარდაჭერას და შველას. არადა ამ დაავადებას საზოგადოების მხრიდან თან ახლავს უარყოფითი დამოკიდებულება და, უბრალოდ, სიზარმაცედ მონათვლა. ეს კი სტრესის და ნერვიულობის ახალი წყაროა.

მე ჩემი თავი პირველ განსაზღვრებაში აღმოვაჩინე.
გაცილებით სასიამოვნოა თავს უწოდო პროკრასტინატორი, ვიდრე უბრალოდ ზარმაცი :D
21607lazy-afternoon-posters

Follow

Get every new post delivered to your Inbox.