Tag Archives: სერიალი

ჩემი სერიალები vol. რომელიღაცა

6 Oct

რამდენი გემრიელი რამ დამიგროვდა სანახავი :)

  1. Glee-ს მესამე სეზონის მესამე სერია, რომელსაც ძალიან აქებენ და რომელიც უკვე გადმოწერილი მაქვს:

2.How I met your mother-ს მეშვიდე სეზონის მესამე სერია. ძალიან მიყვარს ჩემი ხუთეული <3

                                                                                რობინ, რა ლამაზი ხარ <3

              3.The big bang theory-ს მეორე სეზონი, მთლიანად.

       4.The vampire diaries, მესამე სეზონი.  ეს გაჭირვების სერიალია, ანუ სხვა ყველაფერი ნანახი რომ მაქვს, დღიურებს ვუყურებ :)

სრული ბედნიერებისთვის დასვენების სამი გადაბმული დღე მჭირდებოდა. ნიკოლა, დიდი მადლობა <3

Waiting sucks

19 Jun

სწორედ ასე დაასათაურა HBO-მ 26 ივნისამდე დარჩენილი პერიოდი. ამ თარიღს კი მე და ჩემნაირები უკვე ერთი წელია, რაც ველით.

 ერთ კვირაში True Blood-ის მეოთხე სეზონი გამოდის! გადაღებები მთელი წლის განავლობაში მიმდინარეობდა, ძირითად ქასთს ახალი მსახიობები ემატებოდა და სიუჟეტიც უფრო ჩახლართული და დამაინტრიგებელი ხდებოდა.

ადრეც ვწერდი, თუ როგორ ჩამითრია ამ სერიალმა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სატელევიზიო შოუ მაქვს ნანახი, ასე არცერთზე არ შევმჯდარვარ. მოკლედ, ნამდვილი თრუ ბლად ედიქთედ გავხდი. სამწუხაროდ, მხოლოდ სამი სეზონია ჯერ გამოსული, თითოში კი თორმეტი სერია, რაც ძალიან ცოტაა (“ვამპირის დღიურებს” 22 სერია აქვს სეზონში, რა უსამართლობაა :@ ). მაგრამ, ალან ბოლი “მთავარი რაოდენობა კი არა, ხარისხია”-ს პრინციპით ხელმძღვანელობს, რაც, უდაოდ, ამართლებს.

ასეთ ლოდინში გავიდა ერთი წელი. ხან შარლინ ჰარისის წიგნებს ვკითხულობდი (მათ მიხედვით არის სერიალი გადაღებული), ხან ძველ ეპიზოდებს ვუყურებდი, ხან მსახიობების ინტერვიუებს ვკითხულობდი… მოკლედ, ნამდვილი ფანივით ვიქცეოდი. იმ ფანივით, მეშვიდე კლასის მერე რომ არ ვყოფილვარ :)

ერთი კვირაც და გემრიელად ჩავუჯდები ახალ სერიას. The less time is left, the waiting sucks more : (

ტიუდორები და ნანატრი ბაგრატიონები

27 Apr

გული მწყდება, რომ ვერასდროს ვერ ვნახავ ქართულ ისტორიულ სერიალს დავით აღმაშენებლის ან სხვა მეფის ზეობის ხანის შესახებ. შეიძლება ვნახო კიდევაც, მაგრამ  ის არასდროს არ იქნება ისეთი კარგი და ხარისხიანი, როგორიც ჩემი პოსტოს სათაურია. რატომ?

1) ფილმში იქნებიან დუტა, ნანკა, რუსკა, მუსკა და ყველა ის ადამიანი, ვისი დანახვაც აღარ შეგვიძლია. თან მე მეჩვენება თუ მართლა ასეა, არ ვიცი-ყველა როლში ერთნაირი არიან. განსაკუთრებით ნანკა, ან განსაკუთრებით დუტა, ან განსაკუთრებით ნებისმიერი მათგანი.

2) ფილმი შეიძლება გადაიღოს არაქართველმა რეჟისორმა, არაქართველი, მოუბეზრებელი მსახიობების  მონაწილეობით. ამას მგონი ისევ ზემოთა ვარიანტი ჯობია: ქართულ ხასიათს და მომენტებს ვერ დაიჭერს უცხოელი კარგად, თან ინგლისურად ამეტყველებული თამარ მეფე ცოტა უცნაურია, მსუბუქად რომ ვთქვათ.

რატომ მომწონს ტიუდორები ასე ძალიან? ნებისმიერ ბრიტანელს შეუძლია გადაშალოს ისტორიის წიგნი, წაიკითხოს, გაეცნოს, მერე ჩართოს სერიალი და უყუროს იგივეს, დეტალებით, კოსტიუმირებით, მეთხუთმეტე საუკუნის ინგლისის აღწერით, პლიუსებით და მინუსებით.

ვაღიარებ, რომ მსოფლიო ისტორია კარგად არ ვიცი (ნანა მას, ამ პოსტს თუ კითხულობთ, თქვენი ბრალია, იცოდეთ). მაგრამ ის ადამიანები, ვინც ამ საკითხში კარგად ერკვევიან ამბობენ, რომ სერიალი არ ცდება ისტორიულ ფაქტებს და არაფერი არ არის დიდად დამახინჯებული.

ერთადერთი, მეფე ჰენრი მერვე გაცილებით უსიმპატიოა, ვიდრე მისი როლის შემსრულებელი ჯონათან რის მეიერსი :) :

 კოსტიუმები უკვე ვახსენე. რამდენჯერ ვინატრე ანა ბოლეინის კაბები, ღრმა დეკოლტით და ულამაზესი ფერებით. თან, შუასაუკუნეების კაბები ძალიან, ძალიან ეშმაკურადაა მოწყობილი: მკერდი არ გაქვს? კორსეტში გექნება; გასუქდი? იმხელა კაბაში არც გამოჩნდება, მთლად სპილო თუ არ ხარ; და ა.შ.

მაგალითად, ეს წითელი კაბა ძალიან მომწონს <3

 გვირგვინები! თავხედურად მინდება ბრიტანეთის სამეფო დინასტიის სადედოფლო გვირგვინების მორგება :)

  არ შეიძლება ასეთივე სერიალი გვქონდეს ჩვენს მეფეებზე? : ( თვალსაჩინოდ რომ ვნახოთ, როგორ ცხოვრობდნენ, რა ეცვათ, როგორ ლაპარაკობდნენ, რა ხდებოდა საერთოდ იმ დროს, ხდებოდა კი ის, რასაც ისტორიის წიგნში ვკითხულოთ?

პოსტის დასაწყისში ხსენებული ორი მიზეზის გამო გამორიცხულია, რომ ქართული ისტორიული სერიალი მომეწონოს. მანამდე კი ტიუდორებს ვუყურებ და ყველას გირჩევთ.

  

Need True Blood

25 Aug

Addicted, obsessed...

აი, ამ დღეში ვარ. ყველაფერში დამნაშავე კი სერიალია. ძირს ხოაკიტა და ჩიკიტა, მე ნამდვილ სერიალზე, true blood-ზე გიამბობთ.

საერთოდ, ძალიან მიყვარს რამდენიმე სეზონისგან შემდგარი საინტერესო სერიალები. ჰაუსი დამთავრდა, supernatural 26 სექტემბერს გრძელდება, სექსი დიდ ქალაქში ხომ საერთოდ ისტორიას ჩაბარდა და მეც ახალი სერიალის ძებნა დავიწყე. სულ შემთხვევით წავაწყდი პრომოს:

და წავიდა :)

ჩამთრევი, ჩამთრევი და კიდევ ერთხელ ჩამთრევი. სამსახურიდან სახლში მოვრბივარ, რომ ბილს და ერიკს ვუყურო, სახლში უკვე ცუდად ვარ მონიტორისგან. მოკლედ, გავჭედე.  და რაც ყველაზე ცუდია–ჩემი აღტაცება ვერავის გადავდე და მარტო ვუყურებ.

არა, ყველაზე ცუდი ეს არაა.  საშინელებაა ის, რომ სერიალები.გე მეორე დღეა გათიშულია და ყველა დანარჩენ საიტზე მეორე სეზონის გარდა ყველაფერია ატვირთული :|

მოკლედ, ხელები მიკანკალებს და გაფითრებული ველოდები სერვერის ამუშავებას.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.