Tag Archives: სასწორი

მე-სასწორი

14 Apr

აბა, ხელი აწიეთ, ვის გჯერათ ჰოროსკოპების (მე ხელს არ ვიწევ)

ახლა კი მათ აწიონ ხელი, ვინც საკუთარ ზოდიაქოში თავის თავს პოულობს (ხელს ვიწევ)

მაგალითად:

  • სასწორი ვერ იტანს უხეშობას, თუმცა ამვდროულად თავადვე შეუძლია უბოდიშოდ გამოგირთოთ ტელევიზორი, თუ ჩათვლის რომ ძალიან ხმამაღლა მუშაობს ^_^
  • მოჩხუბრებს კეთილ ფერიად ევლინება, თუმცა მეორე წუთას, შესაძლოა აყალმაყალის ამტეხად თავადვე მოგვევლინოს ^_^
  • თუ ხასიათი წაუხდათ, ვერაფრის დიდებით ვეღარ გამოუკეთებთ (100%)
  • ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები  უკლებლივ მიმზიდველები არიან ^_^
  • სასწორი ორმაგი ნიშანია და მისი მფარველობის ქვეშ დაბადებული ადამიანებიც, გაორებისკენ არიან მიდრეკილნი
  • სასწორებს ძალიან აქვთ განვითარებული წინააღმდეგობის გრძნობა (დუხ პრაწივარეჩია :) )
  • იგი იმ კატეგორიის ქალებს განეკუთვნება, რომელთაც შარვლით სიარული უყვართ, კამათში კი ნებისმიერ მამკაცს დაჩაგრავენ.
  • თუმცა სასწორი ქალები საკმარისად ჭკვიანები არიან საიმისოდ, რომ თავიანთი ეს უპირეტესობა მამაკაცს თვალნათლივ არ დაანახონ. ყოველ შემთხვევაში ქორწილამდე მაინც. სანამ თქვენი ცოლი გახდება, იგი ყოველთვის წააგებს ხოლმე თქვენთან ჭადრაკს, თან მორცხვად გაგიღიმებთ. მაგრამ იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ შემდგომშიც ასე მოიქცევა ^_^
  • სასწორ მანდილოსნებს ძალიან უყვართ ტკბილეული, რის გამოც ხშირად სუქდებიან :(
  • მაგრამ მათი ნატურისთვის დამახასიათებელი, ჰარმონიისკენ სწრაფვის წყალობით, თავს დროულად ერევიან და ფორმაშიც მალევე დგებიან ^_^

March wishlist

23 Mar

თვის ბოლო წმინდაა.

პრინციპში, ესეც ინდივიდუალურია: ზოგს თვის დასაწყისი აქვს წმინდა, ზოგს შუა რიცხვები.

მე თვის ბოლოს ვბედნიერდები. რომ არ ელოდები და უცებ…..

ხელფასი დაგერიცხება ^_^

ამ წუთისთვის მთელი თვე ვემზადები და სიით ხელში ვხდები. უკვე ვიცი, თუ რაში დავხარჯავ ჩემს ნაწვალებ/ნაღვაწს. გამონაკლისი არც მარტია. სიაც ჩამოწერილია.

  • ფლეტები, ე.წ. ბალეტკები
  • ელექტრო-სასწორი (და ზედ ეს წონა <3 )

 

  • თეფშების ნაკრები. უნიქარდის საჩუქრებში დევს, მაგრამ მე ქულები უკვე დავხარჯე, ამიტომ, მომიწევს სუპერში წასლა.

  • გრძელი ბლეიზერი, პიჯაკი, გაზაფხულისთვის 
  • საოფისე შარვალი

სია გაიზრდება ^_^

 

Day 10

2 Apr

თარიღი დამრგვალდა.
სამწუხაროა, რომ ჩემი სასწორი აფრენს. შეიძლება ერთ დღეს 60 კგ გიჩვენოთ, მეორე დღეს კი 53. ამიტომ, ზუსტად არ ვიცი, თუ რამდენი მაქვს დაკლებული. მაგრამ კილოგრამებს არ დავდევ, მთავარი შედეგია. ჩემს უმთავრეს პრობლემას თეძოები და მუცელი წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, რომ მუცელი წარმოადგენდა :) დილით ჯინსის ჩაცმის დროს სასიამოვნო გაოცება დამეუფლა: თავისუფლად შევიაკრი და არც გვერდებს არ შევუწუხებივარ. ოთხი გავკეთილისა და ათდღიანი დიეტისთვის კარგი შედეგია, იმჰო.
სამაგიეროდ, ხასიათი მაქვს ზღმარტლივით. ყველაფერი ნერვებს მიშლის და სულ გაღიზიანებული დავდივარ. აი, თუნდაც, ლექციაზე რომ იტყვის ვინმე რაღაც დებილობას, მინდება რომ ავდგე და ვურტყა ან რაიმე მსგავსი. ოთახში ბორიალის დროს საწოლის კიდეს რომ მივარტყამ ფეხს ლამის ლოგინი მოვისროლო. ერთი გოგოა ფეისბუქზე, იმდენ დებილობა სურათს დებს, რომ მინდა გამოვლანძღო და წავშალო.
კანfეტი ვარ, მოკლედ : )) ყველაფერს კვების რეჟიმის შეცვლას და სხვადასხვა ცხოვრებისეულ პრობლემებს ვაბრალებ.
რაც მთავარია, შედეგი ჩანს და მინდა, რომ უფრო მალე დავინახო. დღეს ვარჯიშიდან მოსულმა წიწიბურა, ყველი და ხაჭო მივირთვი. თუ დღეს კარგად მოვიქცევი, ხვალ ერთ ნაჭერ პასკას დავიმსახურებ : )

Follow

Get every new post delivered to your Inbox.