ცხოვრების რიტმი-აჩქარებული
დრო-არასაკმარისი
დასვენება-ნოლი
განწყობა-დაძაბული
შედეგი-იმედია, კარგი!
ტემპის აკრეფა მიჭირს, თორემ მერე არ ვაგდებ.
მოგეხსენებათ, წელს მაგისტრატურაზე ჩავაბარე. მთელი დღე სამსახური და საღამოს ლექციები ძალიან ძნელი ყოფილა. საღამოს რომ იყოს ისე, რა მიჭირდა! მთელი სემესტრი გადარბენაზე ვიყავი, რომ ყველაფერი მომესწრო. შვებულებებს ვიღებდი არა დასასვენებლად, არამედ სასწავლად. ჩემი თანამშრომლები ბედნიერი სახეებით რომ ბრუნებოდნენ არდადეგებიდან, მე უფრო ნერვული მოვდიოდი და ვიღრინებოდი
მაგრამ, ეს ყველაფერი ამად ღირდა. ძალიან კარგი ქულები მაქვს ამ სემესტრში, ჩემი GPA 3,3-ია. ასევე, მქონდა შანსი მემუშავა ავსტრიელ ლექტორებთან, რომლებისგანაც ძალიან ბევრი კარგი ვისწავლე და საკუთარი ძალების კიდევ უფრო მეტად ვირწმუნე.
მაგრამ, გამოცდებმა მომკლა. ვერაფრით ვერ ვახერხებდი შუა კვირაში მეცადინეობას. შაბათ-კვირას თუ ჩავუჯდებოდი წიგნებს და შესვენებაზე თუ გადავიკითხავდი რამეს. რაც მთავარია, ყველაფერმა ჩაიარა. 12 მარტამდე ვისვენებ და შემიძლია მთელი თავისუფალი დრო იმას მოვახმარო, რაც მინდა.
მაგრამ, ეს დრო ისევ სწავლაზე წავა. ორშაბათიდან (ჩემი არდადეგების პირველი ოფიციალური დღიდან) იბსუ-ს ტრენინგ ცენტრში ვიწყებ სიარულს, ადამიანური რესურსების მართვა მინდა შევისწავლო. მინდა გითხრათ, რომ ვღელავ და ერთი სული მაქვს, ლექციები მალე დაიწყოს. ძალიან მაინტერესებს ეს თემატიკა და იმედი მაქვს, გამორჩეული სტუდენტიც ვიქნები
ასე რომ, შეჩერების და დასვენების დრო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ვწუწუნებ ამაზე, დღის ბოლოს ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი თავის, რადგან ბევრი რამ მოვასწარი და დრო უქად არ დამიკარგავს. თან ჩემს ასაკში, თან ჩემს პირობებში.
მისურვეთ წარმატებები : )



თსუ 2010 წელს დავამთავრე. სამწუხაროდ, არ მოვხვდი იმ ბედნიერ ადამიანთა რიგში, რომლებმაც 16 წლის ასაკში სწორად აირჩიეს პროფესია. ჩემგან ურიგო ჟურნალისტი არ გამოსულა, მაგრამ ჩავთვალე, რომ სხვა სფეროში უფრო მეტი წარმატების მიღწევა შემეძლო. რა სფეროში? ეს მაშინ არ ვიცოდი. გამრჩეულად არაფერი მაინტერესებდა, საკუთარ თავს ვერსად ვერ ვხედავდი და ა.შ.








