Tag Archives: პატარძალი

ქალური პოსტი #2 (wedding (^_^) )

25 Feb

ტინეიჯერობის ასაკში შავი კაბით და კეტებით გათხოვება მინდოდა ^_^

იმ ასაკში არ გავთხოვილვარ, მაგრამ რომ დამეპირებინა, ჩემი კონფორმისტული სული არ მომცემდა იმის საშუალებას, რომ ასეთი თამამი ნაბჯი გადამედგა. მოგვიანებით, ამ სურვილმა საერთოდ გადამიარა, მაგრამ ტრადიციულ კაბებში ავანგარდული ცვლილების შეტანის სურვილი მაინც მაქვს.

Love these frocks

ეს გოგო ყველაზე მეტად მომწონს : )

შავი და ცისფერი <3

ვისაც ჯერ კიდევ მოგწონთ შავი კაბები: ძალიან ლამაზია

და ბოლოს, ძალიან საყვარელი წყვილი და მეჯვარეები (ძაღლი <3) :) :)

გაპარვა

2 Mar

რა მნიშვნელობა აქვს სიტყვებს? დიდი არაფერი. მთავარი ხომ შედეგია!
მაგრამ, საქმე ასე მარტივად სულაც არაა. ამ ბოლო დროს რამდენიმე ცნების ისეთ თამაშს შევხვდი, რომ აუცილებლად მინდა აქ მოვიხსენიო : )

მაგალითად, გაპარვა (ეს სიტყვა ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ცალკეა შესატანი და მასზე ლინგვისტებს საკმაოდ დიდი შრომა აქვთ გასაწევი). არის გარკვეული ასაკი, როცა გაპარვა კარგ ტონად ითვლება, მაგალითად, 15-19 წლამდე. პირადად მე გაპარვას არც ამ დროს ვუჭერ მხარს, მაგრამ ვამართლებ იმით რომ “არა იციან რას იქმან”. მაგრამ რატომ იპარებიან ზრდასრული, იდეაში საღად მოაზროვნე ადამიანები? გახდა თუ არა ოჯახის შექმნის გზა ადამიანის მენტალური დონის განმსაზღვრელი? მგონი, გახდა.

გაპარვის კიდევ ერთ “გამართლებად” მშობლების მედგარი წინააღმდეგობა შეიძლება ჩავთვალოთ. ნუ კაი, მეტი რა გზა ქონდათ და დაადეს თავი და წავიდნენ. მაგრამ თუკი ხელს არავინ გიშლის, ასაკიც ხელს გიწყობს და მომავალსაც სერიოზულად უყურებ, მაშინ რა საჭიროა კბილის ჯაგრისის გარეშე წახვიდე სადღაც მიყრუებულ სოფლეში და იქიდან დაურეკო აკანკალებულ მშობლებს “არ ინერვიულოთო”? რატომ უნდა გინდოდეს, რომ თქვენი პირველი დილა ახალციხეში ან წუღრუღაშენში გათენდეს :) ?
ამ აჯაფსანდალში მშობლების ხელიც ურევია. აბსოლუტურ უმრავლესობას ურჩევნია, რომ მისი შვილი გაიპაროს, ვიდრე შეყვარებულთან საცხოვრებლად გადავიდეს . შეიძლება გაპარულებმა არც ჯვარი დაიწერონ, არც ხელი მოაწერონ და სამოქალაქო ქორწინებაში იცხოვრონ, მაგრამ მშობელი გაცილებით წყნარად იქნება, ვიდრე წინა შემთხვევაში.
სწორედ ესაა ცნებებით თამაში. შედეგი ხომ ერთია?
და საერთოდაც, რატომ უნდა შექმნა ოჯახი ახალგაზრდა, ჩამოუყალიბებელმა ადამიანმა?
” თუ ნამდვილად გიყვარს, მაშინ გათხოვებაც მოგინდება” (ციტატა გუშინდელი დიალოგიდან).
ამ რეპლიკაზე ერთადერთი პასუხი მაქვს: იიიიიი : )
p.s. ჩემს ახლობელს შვილიშვილი შეეძინა. რძალი 15 წლისაა.
“თუ ნამდვილად გიყვარს, მაშინ გათხოვებაც მოგინდება” (?!)

Old Bride

26 Feb

გუშინ ერთ-ერთ ქართულ საიტს ვათვალიერებდი და ძველ საქორწილო ფოტოებს წავაწყდი. საერთოდ, არ მიყვარს გასული საუკუნის გაყვითლებული, გაცრეცილი და დაყენებული სტოიკით გადაღებული ფოტოები, მაგრამ აქ რამდენიმე მომეწონა:
ეს

ეს

და ეს

წვრილი წარბები, მუქი პომადა და რეტრო ვარცხნილობები.
ნეტა ვინ არიან : )

Follow

Get every new post delivered to your Inbox.