ძალიან დიდი ხანია რაღაცების გაკეთება მინდა. გაკეთება რა, უფრო სწავლა. და სულ განუსაზღვრელი დროით ვდებთ და ჯერჯერობით არცერთი მათგანი არ შემისრულებია
მაგალითად, ძალიან მინდა რომელიმე უცხო ენის სწავლა, მაგალითად ნორგვეგიულის, ფინურის, ჰოლანდიურის ან გერმანულის ბოლოსდაბოლოს
) აი, როცა CAE-ავიღებ, მერე მივხედავ აქედან რომელიმე ენას (ეს უნდა გამახსენოთ CAE-ს აღების მერე : )

ძალიან მინდა ვიარო ცეკვაზე. ქართულზე დიდად არა, უფრო ლათინო-ამერიკულ ცეკვებზე ან მუცლისაზე
) რომელიღაც ბლოგერს ეწერა კოორდინატები ქართველი ბელი დენსერის და მინდა რო დავუკავშირდე, ოღონდ როდის არ ვიცი :-S

ასევე მინდა ჭრა-კერვის კურსებზე სიარული
) ჟღერს ძალიან სასაცილოდ, მაგრამ მინდა
ჭრა-კერვაში ქსოვაც უნდა შედიოდეს ოღონდ, ყველაფერი მოყვარულის დონეზე მაინც რომ მეცოდინება, მერე მაგარ რაღაცეებს გავაკეთებ :->

კიდევ მინდა first aid-ის კურსებზე სიარული, თუკი არსებობს ასეთი რამ სადმე. საჭიროა, რავი
) რითია ცუდი ექთანი ეხა ეს პატიოსანი გოგო
)

ხო მართლა, ვიზაჟისტობა მინდა
უბრალოდ, ჩემთვის. მინდა, რომ სულ პროფესიონალური მაკიაჟი მქონდეს. თუ ძალიან მთხოვენ დაქალებსაც ჩავხატავ :p

აი, რომელია აქედან აუსრულებელი ოცნება და გადასადები საქმე? მიჯიკეთ ბატონებო, იქნებადა გავინძრე ცოტა
)
Like this:
Be the first to like this post.