მიყვარს მზე

წვიმა

მიყვარს, როცა თოვს
გაზაფხულიც მიყვარს, ზაფხულიც, შემოდგომაც და ზამთარიც!
იმიტომ, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ და ჩემზე ამინდები აღარ მოქმედებს ^_^
არ ვიცი, რომელ წელს ჩაწერა maroon 5-მა ეს სიმღერა, მაგრამ მას შემდეგ ყოველ კვირა დღეს Sunday morning-ს ვღიღინებ:
და კვირა დღეებიც უფრო სასიამოვნო ხდება.
დღეს მზიანმა ქარმა გამაღვიძა. ისე, ცალკე ქარი როგორი მოსაწყენია. ისევე, როგორც ცალკე წვიმა. მაგრამ, სადაც მზე ერთვება საქმეში, ყველაფერი სხვაგვარადაა. მზიანი ქარიც სასიამოვნოა და მზიანი წვიმა ხომ საერთოდ.
გავიღვიძე და ხელი ტუმბოზე მოვაფათურე, სადაც წინა ღამით დიბისი პიერის “ვერნონ გენიოს ლითლი” დავდე. ცოტა ხანი ვკითხულობდი, მერე ყავა გავიმზადე და ლეპტოპი ჩავრთე (და კიდევ ერთხელ დავლოცე მამაჩემი მისი შეძენისთვის. აქამდე სულ იმას ვიძახდი, ჩემი ჯაბახანა პერსონალური კომპიუტერიც მაკმაყოფილებს-თქო).
ახლაც, ვზივარ, ვუსმენ მარუნ 5-ს და მთელი დღე წინ მაქვს, რომელსაც ძალიან სასიამოვნოდ გავატარებ, დარწმუნებული ვარ.
ბედნიერ კვირა დღეს გისურვებთ ყველას!

არ ვიცი რისი ბრალია-ასაკის, სტრესის თუ ამინდების, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა შაბათ-კვირას ყველაზე გემრიელად სახლში ვატარებ. ორ საათამდე ძილი, ხალათით ბოდიალი, ფილმების ყურება, კითხვა, ისევ ძილი და ისევ ფილმები-ასე გამოიყურება ჩემი ვიკენდი. მოსაწყენად ჟღერს, არა? მაგრამ ჩემი ყველაზე ქლაბერი თანამშრომლებიც იგივეს ამბობენ: სრული სამუშაო დღეების შემდეგ პენსიონერული დასვენების გარდა არაფერი არ უნდათ. მე კი სამსახურის გარდა კურსებზე და შეყვარებულთან ერთადაც დავდივარ, ამიტომ, სახლში 11 საათამდე მაინც ვერ შემოვდივარ და მერე ეგრევე ლოგინში მივძვრები. არ მრჩება იმის დრო, რომ ოთახი მივალაგო, ტანსაცმელი გადავარჩიო, დედაჩემთან ვიურთიერთო და, უბრალოდ, სახლში ვიყო!
ამიტომ, ძალიან შემიყვარდა შაბათ-კვირა. უფრო მეტად, ვიდრე სკოლაში ან უნივერსიტეტში მიყვარდა. ორი ძვირფასი, საყვარელი დღე (შაბათი უფრო). შაბათს შეგიძლია წვრილ-წვრილი საქმეები მოითავო (მაღაზიებში გახვიდე, გადასახადები გადაიხადო, წარბები გაიკეთო ან თმა შეიჭრა), კვირას კი ი უ ს ა ქ მ უ რ ო <3
დღეს კვირაა. პირველ საათზე გავიღვიძე. მივირთვი ყველიანი პილმენები, პამიდორში შემწვარი კვერცხი, რამდენიმე ფორთოხალი, ქათმის სალათი და შოკოლადი. დავლიე შინდის წვენის რამდენიმე ჭიქა და რძიანი ყავა. დავწერე ორი პოსტი. ვუყურე აგლი ბეტის ოთხ სერიას. წავიკითხე Living dead in Dallas-ის ორი თავი. დავათვალიერე ინტერნეტ-მაღაზიები. დავახარისხე ფურცლები და დიპლომი კედელზე გავაკარი. ახლა აბაზანაში შევალ და ცხელ წყალში იქამდე ვიწვები, სანამ არ გაცივდება და არ ჩამეძინება. გამოვალ, ხვალისთვის ჩასაცმელ ტანსაცმელს გადმოვალაგებ და დავიძინებ.
ხვალიდან კი მომდევნო შაბათ-კვირას დაველოდები : )
p.s. როდის მოვა მზე და გაზაფხული : (
დღეს სიმყუდროვე აღმოვაჩინე! სპონტანურად, დაუგეგმავად და უცებ. პავლოვზე წასვლა ავტობუსით გადავწყვიტე და 85 ნომერში ავხტი. ფანჯარასთან დავჯექსი, ყურსასმენები გავიკეთე და “ტაბულას” ახალი ნომრის თვალიერება დავიწყე.
მზე მანათებდა, ტომ იორკის ხმის გარდა არაფერი მესმოდა და ბაბუნაშვილის სვეტს ვკითხულობდი.
ხომ არაფერია?
ჭეშმარიტება უბრალოებაშია (თუ როგორც არის).
მზემ, სულ კარგად იყავითო, და რამდენიმეთვიანი შვებულება აიღო
ნუ, რას ვერჩით, მთელი წელი პატიოსნად იმუშავა და დაისვენოს ცოტა, მაგრამ რა აიტანს ნაცრისფერ ზამთარს ![]()
ცხოვრება მეზარება:|
დილით გაღვიძება და ახალი დღის დაწყება მეზარება ![]()
ათ საათზე გათენება და ექვს საათზე დაღამება მეზარება ![]()
ზამთრის მუდმივი სურდო მეზარება ![]()
დამატებითი ჯემპრები და თბილი ტანსაცმელი მეზარება ![]()
გაყინული თითები და ცხვირი მეზარება ![]()
უფოთლო ხეები და მობუზული ბეღურები მეზარება ![]()
ჩაშავებულპალტოიანი თბილისელები მეზარება ![]()
უაზროდ გამთბარი ან, პირიქით, გაყინული აუდიტორიები მეზარება ![]()
ცხელ ჭიქაზე შემოჭდობილი ხელები და ყავის თბილი ანაორთქლიც მეზარება ![]()
ახალი წელი მეზარება ![]()
ამდენი მეზარებაც მეზარება!!!
მეზარება და მორჩა ![]()
ზამთრის განწყობას ტავტოლოგია უხდება და არავინ არ შემეკამათოს!!!
massive attack-dissolved girl
ესაა ჩემი უახლოესი 4 თვის ცხოვრების საუნდთრეკი
ეს იყო ერთი წლის წინ
წელს არაფერიც არ მეზარება!!!
რა ბედნიერებაა

პირველი ახალი წელი ერთად :წუბ:
ჩემი უახლოესი ოთხი თვის საუნდთრეკი
Winter