ცხოვრებამ უცნაური სიურპრიზების გაკეთება იცის. როდესაც კარგს ელოდები, იმედი მწარედ გიცრუვდება. ხანდახან კი ისე სასიამოვნოდ გაოცდები, რომ მეტი არ შეიძლება. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ უნივერსიტეტში მოხვედრით ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუება განვიცადე.
- არეულ-დარეული ცხრილი;
- ლექციებს შორის ორ-სამსაათიანი ფანჯრები;
- შეუმდგარი ჯგუფები;
- არასაკმარისი ადგილები საგნებზე;
სამაგიეროდ, წელს იმავე უნივერსიტეტში მოხვედით ძალიან გამიმართლა. ყოველ შემთხვევაში, ახლა ასე ვთვლი.
- ჯგუფი 14 ადამიანისგან იქნება დაკომპლექტებული და მთელი ორი წელი არ დაიშლება;
- ცხრილი მზად გვაქვს და საგნებს არ ჩვენით არ ვარეგისტრირებთ;
- ლექციებს ავსტრიელი პროფესორებიც წაგვიკითხავენ;
- თეორიის გარდა იქნება პრაქტიკული მუშაობაც!
ალბათ, გაგიჩნდებათ თქვენც ის კითხვა, რაც ჩვენმა რექტორმა “ლაბორატორიის” სტუდენტებს დაუსვა: თუ ასე ძალიან არ მოგწონდათ უნივერსიტეტი, მაგისტრატურაზე რაღას აბარებდით აქო?
ჩემს მიერ არჩეული პროგრამა სხვა უნივერსიტეტს არ აქვს. ან, შეიძლება აქვს და ეს ინფორმაცია ჩემამდე არ დადის. თანაც, მაინც რჩება იმედი გულში, რომ უნივერსიტეტში რაღაც გამოსწორდება და შანსი გექნება ის ოცნება აიხდინო, რომლისაც პირველ კურსზე, ოთხი (ჩემს შემთხვევაში, ხუთი) წლის წინ გჯეროდა.
ძალიან პათეტიკურად ვჟღერ. მაგრამ, რა ვქნა, ძალიან უცხოა ჩემთვის თსუ-თი კმაყოფლების შეგრძნება და ვერ ვეჩვევი. ის გრძნობაც ძალიან მომწონს, “ახალი ფურცლის გადაშლა” რომ ჰქვია.



ჭიქა ადგილზე არ დამხვდა 




