Tag Archives: კომპიუტერი

ჩემი პირველი ბლოგოპროექტი

15 May

“ჯანსაღი ცხოვრების წესი”  ყველაზე პოპულარულ ცნებად იქცა.  ჩვენთან თავს არავინ იკლავს სწორი კვებითა და ვარჯიშით, ვერც დილაობით შეხვდებით მორბენალ ადამიანებს და ვერც საღამოს. შესვენების დროს საშაურმეებთან ნამდვილი რიგი დგება, ხოლო სახლიდან წამოღებულ მწვანე სალათს არავინ არ მიირთმევს. ჩვენი ვარჯიში გაჩერებამდე ან მანქანამდე არსებული მანძილია, მერე ვდევართ მთელი დღე და საღამოს იგივე მარშრუტს ვასრულებთ.

მოკლედ, ძალიან მოსაწყენია ასე ცხოვრება, ძალიან! დასანანია, როცა ცხოვრების საუკეთესო წლებს  კამეჩივით ატარებ. მაინც მჯერა, რომ ნელ-ნელა შევიცვლებით და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენთვისაც აქტუალური და მისაღები გახდება.

ანუკი წერდა, რომ ყოველთვის სურდა ბლოგზე რაიმე პროექტის წამოწყება, რომელშიც მკითხველებიც ჩაერთვებოდნენ და ერთად იმჯსელებდნენ. დღეს მომივიდა აზრი, რომ ასეთი პროექტის გაკეთება ხვალიდანვე შემიძლია, სათაურით

ჯანსაღი ცხოვრების ერთი კვირა 

ანუ, ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე ვივარჯიშებ, ჯანსაღად ვიკვებები, მინიმალურ დროს დავუთმობ კომპიუტერს და ჯდომას (სამსახურში გატარებული დრო არ ითვლება, რა ვქნა) და 22 მაისს, ანუ იქით კვირას დავწერ შედეგებს: ძნელია თუ არა ეს ყველაფერი, რამდენად სასიამოვნოა, რამდენად აქვს აზრი და ა.შ.

კარგი იქნება, თუ ამ პროექტში ყველა ჩავერთვებით და ერთ კვირას მაინც ისე გავატარებთ, როგორც ჯანმრთელი, ახალგაზრდა ადამიანები და არა ოცდამეერთე საუკუნის ქონში და უმოძრაობაში ჩაძირული კამეჩები.

პ.ს. კამეჩებთან ნასინგ ფერსონალ, ეს ისე, ზოგადად. 

 

წიგნი vs კომპიუტერი

12 May

წიგნი ვერსუს კომპიუტერი ოცდამეერთე საუკუნეში ყველაზე ბანალურ დაპირისპირებად იქცა. ვინ აღარ საუბრობს ამაზე: ბებიაჩემიდან დაწყებული  ”იმედით” დამთავრებული, რომელიც ყოველ კვირა გვანებივრებს მსგავსი ტიპის სიუჟეტებით.  რა ხდება რეალურად? მართლა ჩაანაცვლა წიგნმა კომპიუტერი? მართლა აღარავინ აღარ კითხულობს? თავისუფალ დროს მართლა ყველა კომპიუტერთან ატარებს?

ვერც კვლევას ჩაგიტარებთ და ვერ სიუჟეტს ვერ გაგიშანშალებთ. საკუთარ მაგალითს მოგითხრობთ, რომელიც, შესაძლოა, თქვენსას ემთხვევა.

კითხვა ყოველთვის ძალიან მიყვარდა. ისეთი ბავშვი ვიყავი, უფროსები თავზე სიამაყით რომ გადაუსვამენ ხელს და ეს კარგი ბავშვია, სულ მეცადინეობს და  კითხულობსო, რომ ამბობენ. მეცადინეობაზე აზვიადებდნენ, კითხვით კი ნამდვილად ბევრს ვკითხულობდი.  ძილის წინ, დილით ადგომამდე, ჭამის დროს, თავისუფალ დროს…

სკოლის პერიოდში ყველაზე მეტს რაჭაში, არდადეგებზე ვკითხულობდი. აბა, რა უნდა მეკეთებინა ორი-სამი თვე? ჩემს სახლთან რამდენიმე კილომეტრში ძველი, ჩრჩილებიანი და დასანგრევად გამზადებული ბიბლიოთეკა იყო, სადაც წასვლა მთელ რიტუალს შეადგენდა.  მოვემზადებოდით, გავიპრანჭებოდით, სიტყვას დავაგდებდით, თუ სად მივდიოდით და დავეშვებოდით ჭალისკენ.  ბიბლიოთეკარს ნატო ერქვა და   მის სახლთან  ხმის ჩახლეჩამდე უნდა გეყვირა, რომ გამოსულიყო და წიგნების კარი გაეღო. ვიტვირთებოდით წიგნებით და მოვდიოდით უკან, ბედნიერები. ჩემი მამიდაშვილი ყოველთვის წაუკითხავ წიგნებს აბარებდა, მე კი არცერთს არ ვტოვებდი-მიყვარდა, რა…

მერე ამბროლაურის ბიბლიოთეკაზე გადავედი, რომელიც, მგონი, გურამ ფანჯიკიძის სახელობისაა. მაგრამ იქ ვერ მოვიკიდე ფეხი-ისე გემრიელად ვერ ვკითხულობდი იქაურ წიგნებს. გარემოც რაღაცნაირი იყო, ცივი.  რახან თბილისელი ვიყავი არ მენდობოდნენ და მთელი ამბებით მატანდნენ წიგნებს, აქაოდა, დაგვიკარგავსო.  ეს ყველაფერი ორიათასხუთ წლამდე ხდებოდა. მაგ პერიოდში ვიყიდეთ კომპიუტერი და ჩავრთეთ ინტერნეტი. აბიტურიენტიც იმავე წელს გავხდი და წიგნმა ჩემთვის იძულების მნიშვნელობა შეიძინა. იმდენი სამეცადინო და საკითხავი მქონდა, რომ დამატებით კითხვა არანაირად არ მინდოდა და თავისუფალ დროს ველოდი.

თავისუფალი დრო პირველ კურსზე დამიდგა, რომელსაც კურსელებსა და ინტერნეტს ვუთმობდი. მოგეხსენებათ ხამი ბავშვის ამბავი, როგორ იტაცებს ინტერნეტის ხლართები და როგორ დაძვრება სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა(www.hi5.com)  და მესინჯერებში (yahoo). მეც ჭკუაზე არ ვიყავი და კარგადაც ვერთობოდი. მერე სამეცადინოც მომემატა, ისევ წიგნები და ქსეროქსები. და ასე ნელ-ნელა დავანებე თავი მასშტაბურ კითხვას.

წინა დღეს კი ოფიციალურად აღმოვაჩინე, რომ წიგნის წაკითხვას კომპიუტერთან ჯდომას ვამჯობინებ. და ძალიან შემრცხვა. სასწრაფოდ გამოვაქვეყნე ფეისბუქზე (ჰმ, ისევ ინტერნეტში) სტატუსი, სადაც საინტერესო წიგნებს ვეძებდი და მეგობრებს რჩევას ვთხოვდი. არ მაქვს იმის ილუზია, რომ წიგნი ჩაანაცვლებს კომპიუტერს. რა სისულელეა. ორივეს თავისი ადგილი აქვს და არ არის საჭირო რომელიმემ რომელიმე განდევნოს. უბრალოდ, ჩვენ ის დრო, რაც კითხვას უნდა დავუთმოთ, კომპიუტერს გადავულოცეთ და ეგ არის. ახლა კი მინდა, რომ ყველაფერი თავის ადგილას დადგეს.

რა წავიკითხო? 

What’s the story morning glory

10 Nov

დილის ცხრის ნახევარია. თბილი, უთბილესი ლოგინიდან ძლივს გამოვძვერი და იქითა ოთახში გავედი. კარმა ჩართულია, სასიამოვნოდ თბილა. სავარძლის სახელურზე ჩამოვჯექი, რაფას დავეყრდენი და ყავის ჭიქით ხელში ნაცრისფერი ქუჩის თვალიერება დავიწყე. ჭიქა ოდნავ, სულ ოდნავ მწვავს ხელს, მაგრამ მაინც არ ვეშვები და ლამის მთლიანად ჩავეხუტო.coffee
ეს არის ჩემი დილის იდილია. ამ ყველაფრის მერე, წესით, ჯერ კიდევ პიჟამოებში ჩაცმული გაფრატუნდები კომპიუტერთან, ვრთავ და ვათვალიერებ ჩემთვის სასურველ საიტებს. შემდეგ, რომელიმე სერიალს (ამჟამად ჰაუსს ) ჩავრთავ და ვუყურებ. სადღაც, ერთი საათის მერე ვდგები, ვიცვამ/ვემზადები და მივდივარ ლექციაზე (ან სხვა საქმეებზე, გააჩნია რა დღეა).
რა შეიძლება იყოს ამ მშვიდ დილაზე უკეთესი? ჩემთვის არაფერი :) დალაგებული, დაწყნარებული ნერვებით, დროულად დალეული ყავით და გამოძინებული სახით დაწყებული დღე ძალიან მიყვარს (ვის არ უყვარს?)

FE_PR_080606health_morning
მაგრამ დღეს :| დილით რვაზე მაღვიძარამ (ე.წ. ბუძილნიკმა, უკეთ ჟღერს) დარეკა. ბალიშის ქვეშ მედო, მაგრამ მაინც ვერ გავიგე. ბოლოს, სადღაც შორიდან green day-ის ახალი ალბომის ნოტები რომ გავიგე, მომენტალურად გამოვფხიზლდი. არ მიყვარს, როცა ბუძილნიკის ზარებს მიცვლიან. დღეს დილითაც როიკსოპს ველოდი მარა ჰა, ბილი ჯომ გამაღვიძა. ადგომის პროცესში ისევ ჩამეძინა. მოკლედ, საბოლოოდ ავდექი და გავფრატუნდი კარმასთან, რაფასთან და ყავის ჭიქასთან. 104154ჭიქა ადგილზე არ დამხვდა :| ჩემით მოვიდუღე, მაგრამ მასთან ალერსის დრო აღარ მქონდა, გიჟივით ჩავიცვი და გავვარდი ლექციაზე.
ანუ დღე კრეტინულად დაიწყო.
გარეთ ცივა. თან ცივა და თან არ ცივა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ცივა :D რადიო მქონდა. ლექციაზე, რასაც ქვია, ჩამეძინა :| იმედია სურათები არ მიღეს ჯგუფელებმა :| რადიო დღიურები მოვისმინეთ (სრული იდიოტიზმი). ჩვენც უნდა ჩავწეროთ.
ხვალისთვის გადაცემის პროექტი მაქვს ჩართოლანთან დასაწერი. კიარადა, კაჭარავასთან. იმედია, კაჭარავა შეამოწმებს, გოგა უფრო მკაცრია :-S
დილით მაიკოს ნახვა ვინატრე, საქმე მქონდა და მეორე სართულზე შემხვდა. მერე მამაჩემის ძმაკაცთან მქონდა რაღაც თხოვნა, მეთქი ანგარიშზე თუ მაქვს დავურეკავ თქო. ორ წამში ზუსტად თვითონ დარეკა. ნეტა დღეს (და საერთოდაც) ასე უცებ ასრულდეს ყველაფერი :)

იდიოტური დღე მაქვს :| ინგლისური უნდა ვიმეცადინო, პროექტი დავწერო, ბარათის ასაღებად წავიდე, შეიძლება კონსტიტუციის რომელიღაცა მუხლშიც მომიწიოს მისვლა :| საღამოს დედუს ვერ გავყვები კინოში, სადღა მცალია :|

მგონი, ეს ყველაზე დიდი (და უაზრო) პოსტია, რაც დამიწერია :) აი ურალოდ, პროსტა მომინდა :) ჩემი დაავადება კვლავ მაწუხებს :(

cutesy-დან მომწერეს, ვაშააა :) )

Follow

Get every new post delivered to your Inbox.