Tag Archives: თრუ ბლადი

ფრთხილად, სპოილერები!

14 Sep

გუშინ ორი სერიალის ყურება დავამთავრე. Glee და True Blood.

გლის მესამე სეზონი ნამდვილად არ ვიცი, როდის გამოდის. დიდად არც ვინტერესდები. სასიამოვნო საყურებელი სერალია, მაგრამ არა-ჩამთრევი. ბოლო ეპიზოდიც ვერ უვარგოდათ. ერთ სერიაში ჩატენილი ნიუ იორკი, ბროდვეი, წაგება, ფინის და რეიჩელის ამბები, სწრაფ-სწრაფად ახსნილი სიყვარული (კურტი და ბლეინი, მერსედესი და ის ქერა ბიჭი, ტომი), მისტერ შუს ვერ ახდენილი და თითქოს ახდენილი ოცნება რაღაც ვერ გამოვიდა კარგი. არც საფინალო გამოსვლა მომეწონა და, მოკლედ, უკმაყოფილო დავრჩი.

ვერც თრუ ბლადის ბოლო ეპიზოდით დავრჩი კმაყოფილი. წინა აშკარად ჯობდა, დაცემენტებული ერიკით და დედოფალს შებმული ბილით. არა, ეს ბოლო კადრი ცოტა სასაცილო იყო, მაგრამ მაინც : )). ასევე ძალიან მაღიზიანებდა ორ ვამპირს შორის ჩამჯდარი სუკი ტექსტით I love you both. ჯერ დადებილებული, მერე უგონოდ შეყვარებული ერიკი… კარგით, რა! სამაგიეროდ, კარგად დაიწყეს მარნის პერსონაჟით და ანტონიას ისტორიით. მაგრამ, ბოლომდე ამანაც არ გაამართლა. უძლიერესი მაგი ანტონია, რომელზეც მარნი ლოცულობდა  და ევედრებოდა, ბოლოში რატომღაც მაგრად დაჩმორდა და იგივე მარნი თავის ჭკუაზე ათამაშებდა 0_O. ან ჰესუსის მოკვლა რა საჭირო იყო? აი, ვის რას უშლიდა ეს სიმპატიური გეი? ახლა ისევ ერთი წელი უნდა გავიდეს და მანამდე ვერ გავიგებთ, თუ რა ბედი ეწია ტარას, ვისთან დარჩება სუკი, როგორ განვითარდება პემისა და ერიკის ურთიერთობა, რას გვიქადის ცემენტიდან ამომძვრალი რასელი და ა.შ.

ცოტა ხნის შესვენების მერე ფრინჯს დავიწყებ. ან ძმებ ვინჩესტერებს მივუბრუნდები, ან დამპალ ჰაუსს. საბედნიეროდ, არჩევანი დიდია :)

 

დღის ფოტო

27 Jun

დღის კი არა, წლის ფოტოა : )

საღამოს თრუ ბლადს ჩავუჯდები, როგორც იქნა.

Waiting sucks

19 Jun

სწორედ ასე დაასათაურა HBO-მ 26 ივნისამდე დარჩენილი პერიოდი. ამ თარიღს კი მე და ჩემნაირები უკვე ერთი წელია, რაც ველით.

 ერთ კვირაში True Blood-ის მეოთხე სეზონი გამოდის! გადაღებები მთელი წლის განავლობაში მიმდინარეობდა, ძირითად ქასთს ახალი მსახიობები ემატებოდა და სიუჟეტიც უფრო ჩახლართული და დამაინტრიგებელი ხდებოდა.

ადრეც ვწერდი, თუ როგორ ჩამითრია ამ სერიალმა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სატელევიზიო შოუ მაქვს ნანახი, ასე არცერთზე არ შევმჯდარვარ. მოკლედ, ნამდვილი თრუ ბლად ედიქთედ გავხდი. სამწუხაროდ, მხოლოდ სამი სეზონია ჯერ გამოსული, თითოში კი თორმეტი სერია, რაც ძალიან ცოტაა (“ვამპირის დღიურებს” 22 სერია აქვს სეზონში, რა უსამართლობაა :@ ). მაგრამ, ალან ბოლი “მთავარი რაოდენობა კი არა, ხარისხია”-ს პრინციპით ხელმძღვანელობს, რაც, უდაოდ, ამართლებს.

ასეთ ლოდინში გავიდა ერთი წელი. ხან შარლინ ჰარისის წიგნებს ვკითხულობდი (მათ მიხედვით არის სერიალი გადაღებული), ხან ძველ ეპიზოდებს ვუყურებდი, ხან მსახიობების ინტერვიუებს ვკითხულობდი… მოკლედ, ნამდვილი ფანივით ვიქცეოდი. იმ ფანივით, მეშვიდე კლასის მერე რომ არ ვყოფილვარ :)

ერთი კვირაც და გემრიელად ჩავუჯდები ახალ სერიას. The less time is left, the waiting sucks more : (

დღის ფოტო-ები

20 May

მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი მამაკაცი <3

სერიალომანი

7 Mar

ზოგს კინო უყვარს და არცერთ ახალ ფილმს არ ტოვებს უნახავს.

მეც მიყვარს კინო, მაგრამ სერიალები მირჩევნია. იყო ჩემს ცხოვრებაში დრო, როცა სკოლის დროს ბრაზილიური სერიალებით ვტკბებოდი. ის პერიოდი დიდი ხანია, რაც გავიდა და მეც ჟანრი შევიცვალე. შევიცვალე რა, ვუყურებ კარგ, ხარისხიან სერიალებს. რა მნიშვნელობა აქვს დრამა იქნება თუ ფანტასტიკა?

ჩემი პირველი სიყვარული ექიმი ჰაუსი იყო.

2007-2008 წლები იყო? არ მახსოვს ზუსტად. რუსთავი 2 ჯერ არ უშვებდა ჰაუსის სერიებს და კაშედან ვიწერდი. ვაღიარებ, რომ ძველი სეზონები გაცილებით სჯობია ბოლო ორს. მეშვიდე სეზონს აღარც ვუყურებ. ამოწურეს სცენარისტებმა პერსონაჟი და ქართველი პროდიუსერებივით დაემართათ, მაზოლის ამოყვანა რომ იციან თვალში ოდესღაც წარმატებული სახითა თუ პროექტით (მაგ.: “ჯეოსტარი 235″ და უცვლელი დუტა ან მისი ხმა :| )

შემდეგ რომელიღაც არხზე წავაწყდი sex and the city-ს ფილმის პირველ სერიას.

ძალიან მომეწონა და თავად სერიალის ყურება დავიწყე. კიდევ კარგი! შვიდივე სეზონის დასრულებისთანავე შევუერთდი იმ ადამიანთან რიცხვს, ვინც თვლის, რომ ფილმი არაფერია სერიალთან შედარებით. მეორე ნაწილზე საერთოდ არ გავაკეთებ კომენტარს: აბუ დაბის პრ-კამპანია და ჰეპი-ენდი სულ არ შეეფერებოდათ კერის, მირანდას, სამანტასა და შარლოტას (by the way, მე მირანდა მიყვარს ყველაზე მეტად. You?)

სექსის მერე ძმები ვინჩესტერების დრო დადგა.

Supernatural-მა საინტერესო სერიების გარდა ღამეული კოშმარებითაც დამაჯილდოვა. რა ვქნა, გამომყვა ბავშვობიდან ეს შეუცნობელის, ბუების და გუდიანი კაცების შიში :( მაგრამ ვისაც ეს ჟანრი გიყვართ გირჩევთ, რომ ეს სერიალი არ გამოტოვოთ. დინის პერსინაჟი ისეთ შუტკებს აძრობს, იმ ოხერ კოშმარებად ნამდვილად ღირს. და, საერთოდაც, დინი <3

Supernatural-ის შემდეგ თრუ ბლადი დავიწყე.

ზოგადად, ძალიან ადვილად ვიცი რაღაცის ატაცება და ბოდვა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ზუსტად ეს დამემართა  true blood-ზე.  ვამპირებით დიდად აქამდე არც ვიყავი გატაცებული, მაგრამ ერიკის, ბილის, ჯესიკას, ფრანკლინის და ა.შ. პერსონაჟებმა მმმმმ  ძალიან ჩამითრია. უნდა ვაღიარო, რომ არცერთ სერიალს არ ჩავუთრევივარ ასე. ნარკომანივით ვიწერდი სერიალები.გე-დან და საიტის რამდენიმედღიანი გათიშვის გამო ადმინს წერილით კი მივწერე :)  მეოთხე სეზონი ივნისში გამოდის. მანამდე კი წიგნებს ვკითხულობ.

ჩემი ვამპირული ლომკების გამო დავიწყე ვამპირის დღიურების ყურება.

დაიმახსოვრეთ, Vampire Diaries არის პაპსა ვამპირებზე. თრუ ბლადის ჰარდკორ-სცენების შემდეგ მზეში მოტანტალე ვამპირების ყურება დიდი ვერაფერი მუღამია. რაღა ეგ და რაღა თვაილათი თავისი ბრჭყვიალა  ედვარდით და მუდო ბელათი.

დღიურების მერე შევისვენე. და დავიწყე წინებისგან აბსოლუტურად განსხვავებული Ugly Betty-ს ყურება :) .

ეს არის ისტორია მექსიკელ მახინჯ, ბანჯგვლიანწარბებიან, ბრეკეტებიან, უგემოვნო გოგოზე, რომელიც ძალიან, ძალიან მონდომებული და ნიჭიერია. სასაცილოა, მაგრამ ბეტი შთამაგონებს. თან მალე ბრეკეტების ჩასმას ვაპირებ და ორმაგად შთავგონდები, ალბათ :) :)

აგლი ბეტის კვირას მოვრჩი. ვინ იქნება შემდეგი?

სასოწარკვეთილი დიასახლისები?

How I met your mother?

Six feet under?

ვნახოთ. ყველას გირჩევთ, იცხოვროთ ერიკთან, ბეტისთან, დინთან, გრეგ ჰაუსთან და მირანდა ჰობსთან ერთად. ასე არ სჯობია? ^_^

 

Follow

Get every new post delivered to your Inbox.