Tag Archives: გამოფენა

ჩემი ახალი წიგნები

28 May

დღეს ჩემს წიგნების თაროს რამდენიმე ახალი ბინადარი შეემატება. წიგნების ფესტივალიდან არიან. დახვდებათ რამდენიმე ძველი თანამემამულე, შარშანდელი ფესტივალის წიგნები და სხვები, რომლებსაც მე უკვე რამდენიმე წელია რუდუნებით ვაგროვებ. არ მიყვარს წიგნების თხოვება. ანუ, მე რომ მთხოვნიან. კი, კარგია უცხო წიგნების კითხვა, მაგრამ მერე დაბრუნება მიჭირს. ამიტომ, მირჩევნია ჩემი მქონდეს. ჩემი პატარა თარო <3

საგამოფენო ცენტრი “ექსპო ჯორჯია” სავსე იყო. უამრავი ადამიანი ირეოდა. დახლთან მისვლაც კი ჭირდა, გამყიდველებიც გაფაციცებულნი იყვნენ, რადგან ერთდროულად ათი ადამიანის მომსახურება უხდებოდათ.  ძალიანაც კარგი: რაც მეტი ადამიანი იყიდის წიგნებს და წაიკითხავს, მით უკეთესი. ჰოდა, ამ სიტუაციით აჟიტირებულმა და ეიფორიაში მყოფმა პირველივე წიგნი ვიყიდე, რაც ხელში მომხვდა. ეს არის ჰარი ნიუკანენის დეტექტივი “რაიდისა და ბიჭის ამბავი”. ჩემმა ამ არჩევანმა, მოგვიანებით, ბალასა და ანუკიში ძალიან ხალისიანი განწყობა გამოიწვია და, დარწმუნებული ვარ, ამ ფინურ დეტექტივს ხშირად წამომაძხებენ :) იმედი მაქვს, რომ ძალიან მაგარი წიგნი აღმოჩნდება და ორივე ერთად შემევედრება, გვათხოვეო :) ჩემდა სამწუხაროდ, წიგნს “წლის მავთულის” ჯილდო ორჯერ აქვს აღებული, რამაც მათი ღადაობა გააძლიერა და შეუბრალებელი გახადა :)

მეორე წიგნი, რომელიც უკვე სავსებით საღ გონებაზე მყოფმა შევიძინე, არის მიშელ უელბეკის “ელემენტარული ნაწილაკები”.  რამდენიმე კვირის წინ დავამთავრე “პლატფორმა” და ამ წიგნის შიგთავსიც ძალიან მაინტერესებს. თან სქელი ყდითაა, ხარისხიან ფურცლებზე დაბეჭდილი, რაც კითხვის პროცესს ორმაგად სასიამოვნოს გახდის <3 მიუხედავად იმისა, რომ სნობი არ ვარ და წიგნის შინაარსს ხარისხზე მეტად ვაფასებ, ვერაფრით ვერ ვეგუები ამ ბოლო დროს მასიურად გამოშვებულ უხარისხო, ბნელ ფურცლებზე დაბეჭდილ გამოცემებს.

მესამე წიგნი დიბისი პიერს ეკუთვნის: ”ვერნონ გენიოს ლითლი”.  აი, წარმოდგენა არ მაქვს ამ წიგნის შესახებ. არც ავტორზე გამიგია რაიმე, არც ნაწარმოებზე. უბრალოდ, რომ დავინახე, ძალიან მომინდა ყიდვა. თითქოს წიგნი მეძახდა, წამიყვანეო. თან, ზუმის ამბავში ფასდაკლებაც მეკუთვნოდა. ბევრი არ მიფიქრია და ვიყიდე. ვნახოთ, რამდენად გაამართლებს ჩემს იმედებს ბატონი დიბისი (ან ქალბატონი, რა ვიცი).

ჩემი მეოთხე წიგნი რეი ბრედბერის “ბაბუაწვერას ღვინოა”. ბრედბერი აქამდე არ წამიკითხავს და ძალიან მაინტერესებს. თან ანუკიმაც ძალიან მიქო, მერე მათხოვეო. ის კი არ იცის, რომ სანამ იმ ფინურ დეტექტივს არ წაიკითხავს, ბაბუაწვერას ვერ მიიღებს :)

სულ ეს იყო.  წინ რამდენიმე თვის სასიამოვნოდ გატარება მელის. ახლა კი წავედი, კომპიუტერზე უფრო საინტერესო წიგნი უნდა წავიკითხო  : )

უკან 90-იანებში :D

24 Dec

მაღაზიასთან რიგში, ალბათ, ოთხმოცდაათიანი წლების მერე არ ვმდგარვარ. სამაგიეროდ, დღეს, მთელი თხუთმეტი წუთი გავატარე მოქაქანე ქალებსა და მჟავესიფათიან დაცვასთან ერთად?
სად?
მანგოს რიგში :D
50%-იანი სეილის აღსანიშნავად.
უნივერსიტეტიდან მოვდიოდი. მეგობარმა დამირეკა, გამოფენაზე გავიდეთო, სადრაც თხუთმეტ წუთში მოვალ და მანგოსთან დამელოდეო. კაი მეთქი და დავდექი მანგოსთან, ანუ ავტომატურად რიგში. მეეთქი არავინ გამოიაროს ნაცნობმა აქ არ დამინახოს :კომპლექსიან:
ბოლოს ჩამომეფარნენ ქალები და აღარ ვჩანდი :D
მანგოზე კაი ხანია, რაც აღარ ვგიჟდები, თან ეს კოლექცია დათვალიერებული მქონდა და არაფერი არ მომწონებია. მაინც ვიდექი :D
სირცხვილის და თავზე ლაფის დასხმის პიკი იყო ორი გაოცებული ჩინელი გოგონა, რომლებიც სურათებს გვიღებდნენ და იცინოდნენ :| აი მანდ გავჭედე, მეთქი გამიშვით/გამატარეთ, მაგრამ ამ დროს შემაგდეს მაღაზიაში.
შიგნით თავს ნამდვილ ბურჟუად ვგრძნობდი, ხოლო გარეთ მდგომი ქალები ჩემს დასამხობად მომართულ პროლეტარიატად მეჩვენებოდა.
ბოლოს პროლეტარებში ჩემი მეგობარი დავლანდე, ვუქნიე ფანჯრიდან ხელები, მაგრამ ვერ დამინახა. მერე იქვე დაგდებული ჯემპრი დავუქნიე და შემამჩნია. დავუძახე გამოვალ თქო და გამოვედი, შევერიე გაყინულ ბრბოს.
მოკლედ, რისი თქმა მინდოდა ამ პოსტით :D არ დადგეთ მანგოს რიგში. ჯერ ერთი, არ ღირს: არცერთი ნივთი თითქმის ბოლომდე არ არის გაორმოცდაათპროცენტებული ( :D ) და ფასები არც ისე კატასტროფულად დაბალია, როგორც შარშან. არც კარგი კოლექცია აქვთ და თან ყველაფერი უკვე მთებად ყრია. იგივე ფასებში შეიძენთ სხვა მაღაზიებში უკეთეს თუ არა, იგივე ხარისხის ნივთებს და თან გაცილებით კომფორტულადაც იშოპინგებთ.
გავსულიყავი მეც ლევისთან და იქ დავლოდებოდი, რა თავს ვიკლავდი :-? ?

Follow

Get every new post delivered to your Inbox.