Tag Archives: გაზაფხული

გაზაფხულის ფერები

17 May

საგაზაფხულო ფერადი ვიშლისტი

9 Mar

მალე დათბეს <3

დღის ფოტო

22 Mar

 

გაზაფხულის ფერები

კაბა <3

ჩემი საგაზაფხულო ტრენდები

17 Mar

მგონი, გვეშველა და დათბა. უკან მოვიტოვეთ თებერვალ-მარტის წვიმიანი და უსიამოვნო ამინდები.

(იმედი მაქვს, ქალბატონი მარტი ამ სიტყვებს შემარჩენს და საპირისპიროს დასამტკიცებლად ხვალ ჭყაპით და ნაცრისფერი ქარით არ გამაღვიძებს).

გაზაფხულის მოსვლა გარდერობის შეცვლასთან, განახლებასთან და შემსუბუქებასთან არის დაკავშირებული. მე, პირადად, ყველაზე დიდი მოუთმენლობით ფლეტებისა და თრენჩების (იგივე ბალეტკებისა და პლაშების) სეზონს ველოდები. ასე ძალიან არც ზამთრის სიმპატიური მანტოები და არც ზაფხულის სიფრიფანა სარაფნები არ მიყვარს. ჩემი სურვილი რომ იყოს, სიამოვნებით ვიცხოვრებდი ისეთ ქვეყანაში, სადაც სულ გაზაფხულია და არც სიცივე და არც სიცხე არ გაწუხებს.

თრენჩებს შემდეგ პოსტში შემოგთავაზებთ, ახლა კი გაჩვენებთ იმ ფლეტებს, რომელთა დანახვაზეც გული მიმდის და რომლებსაც სიამოვნებით ჩავიცვამდი ახლავე, ამ წუთასაც კი (იატაკზე ვზივარ, პიჟამოებით)!

ეს წყვილი ყველაზე ძალიან მინდა. ფორთოხლისფერ/სტაფილოსფერ/ნარინჯისფერი ჩემი ბოლო გატაცებაა. ჯერჯერობით, მხოლოდ ოთახი მაქვს ამ ფერებში გადაწყვეტილი. სიამოვნებით განვაახლებ გარდერობს ამ ფერით:

 

ჩემი მეორე უსაყვარლესი ფერი მწვანეა. ისე, არც მინახავს ადამიანი, რომელსაც იგი არ უყვარს. მიუხედავად ამისა მწამს, რომ სიმწვანის სიყვარულში ვერავინ შემედრება:

ფერადები ^_^

მართალია,  ახლა ლეოპარდისა და მთელი ჯუნგლის პრინტებია მოდაში და ზოლები წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მე მაინც ეს მეზღვაურული ფეხსაცმელი უფრო მომწონს <3

ნუ, კლასიკურად შავი ფლეტები:

მინდიხართ, ცხრავე :(

What do you think of a lovely Sunday?

27 Feb

არ ვიცი რისი ბრალია-ასაკის, სტრესის თუ ამინდების, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა შაბათ-კვირას ყველაზე გემრიელად სახლში ვატარებ. ორ საათამდე ძილი, ხალათით ბოდიალი, ფილმების ყურება, კითხვა, ისევ ძილი და ისევ ფილმები-ასე გამოიყურება ჩემი ვიკენდი. მოსაწყენად ჟღერს, არა? მაგრამ ჩემი ყველაზე ქლაბერი თანამშრომლებიც იგივეს ამბობენ: სრული სამუშაო დღეების შემდეგ პენსიონერული დასვენების გარდა არაფერი არ უნდათ.  მე კი სამსახურის გარდა კურსებზე და შეყვარებულთან ერთადაც დავდივარ, ამიტომ, სახლში 11 საათამდე მაინც ვერ შემოვდივარ და მერე ეგრევე ლოგინში მივძვრები. არ მრჩება იმის დრო, რომ ოთახი მივალაგო, ტანსაცმელი გადავარჩიო, დედაჩემთან ვიურთიერთო და, უბრალოდ, სახლში ვიყო!

ამიტომ, ძალიან შემიყვარდა შაბათ-კვირა. უფრო მეტად, ვიდრე სკოლაში ან უნივერსიტეტში მიყვარდა. ორი ძვირფასი, საყვარელი დღე (შაბათი უფრო). შაბათს შეგიძლია წვრილ-წვრილი საქმეები მოითავო (მაღაზიებში გახვიდე, გადასახადები გადაიხადო, წარბები გაიკეთო ან თმა შეიჭრა), კვირას კი ი უ ს ა ქ მ უ რ ო <3

დღეს კვირაა. პირველ საათზე გავიღვიძე.  მივირთვი ყველიანი პილმენები, პამიდორში შემწვარი კვერცხი, რამდენიმე ფორთოხალი, ქათმის სალათი და შოკოლადი. დავლიე შინდის წვენის რამდენიმე ჭიქა და რძიანი ყავა. დავწერე ორი პოსტი. ვუყურე აგლი ბეტის ოთხ სერიას. წავიკითხე Living dead in Dallas-ის ორი თავი. დავათვალიერე ინტერნეტ-მაღაზიები. დავახარისხე ფურცლები და დიპლომი კედელზე გავაკარი.  ახლა აბაზანაში შევალ და ცხელ წყალში იქამდე ვიწვები, სანამ არ გაცივდება და არ ჩამეძინება. გამოვალ, ხვალისთვის ჩასაცმელ ტანსაცმელს გადმოვალაგებ და დავიძინებ.

ხვალიდან კი მომდევნო შაბათ-კვირას დაველოდები : )

p.s. როდის მოვა მზე და გაზაფხული  : (

Spring must-haves

17 Feb

გაზაფხული მოდის

ასე მინდა შევხვდე გაზაფხულს:

მინდა მეცვას  ბ ე რ შ კ ა

Feel what’s real…

8 Mar

Jadore

Flowers, spring and the green :X

უკვე რვა დღეა, რაც გაზაფხულია. ამინდი ყურს არ იბერტყავს, მაინც თავისას აგრძელებს.

მაგრამ წარმოიდგინეთ

აი ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ

და ეს საყვარელი ძაღლი, რომელიც ყვავილებთან პოზიორობს: )

Feel what’s real

S P R I N G

Follow

Get every new post delivered to your Inbox.