“ჯანსაღი ცხოვრების წესი” ყველაზე პოპულარულ ცნებად იქცა. ჩვენთან თავს არავინ იკლავს სწორი კვებითა და ვარჯიშით, ვერც დილაობით შეხვდებით მორბენალ ადამიანებს და ვერც საღამოს. შესვენების დროს საშაურმეებთან ნამდვილი რიგი დგება, ხოლო სახლიდან წამოღებულ მწვანე სალათს არავინ არ მიირთმევს. ჩვენი ვარჯიში გაჩერებამდე ან მანქანამდე არსებული მანძილია, მერე ვდევართ მთელი დღე და საღამოს იგივე მარშრუტს ვასრულებთ.
მოკლედ, ძალიან მოსაწყენია ასე ცხოვრება, ძალიან! დასანანია, როცა ცხოვრების საუკეთესო წლებს კამეჩივით ატარებ. მაინც მჯერა, რომ ნელ-ნელა შევიცვლებით და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენთვისაც აქტუალური და მისაღები გახდება.
ანუკი წერდა, რომ ყოველთვის სურდა ბლოგზე რაიმე პროექტის წამოწყება, რომელშიც მკითხველებიც ჩაერთვებოდნენ და ერთად იმჯსელებდნენ. დღეს მომივიდა აზრი, რომ ასეთი პროექტის გაკეთება ხვალიდანვე შემიძლია, სათაურით
ჯანსაღი ცხოვრების ერთი კვირა
ანუ, ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე ვივარჯიშებ, ჯანსაღად ვიკვებები, მინიმალურ დროს დავუთმობ კომპიუტერს და ჯდომას (სამსახურში გატარებული დრო არ ითვლება, რა ვქნა) და 22 მაისს, ანუ იქით კვირას დავწერ შედეგებს: ძნელია თუ არა ეს ყველაფერი, რამდენად სასიამოვნოა, რამდენად აქვს აზრი და ა.შ.
კარგი იქნება, თუ ამ პროექტში ყველა ჩავერთვებით და ერთ კვირას მაინც ისე გავატარებთ, როგორც ჯანმრთელი, ახალგაზრდა ადამიანები და არა ოცდამეერთე საუკუნის ქონში და უმოძრაობაში ჩაძირული კამეჩები.
პ.ს. კამეჩებთან ნასინგ ფერსონალ, ეს ისე, ზოგადად.
Like this:
3 bloggers like this post.