Tag Archives: ახალი წელი

Happy 2012

31 Dec

ორ საათში ახალი წელი დგება. მაცვია საახალწლო კაბა და ჩემს უსაყვარლეს ბლოგზე ამ პატარა პოსტს ვწერ. მალე სუფრას გავშლი, ოჯახთან ერთად 2012-ს  შევხვდები და მერე ჩემს მეორე ოჯახთან, ჩემს მეგობრებთან წავალ. თქვენ კი, ვინც ამ ბლოგს კითხულობთ, ყველას ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიყვარულს და საკუთარი მიზნების მიღწევას გისურვებთ.

დაე, 2012 წელი ყველას სიამოვნებით და ღიმილით გვახსენდებოდეს!

 

2011

31 Dec

ჩემი სურვილები ახალ, 2011 წელს.
მოკლედ, მინდა:
1) მართვის მოწმობის აღება
2) შვედურის კარგად სწავლა
3) რომელიმე ევროპული უნივერსიტეტის გრანტის მიღება ^_^
4) შვიდი კილოს დაკლება
5) სამსახურში დაწინაურება, კიდევ : ))
6) ახალი ციფრული
7) ჩემი ანაბრის საგრძნობლად გაზრდა
8) თრუ ბლადის გიჟური სეზონი ივლისში :)
9)10)11)უსასრულობა) ბედნიერება

დედა, მამა, გაიცანით-ეს ჩემი საცოლეა

23 Feb

წარმოიდგინეთ, რომ ხართ ახალგაზრდა ქალი და გყავთ საყვარელი ადამიანი. ერთად ძალიან კარგად ხართ და მომავალში ქორწილსაც გეგმავთ. ქორწილი კი მშობლებისა და ახლობლების გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ, ერთ დღესაც ბარგს ალაგებთ და მიდიხართ თქვენი რჩეულის ოჯახის გასაცნობად.

რა თქმა უნდა, ღელავთ. ან როგორ შეიძლება არ ინერვიულოთ, როცა სასწორზე თქვენი ურთიერთობა დევს: თუკი ეს ვიზიტი წარუმატებლად ჩაივლის, დიდი შანსია, რომ საბოლოო აღმოჩდენს და მოვლენების განვითარებას აქ დაესვას წერტილი.  ამიტომ,  პოტენციურ ოჯახში შობის გასატებლად აღელვებული და ანერვიულებული მიდიხართ.  თქვენს მომავალ მულს უკვე იცნობთ: ერთხელ გესტუმრათ და სამივემ ერთად ივახშმეთ. ტრაპეზის განმავლობაში მაქსიმალურად ეცადეთ კარგი განწყობის შექმნას (რაც მართალია-მართალია: თქვენი მული დიდი კომუნიკაბელურობით არ გამოირჩევა). მოყევით უამრავი ისტორია, იცინეთ და თან ერთი სული გქონდათ, რომ ვახშამი დამთავრებულიყო და ეს უტყვი და მტრულად მზირალი გოგონა წასულიყო.

მოკლედ, მთავარია, რომ ვიღაცას მაინც იცნობთ. ეს კი გამშვიდებთ. სულ ტყუილად! სანამ გზაში ხართ და დიდი ოჯახისკენ მიეშურებით, თქვენი პოტენციური სამულე ყველას უყვება, თუ რამდენს ტლიკინებთ, როგორ სასაცილოდ იცით ჩახველება და საერთოდ, როგორი აუტანელი ქალი ხართ. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამ პატარა მონსტრუკას ოჯახზე ძალიან  დიდი გავლენა აქვს და ამიტომ თქვენს დაცინვაში მონაწილეობას ყველა იღებს.

მაგრამ ჯერ ეს არ იცით,  ცდილობთ დაწყნარდეთ და  მანქანის სარკეში ვარცხნილობას მეასედ ისწორებთ (თან ახველებთ-რას ვიზამთ, ჩვევაა). როგორც იქნა, მოხვედით. თქვენი საქმრო ჩემოდნებს იღებს და სახლში გიძღვებათ. იქიდან კი მტრულად გიმზერენ დედამთილი, მამამთილი, პატარა მული, დიდი მული, ორი მაზლი, ერთი მაზლის მეგობარი მამაკაცი და პატარა მულიშვილი. დიდი ოჯახი- რა ბედნიერებაა!  კეთილგანწყობილი ოჯახი-უფრო დიდი. სამწუხაროდ, აქ საქმე სხვაგავარდაა: თბილად არავინ გესალმებათ  და საოჯახო ფოტოს გადაღების დროსაც კი კადრს გარეთ რჩებით.

არ იმჩნევთ. ან კი რა შეიძლება ქნათ? მული ცხოვრებას გიმწარებთ. თავისი გადაკრული ნათქვამებითა და შენიშვნებით საშინლად უხერხულ მდგომარეობაში გაგდებთ. არავინ ეწინააღმდეგება, თქვენი საქმროს გარდა. ბოლოს კი ისიც უერთდება მთელ ოჯახს და საყვედურს გეუბნებათ. ეს ბოლო წვეთია! საცხოვრებლად სასტუმროში გადადიხართ.

მაგრამ საშობაო სადილს ხომ ვერ გაექცევით? თავი მარტო რომ არ იგრძნოთ, დას ურეკავთ და ისიც ჩამოდის. სამწუხაროდ, ის ნამდვილად ჯდება ოჯახის გემოვნებაში: თბილი დახვედრა, რომელიც თქვენ უნდა გრგებოდათ წილად, ახლა მისია. დიდი ოჯახი დიდ მაგიდასთან ზის. თქვენ ჰომოსექსუალ მაზლს შემთხვევით ცუდ კონტექსტში მოიხსენიებთ (არადა არ გინდოდათ, როგორ ფრთხილად არჩევდით სიტყვებს და აი!), რაზეც დედამთილიც და მამათილიც საშინლად გიყვირებენ. სუფრიდან გარბიხართ, მოგდევთ მარტო ტრადიციული ორიენტაციის მქონე მაზლი. დასაწყნარებლად  ბარში მიყავხართ, სადაც უგონოდ თვრებით და მანქანაშივე გეძინებათ. საქმრო დასთან ერთად დაგეძებთ და ერთმანეთს საეჭვოდ თბილად უყურებენ.

მოვლენები იხლართება. საშობაოდ ოჯახის წევრებს ორსული დედამთილის ფოტოს ჩუქნით (მუცელში თქვენი ავი მულია). ყველას ცრემლები მოსდის. რეაქცია უზომოდ გიკვირთ. თურმე თქვენი დედამთილი რამდენიმე თვეში ცოცხალი აღარ იქნება-ვერ გაექცა მკერდის კიბოს კოშმარს. არადა არაფერი არ იცოდით! ამ თბილმა საჩუქარმა ყველას გული მოულბო. აღარავის ეჩვენებით უხეშ და უტაქტო ქალად, რომელიც მათი ვაჟის ღირსი არაა. უფრო მეტიც: ერთ-ერთი ვაჟთაგანი დიდი სიყვარულით გიყურებთ…

ერთი წლის შემდეგ იმავე სახლში ნაძვის ხეს რთავთ. სრული შემადგენლობით ხართ, დედამთილის გარდა-კედელზე მისი ორსული ფოტო კიდია. თქვენი მაზლი (უკვე საქმრო) ხელს გხვევთ და სათამაშოს მაღალ ტოტზე დაკიდებაში გეხმარებათ.  ცოტა ხანში დის ხმა გესმით: თქვენს ყოფილ საქმროსთან ერთად საქორწილო მოგზაურობიდან ჩამოსული შობის გასატარებლად მოვიდა. ნაძვის ხე ნათდება, ყველას ცრემლები ერევა. მაგრამ არა მტრობის და სასოწარკვეთის. სიხარულის. დიდი, ბედნიერი ოჯახი საშობაო საჩუქრების გახსნისთვის ემზადება…

პოსტის სწორად აღსაქმელად იხილეთ ქვედა პოსტი. თავიდანვე უნდა მიმეთითებინა.

Love u :*

5 Dec

მზემ, სულ კარგად იყავითო, და რამდენიმეთვიანი შვებულება აიღო :| ნუ, რას ვერჩით, მთელი წელი პატიოსნად იმუშავა და დაისვენოს ცოტა, მაგრამ რა აიტანს ნაცრისფერ ზამთარს :|
ცხოვრება მეზარება:|
დილით გაღვიძება და ახალი დღის დაწყება მეზარება :|
ათ საათზე გათენება და ექვს საათზე დაღამება მეზარება :|
ზამთრის მუდმივი სურდო მეზარება :|
დამატებითი ჯემპრები და თბილი ტანსაცმელი მეზარება :|
გაყინული თითები და ცხვირი მეზარება :|
უფოთლო ხეები და მობუზული ბეღურები მეზარება :|
ჩაშავებულპალტოიანი თბილისელები მეზარება :|
უაზროდ გამთბარი ან, პირიქით, გაყინული აუდიტორიები მეზარება :|
ცხელ ჭიქაზე შემოჭდობილი ხელები და ყავის თბილი ანაორთქლიც მეზარება :|
ახალი წელი მეზარება :|
ამდენი მეზარებაც მეზარება!!!
მეზარება და მორჩა :(
ზამთრის განწყობას ტავტოლოგია უხდება და არავინ არ შემეკამათოს!!!
massive attack-dissolved girl
ესაა ჩემი უახლოესი 4 თვის ცხოვრების საუნდთრეკი :(

ეს იყო ერთი წლის წინ

წელს არაფერიც არ მეზარება!!!
რა ბედნიერებაა :)


პირველი ახალი წელი ერთად :წუბ:

ჩემი უახლოესი ოთხი თვის საუნდთრეკი

Winter

Follow

Get every new post delivered to your Inbox.