Tag Archives: ამინდი

ბედნიერი

26 Oct

 მიყვარს მზე

წვიმა

მიყვარს, როცა თოვს

ქარმა რა დააშავა >_<

გაზაფხულიც მიყვარს, ზაფხულიც, შემოდგომაც და ზამთარიც!

იმიტომ, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ და ჩემზე ამინდები აღარ მოქმედებს ^_^

ამინდების ფოტო

4 Oct

აი, ასეთი ამინდია. თბილი ჯემპრების, მოხერხებული ფეხსაცმელების, ზურგჩანთებისა და ცხელი ყავის.

დღის ფოტო

10 May

როგორი ლამაზი და მზიანი დილაა!

მოდით, ვინც ვმუშაობთ და ასეთ ამინდში ოფისებში ვართ გამოკეტილნი, შესვენებაში ამ პარკში გავიდეთ, ჩამოვსხდეთ სკამზე,  სენდვიჩები მივირთვათ და  წვენი დავაყოლოთ.

წვიმიანი დღეების ქრონიკა

3 Apr

Alchoholic kind of mood…

ეს ოთხი სიტყვა ყველაზე კარგად გამოხატავს ამ წვიმიან ვიკენდს. არ ვიცი, არსებობს თუ არა ფსიქოლოგიაში მიმდინარეობა, რომელიც ადამიანის ხასიათის ამინდის მიხედვით ცვლილებას შეისწავლის. თუ არ არსებობს, არაუშავს, მე დავაარსებ, როდესმე. ან არ დავაარსებ და ესეც იმ მილიონ არდაწყებულ წამოწყებათა რიგებს შეურთდება, რომლებიც მე უნდა შემექმნა, მაგრამ დამეზარა, წავედი, ლოგინში ჩავწექი და თავზე საბანი გადავიფარე. სირაქლემა რა, იმ განსხვავებით, რომ მე ქვიშაში არ ვყოფ  თავს, საბანი მირჩევნია: უფრო კომფორტულია და უხერხულ პოზაში დგომაც არ გიწევს ადამიანს.

მოკლედ, საშინელი ამინდებია. ბნელი და უჟმური. უჟმური. საიდან მოდის ეს სიტყვა? ვინ გამოიგონა? ვინ იხმარა პირველად? როგორ შექმნა ასოების ესოდენ ზუსტი და სწორი წყობა. უჟმურად იყურება ცა, ნაცრისფრად. თუმცა ნაცრისფერი მსოფლიო მოდის ტრენდებში შედის და მეც ძალიან მომწონს, ცას ნამდვილად არ უხდება. ცა ძველმოდური ვინმეა, მოდას ვერ მისდევს, სილურჯის გარდა ვერაფერს იხდენს.

თუმცა, ამაშიც შემეკამათებოდა ნინი, ჩემი კურსელი. ერთადერთი ადამიანი ჩემს სანაცნობო წრეში, ვისაც ცივი და მოქუფრული ამინდები უყვარს. ასეთ დღეებში ჩაიცვამდა თხელ და ფართო პერანგს (ისეთს, ქარი რომ გიქრის და კანზე ეკლები გაყრის), გაიშლიდა ლამაზ თმებს და ფრიალებდა, ბედნიერი. დანარჩენები ვიბუზებოდით მეექვსეს ფანჯრებთან და ვუყურებდით ფერად ნინის, რომელსაც ცუდი ამინდები უყვარდა.

რამდენი დღეა, ჰერმან ჰესეს “ტრამალის მგელს” ვეჭიდავები. ძალას მე ვარ და ძალას ის. ვერაფრით ვერ დავინტერესდი. ვკითხულობ და კნუტ ჰამსუნი მახსენდება, სად ნაგელი და სად ტრამალის მგელი, მაგრამ მახსენდება და რა ვქნა? ისიც მახსენდება, კნუტ ჰამსუნი პირველად რატომ და რა ვითარებაში წავიკითხე და მეღიმება, წარსულში მინდა. სკანდინავიშიც მინდა.

გუშინ “ჭამა და სექსი”  ვნახე. ექვსი ნოველისგან შედგება, ექვსივე ჩვენი ყოფიდან არის აღებული. აი, რომ უყურებ და ხვდები, რომ ეს შეიძლება შენც დაგემართოს, ან გჭირს უკვე, ან ახლობელი გყავს ასეთი, ან ასეთი ისტორიები მილიონჯერ გაქვს მოსმენილი ყავის სმის დროს, ან კურილკაში, საიდუმლოდ. მოკლედ, მომეწონა. სამაგიეროდ, არ მომეწონა საღამოს გაგრძელება და ნერვები გვარიანად მომეშალა. ძაღლის გუნებაზე დავდექი, ღმერთმანი, იტყოდა კოლფილდი, ქართულ თარგმანში.

მერე იყო უძილობა და მერე ისევ ამინდი, რომელიც კარგს არაფერს გიქადის. ხვალ ორშაბათია, ორშაბათი კი ვისთვის ყოფილა მსუბუქი? იმედია, დილით ნაცრისფერი, უგემოვნო ცა არ დამხვდება. ვითხოვ ტრადიციულად ლურჯს!

ბოლოს კი ჯილდო მკითხველს, რომელმაც პოსტი ბოლომდე ჩაიკითხა:

ვიშლისტი

4 Mar

მერე რა, რომ უკვე გაზაფხულია. ასეთი ფანტელები რა, არ ცვივა?

ნ ვინ იტყვის უარს ამ ხელთათანებზე : )

ს მათთვის, ვისაც თოვლი/წვიმა ჩემსავით არ უყვარს:

მიუხედავად ამინდებისა, თეორიულად მაინც ხომ გაზაფხულია? მერე, გაზაფხული შარფების გარეშე? ნწ, ნწ…

(თავის ქალები ისევ მოდაშია? ^_^ )

ოგორ მინდა წითელი ბერეტი : ( ამ საზიზღარ ნაცრისფერ მანეკენზე მეტად მე მომიხდება :)

წავედი ^_^

Follow

Get every new post delivered to your Inbox.