Tag Archives: ავტობუსი

კვირა დილა

2 Oct

დღევანდელი დილა პოზიტიურად დამეწყო.

ავედი 88 ავტობუსში და აღმოვაჩინე, რომ საფულეში სამგზავრო ბარათი არ მედო. თავად ეს ფაქტი საკმაოდ ნეგატიურია, რა არის ამაში დადებითი. თან, იმის გათვალისწინებით, რომ გაჩერებაზე ყვითელ მაისურში გამოწყობილი კონტროლიორიც ამოვიდა.

მოვიჩხრიკე ჯიბეები და რკინის ორლარიანის მეტი ვერაფერი ვერ ვნახე. ჩემ წინ ერთი საყვარელი გოგო იდგა, მუსიკას უსმენდა. ვკითხე, ორლარიანს ხომ ვერ დამიხურდავებდა. მან კი ორმოცდაათი თეთრი მომცა და გამიღიმა. მადლობა გადავუხადე, ბილეთი ავიღე და მეც გავუღიმე.

მერე ვიფიქრე, ხომ არ დავახურდავებინო სხვას და დავუბრუნო-თქო, მაგრამ ამ პოზიტიური მომენტის გაფუჭება არ მინდოდა და გადავიფიქრე.

იბანავეთ, ხალხო!

19 Jul

როგორც ”დავკარგე ცოცხალი მინერალები” მოედო თბილისს, ისევე მინდა გავრცელდეს ”იბანავეთ, ხალხო” ფლაერები!

უკვე აუტანელი ხდება არამარტო საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობა, არამედ ქუჩაში უბრალო სეირნობაც კი.

სერიოზული პიარ კამპანიაა საწარმოებელი ბანაობის პროპაგანდისა და ჰიგიენის დაცვის შესახებ.

რა ვქნა მე, რიგითმა მოქალაქემ, რომელსაც ყოველ დილას ავტობუსით მიწევს მგზავრობა? ხომ არ შეიძლება ასვლისას ჩაისუნთქო და ჩამოსვლისას ამოუშვა ჰაერი? თუ ჩემი არ გჯერათ, გააჩერეთ ნებისმიერი სამარშრუტო ტაქსი, ან ავტობუსი, ან მეტროში ჩადით და საკუთარი თვალით კი არა და ცხვირით ნახეთ, რა ხდება.

იბანავეთ, ხალხო!

 

exam time

16 Apr

იცით რა მიყვარს ყველაზე ძალიან? ბევრი საქმე. თან, მრავალფეროვანი, საინტერესო, შემოქმედებითი. ნუ, მეტნაკლებად მაინც.

ადრე ვწერდი ასეთ გაწამაწიაზე. და მაშინაც ძალიან მომწონდა.

ახლაც იგივე დღეში ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირა რადიკალურად ამოვარდნილი ვარ და ვიქნები ჩემი ჩვეული რეჟიმიდან, ვერ შევძლებ მეგობრების ნახვას და ფილმების ყურებას, ავტობუსში მომიწევს ჰენდაუთების კითხვა და, მოკლედ, ფორსმაჟორულ სიტუაციაში ცხოვრება, მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ.

მხოლოდ ასეთ დროს აფასებ დასვენებას. დამსახურებულ დასვენებას.

მყუდრო

23 Mar

დღეს სიმყუდროვე აღმოვაჩინე! სპონტანურად, დაუგეგმავად და უცებ. პავლოვზე წასვლა ავტობუსით გადავწყვიტე და 85 ნომერში ავხტი. ფანჯარასთან დავჯექსი, ყურსასმენები გავიკეთე და “ტაბულას” ახალი ნომრის თვალიერება დავიწყე.
მზე მანათებდა, ტომ იორკის ხმის გარდა არაფერი მესმოდა და ბაბუნაშვილის სვეტს ვკითხულობდი.
ხომ არაფერია?
ჭეშმარიტება უბრალოებაშია (თუ როგორც არის).

Follow

Get every new post delivered to your Inbox.