Shoes on my mind!
26 Decცოტა მძიმე დღე მქონდა და გასართობად ისევ პოლივორს ჩავუჯექი. განტვირთვა არც ჩემს ბლოგს არ აწყენს. კაბები უკვე გაჩვენეთ, ახლა კი ძალიან ლამაზი ფეხსაცმელები დავათვალიეროთ <3
Rupert Sanderson Harper Platform Suede Pumps $719
Rupert Sanderson Red Leather Ankle Boot $1,095
Brian Atwood Suede Overlasted Platform Ankle Boots $709
Rupert Sanderson High Heel Pumps $675
და ბოლოს, საყვარელი ფლეტები : )
TORY BURCH Eddie Bow Ballet Flat Black Leather $250
Wishlist
24 Decმინდა დაგათვალიერებინოთ რამდენიმე კაბა, რომლებიც დიდი სიამოვნებით მეკიდებოდა ჩემს კარადაში : )
MOSCHINO C&C Tan Silk Dress $900
Carter Dress Waders Green Croc Jacquard $850
Jil Sander Luster cotton-blend dress $1,615
Victoria Beckham Belted silk-gazaar dress $3,120
Erdem Delal lace-appliquéd stretch-crepe dress $4,085
ჩემი გოგოები
19 Octაი, ახლა რაიმე სასწაულით საკმაოდ დიდი თანხა რომ დამერიცხოს ანგარიშზე, ამათ ვიყიდდი:

Tippi Bow Blouse Field Gold Stretch Viscose $400

Milly Guava Marzia Bow Jacket $695

Lanvin Rosette-embellished silk top $1,460

Odd Molly 872 Dark Grey Cardigan $282
DOLCE & GABBANA Caramello Decollette Bufalo Leather Pumps $530

FENDI Mademoiselle Black Jaguar Ballerinas $425

Rupert Sanderson Black Leather Ankle Boots $995

Salvatore Ferragamo Printed Silk-Chiffon Scarf $220

DIANE VON FURSTENBERG Cmael/Black Leather Gloves $175
უნიჭო მე
16 Junრატომ, რატომ ვარ ასეთი მოუხერხებელი? ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც ხელიდან ყველაფერი გამოსდით: კერვაც შეუძლიათ, ქსოვაც, მაკიაჟისა და ვარცხნილობის გაკეთებაც და სამკაულების შექმნაც?
დედაჩემის თანამშრომელი ანუკა, მაგალითად. დრო არ აქვს, თორემ თმაზე სულ მას მივაკითხავდი. ერთხელ გამიკეთა ვარცხნილობა რეტრო-საღამოსთვის და ძალიან მოეწონა.
ვარცხნილობებზე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ როგორ ვერ უნდა ისწავლო ადამიანმა fishtail-ის ჩაწვნა?
აი, ამის:
მილიონი ტუტორიალი ვნახე youtube-ზე, სადაც დეტალურად ხსნიან პროცესს, თეორიულად ყველაფერი გავიგე, მაგრამ ჩემს მიერ ჩაწნული fishtail-ი ჩვეულებრივი ნაწნავისგან დიდად არ განსხვავდება
თავი იმით ვინუგეშე, რომ საკმარისად გრძელი თმა არ მაქვს და იმიტომ არ გამომდის. მანამდე სხვის თმებზე ვივარჯიშებ >_<
სცადეთ თქვენც:
უთხარი არა შავს
23 Aprრა მოხდება, ერთ დღესაც საქართველოს პრეზიდენტმა (ან ვინმემ) შავი ფერის ტანსაცმლით სიარული რომ აკრძალოს?
არ შეიძლება, რომ ღვედების მსგავსად, ჯარიმა დაწესდეს? მერე რა, რომ უღვედოდ სიარული სიცოცხლისთვისაა საშიში და შავი ტანსაცმელი კიდევ არავის არაფერს უშავებს?
ეს თქვენ თვლით ასე. მე კი მგონია, რომ მუდმივად შავი და მუქი ფერების ყურება ადამიანის ფსიქიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
ბოლოსდაბოლოს, სრულიად შავი აუთფითი უგემოვნობის ზენიტია.
რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან: ათვალიერებ ქორწილის ფოტოებს და ხალხი ჩაშავებულია, თეთრი კაბა მარტო პატარძალს აქცვია. ყველაფერს ვფიცავარ, ჩემი ქორწილისთვის მოსაწვევებს რომ დავბეჭდავ, დრეს კოდად ფერად კაბებს მივუთითებ. ვიცი, რომ მაინც არავინ არ გაითვლისწინებს, მაგრამ მე ხომ ჩემსას ვეცდები.
ჰოდა, რას ვამბობდი: თუ ზოგადად არა, ქორწილებსა და დაბადების დღეებში მაინც აიკრძალოს ეს შავი კაბები.
შავი ზედები, შავი ქვედები, შავი შარვლები, შავი პიჯაკები, შავი ფეხსაცმელები, შავი ჩანთები, შავი პალტოები….
ვიყოთ ფერადები.




















