ოცდამეერთე საუკუნის შოუბიზნესში საკმაოდ ძნელია ვინმე რამით გააკვირვო. ყველაფერი ხომ თითქმის უკვე ნათქვამი, დაწერილი, ნამღერი, ნათამაშევი და ჩაცმულია!
მაგრამ, ჩნდება სტეფანი ჯოან ანჯელინა გარმანოტა და მუსიკალურ თუ მოდის სამყაროს თავდაყირა აყენებს. თითოეული დაჯილდოების წინ ყველას აინტერესებს: ამჟამად რა შოუს წარადგენს და რას ჩაიცვამს ლეიდი გაგა?
თავის ბოლო ნამუშევარში You and I გაგამ თავის ალტერ-ეგო, ჯო კალდერონე წარმოადგინა. ჯოს ფოტოსესია კლიპამდე იაპონურ ვოგში დაიბეჭდა. პირადად მე, მამაკაცი გაგა ძალიანც მომწონს. საოცრად სექსუალურია : )
გაგა იაპონურად
სწორედ ამ იმიჯით წარსდგა ის VMA 2011-ის დაჯილდოების ცერემონიალზე.
Jo Calderone left Lady Gaga home for that evening : )
იგივე დაჯილდოებაზე 2010 წელს გაგას ხორცის კაბა ეცვა. აი, ასე-ხორცის!

და ისევ VMA 2009

სხვა კაბები:








poker face
Go Gaga, Go! ველოდებით ახალ სიმღერებს და ახალ სიგიჟეებს : )
აქვე შემოგთავაზებთ გლის მიერ შესრულებულ Bad Romance-ს (Gagaism, a way of expressing yourself)




































