Archive | სატელევიზიო შუები RSS feed for this section

23 წელი ერთად

15 May

ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ არსებობს ურთიერთობები, რომლებიც არასდროს არ ინგრევა და ბოლომდე ძლებს. ამიტომ, განსაკუთრებით მტკივა გული, როცა ვხედავ, თუ როგორ შორდებიან საუკეთესო წყვილები ერთმანეთს-რეალურ ცხოვრებასა და თუ ფილმებში.

სწორედ ასე განვიცადე ლინეტისა და ტომის განქორწინების ამბავი. დესფერეიეთების ბოლო ორი სეზონი მათთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა: თავი იჩინა ამდენი წლის განმავლობაში დაგროვილმა პრობლემებმა, გაუგებრობებმა, ერთმანეთის კრიტიკამ და მობეზრებამ. მუდმივი ჩხუბისა და კინკლაობის შემდეგ ტომი სახლიდან წავიდა. და ლინეტმა მხოლოდ მის მანქანაში ჩამაგრებულ საბავშვო სკამზე იდარდა-ახალი მექნება საყიდელიო!

არადა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველას გვიხაროდა მათი ოჯახი: წყვილები შორდებოდნენ, რიგდებოდნენ, იხოცებოდნენ, ახალ პარტნიორებს პოულობდნენ… ტომი და ლინეტი კი, ყველაფრის მიუხედავად, ერთად იყვნენ.

პრინციპში, იდეალური წყვილი იყო: ხუთი ბავშვი, ლამაზი სახლი გარეუბანში, საერთო პროფესია, ერთმანეთის მოსმენის უნარი… თუმცა, სწორედ ამ უკანასკნელ ფაქტორში გაიჭედნენ. და სწორედ ეს უკანასკნელი ფაქტორი იყო ის, რაც ამ წყვილში ყველაზე მეტად მომწონდა.

Do you want to talk about this? კითხვა, რომელიც, პრობლემის გადაჭრის წინაპირობაა. საუბარი, კომუნიკაცია, დათმობა, ანგარიშის გაწევა… ამ ყველაფერმა გააძლებინა მათ 23 წელი ერთად და მათმა დეფიციტმა კი განქორწინებამდე მიიყვანა.

პირველი სეზონის მერე სერიალის შემქმნელებმა მკვეთრად შეცვალეს ლინეტის ხასიათი: კარიერისტი და დომინანტი ქალი გახადეს, რომელიც ოჯახსა თუ კარიერაში პირველობისკენ ისწრაფვის. კაცებს კი ყველაზე მეტად ასეთი ქალები არ უყვართ და გამონაკლისი არც ტომი არ იყო. მაგრამ, მაინც ძალიან თბილად მახსენდება როისა და ტომის ერთი ეპიზოდი, სადაც მეზობელი აღშფოთებულია ლინეტის ლიდერობით და თვლის, რომ ოჯახში კაცი უნდა იყოს მთავარი. ტომი უხსნის, რომ ლინეტს მძიმე ბავშობა ჰქონდა, ათი წლიდან უძღვებოდა ოჯახს და ზრდიდა დებს, რის გამოც ასეთი ხასიათი ჩამოუყალიბდა. და მისი, როგორც ქმრის, მოვალეობაა, გაუწიოს ამას ანგარიში და ცოლს თავი კომფორტულად აგრძნობინოს.

როდესაც ოჯახი მექნება მინდა, რომ ასე ვუწევდეთ ერთმანეთს ანგარიშს, ასე ვთმობდეთ და კომპრომისზე მივდიოდეთ. თორემ, როგორც დესფერეითებიდან გამოჩნდა, ვერაფერი ვერ გაუძლებს დროს ამ ყველაფრის გარეშე.

ლინეტი და ტომი შერიგდნენ, რა თქმა უნდა. და მე ისევ მინდა მჯეროდეს, რომ არსებობენ წყვილები, რომლებიც არასდროს არ შორდებიან და ყოველთვის ერთად არიან.

 

Missing big bang

20 Dec

არც კი ვიფიქრებ თქვენზე მანამ, სანამ მეხუთე სეზონს ბოლომდე არ დაამთავრებთ!

<3

Photo of the day

14 Nov

Dr. Greg.

Recently I’ve cheated on you so much. I’d been falling in love either with a blondie vampire, or a crazy physicist. But now here I am. For you.

And here we go again ^_^

 

ჩემი სერიალები vol. რომელიღაცა

6 Oct

რამდენი გემრიელი რამ დამიგროვდა სანახავი :)

  1. Glee-ს მესამე სეზონის მესამე სერია, რომელსაც ძალიან აქებენ და რომელიც უკვე გადმოწერილი მაქვს:

2.How I met your mother-ს მეშვიდე სეზონის მესამე სერია. ძალიან მიყვარს ჩემი ხუთეული <3

                                                                                რობინ, რა ლამაზი ხარ <3

              3.The big bang theory-ს მეორე სეზონი, მთლიანად.

       4.The vampire diaries, მესამე სეზონი.  ეს გაჭირვების სერიალია, ანუ სხვა ყველაფერი ნანახი რომ მაქვს, დღიურებს ვუყურებ :)

სრული ბედნიერებისთვის დასვენების სამი გადაბმული დღე მჭირდებოდა. ნიკოლა, დიდი მადლობა <3

ფრთხილად, სპოილერები!

14 Sep

გუშინ ორი სერიალის ყურება დავამთავრე. Glee და True Blood.

გლის მესამე სეზონი ნამდვილად არ ვიცი, როდის გამოდის. დიდად არც ვინტერესდები. სასიამოვნო საყურებელი სერალია, მაგრამ არა-ჩამთრევი. ბოლო ეპიზოდიც ვერ უვარგოდათ. ერთ სერიაში ჩატენილი ნიუ იორკი, ბროდვეი, წაგება, ფინის და რეიჩელის ამბები, სწრაფ-სწრაფად ახსნილი სიყვარული (კურტი და ბლეინი, მერსედესი და ის ქერა ბიჭი, ტომი), მისტერ შუს ვერ ახდენილი და თითქოს ახდენილი ოცნება რაღაც ვერ გამოვიდა კარგი. არც საფინალო გამოსვლა მომეწონა და, მოკლედ, უკმაყოფილო დავრჩი.

ვერც თრუ ბლადის ბოლო ეპიზოდით დავრჩი კმაყოფილი. წინა აშკარად ჯობდა, დაცემენტებული ერიკით და დედოფალს შებმული ბილით. არა, ეს ბოლო კადრი ცოტა სასაცილო იყო, მაგრამ მაინც : )). ასევე ძალიან მაღიზიანებდა ორ ვამპირს შორის ჩამჯდარი სუკი ტექსტით I love you both. ჯერ დადებილებული, მერე უგონოდ შეყვარებული ერიკი… კარგით, რა! სამაგიეროდ, კარგად დაიწყეს მარნის პერსონაჟით და ანტონიას ისტორიით. მაგრამ, ბოლომდე ამანაც არ გაამართლა. უძლიერესი მაგი ანტონია, რომელზეც მარნი ლოცულობდა  და ევედრებოდა, ბოლოში რატომღაც მაგრად დაჩმორდა და იგივე მარნი თავის ჭკუაზე ათამაშებდა 0_O. ან ჰესუსის მოკვლა რა საჭირო იყო? აი, ვის რას უშლიდა ეს სიმპატიური გეი? ახლა ისევ ერთი წელი უნდა გავიდეს და მანამდე ვერ გავიგებთ, თუ რა ბედი ეწია ტარას, ვისთან დარჩება სუკი, როგორ განვითარდება პემისა და ერიკის ურთიერთობა, რას გვიქადის ცემენტიდან ამომძვრალი რასელი და ა.შ.

ცოტა ხნის შესვენების მერე ფრინჯს დავიწყებ. ან ძმებ ვინჩესტერებს მივუბრუნდები, ან დამპალ ჰაუსს. საბედნიეროდ, არჩევანი დიდია :)

 

დღის ფოტო

27 Jun

დღის კი არა, წლის ფოტოა : )

საღამოს თრუ ბლადს ჩავუჯდები, როგორც იქნა.

Waiting sucks

19 Jun

სწორედ ასე დაასათაურა HBO-მ 26 ივნისამდე დარჩენილი პერიოდი. ამ თარიღს კი მე და ჩემნაირები უკვე ერთი წელია, რაც ველით.

 ერთ კვირაში True Blood-ის მეოთხე სეზონი გამოდის! გადაღებები მთელი წლის განავლობაში მიმდინარეობდა, ძირითად ქასთს ახალი მსახიობები ემატებოდა და სიუჟეტიც უფრო ჩახლართული და დამაინტრიგებელი ხდებოდა.

ადრეც ვწერდი, თუ როგორ ჩამითრია ამ სერიალმა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სატელევიზიო შოუ მაქვს ნანახი, ასე არცერთზე არ შევმჯდარვარ. მოკლედ, ნამდვილი თრუ ბლად ედიქთედ გავხდი. სამწუხაროდ, მხოლოდ სამი სეზონია ჯერ გამოსული, თითოში კი თორმეტი სერია, რაც ძალიან ცოტაა (“ვამპირის დღიურებს” 22 სერია აქვს სეზონში, რა უსამართლობაა :@ ). მაგრამ, ალან ბოლი “მთავარი რაოდენობა კი არა, ხარისხია”-ს პრინციპით ხელმძღვანელობს, რაც, უდაოდ, ამართლებს.

ასეთ ლოდინში გავიდა ერთი წელი. ხან შარლინ ჰარისის წიგნებს ვკითხულობდი (მათ მიხედვით არის სერიალი გადაღებული), ხან ძველ ეპიზოდებს ვუყურებდი, ხან მსახიობების ინტერვიუებს ვკითხულობდი… მოკლედ, ნამდვილი ფანივით ვიქცეოდი. იმ ფანივით, მეშვიდე კლასის მერე რომ არ ვყოფილვარ :)

ერთი კვირაც და გემრიელად ჩავუჯდები ახალ სერიას. The less time is left, the waiting sucks more : (

Boys, boys, boys ^_^

21 Apr

ისე, სექსუალურობა როგორი სუბიექტური ცნებაა, არა? არც გარეგნობა რომ არ განსაზღვრავს და არც სტერეოტიპები, გესექსუალურება და მორჩა!
მე, მაგალითად, ჯეიმს ფრეინი მომწონს. ძალიან.
 იგივე ფრანკლინი, თრუ ბლადიდან. შეშლილი, არანორმალური, ფსიქოპათი, რომანტიული და თავისებურად მოსიყვარულე ვამპირი.

 და აქცენტი, ხმა. მოგისმენიათ მისი საუბარი? არ ვიცი, ბრიტანულად უქცევს თუ სადაურად, მაგრამ ძალიან სექსუალური ხმა აქვს <3

მეორე შეშლილი, სექსუალური ადამიანი ვეს ბენტლია, კამერიანი რიკი, ამერიკული სილამაზიდან:

 ფილმი 1999 წელსაა გადაღებული. დღეს ვეს ბენტლი ასე გამოიყურება:

 I love freaks <3

 მესამეს დღეს წავაწყდი, შემთხვევით. ტიუდორებს ვუმზერდი და ძალიან მომეწონა მეფე ჰენრი რომელიღაცა. თავიდან ზემოთხსენებულ ვეს ბენტლიში ამერია, აქვთ რაღაც საერთო, არანორმალური თვალები.

 ჯონათან რის მეიერსი

 რამხელა გავლენას ახდენს როლი ადამიანის აღქმაზე. სამივე მსახიობი შეშლილი, უხასიათო, freak ტიპაჟები მგონია ^_^

Bill & Sookie

27 Mar

თვალები დახუჭეთ, მოდუნდით. მოუსმინეთ და იგრძენით, რა ლამაზი და უცნაური მელოდიაა…

სერიალომანი

7 Mar

ზოგს კინო უყვარს და არცერთ ახალ ფილმს არ ტოვებს უნახავს.

მეც მიყვარს კინო, მაგრამ სერიალები მირჩევნია. იყო ჩემს ცხოვრებაში დრო, როცა სკოლის დროს ბრაზილიური სერიალებით ვტკბებოდი. ის პერიოდი დიდი ხანია, რაც გავიდა და მეც ჟანრი შევიცვალე. შევიცვალე რა, ვუყურებ კარგ, ხარისხიან სერიალებს. რა მნიშვნელობა აქვს დრამა იქნება თუ ფანტასტიკა?

ჩემი პირველი სიყვარული ექიმი ჰაუსი იყო.

2007-2008 წლები იყო? არ მახსოვს ზუსტად. რუსთავი 2 ჯერ არ უშვებდა ჰაუსის სერიებს და კაშედან ვიწერდი. ვაღიარებ, რომ ძველი სეზონები გაცილებით სჯობია ბოლო ორს. მეშვიდე სეზონს აღარც ვუყურებ. ამოწურეს სცენარისტებმა პერსონაჟი და ქართველი პროდიუსერებივით დაემართათ, მაზოლის ამოყვანა რომ იციან თვალში ოდესღაც წარმატებული სახითა თუ პროექტით (მაგ.: “ჯეოსტარი 235″ და უცვლელი დუტა ან მისი ხმა :| )

შემდეგ რომელიღაც არხზე წავაწყდი sex and the city-ს ფილმის პირველ სერიას.

ძალიან მომეწონა და თავად სერიალის ყურება დავიწყე. კიდევ კარგი! შვიდივე სეზონის დასრულებისთანავე შევუერთდი იმ ადამიანთან რიცხვს, ვინც თვლის, რომ ფილმი არაფერია სერიალთან შედარებით. მეორე ნაწილზე საერთოდ არ გავაკეთებ კომენტარს: აბუ დაბის პრ-კამპანია და ჰეპი-ენდი სულ არ შეეფერებოდათ კერის, მირანდას, სამანტასა და შარლოტას (by the way, მე მირანდა მიყვარს ყველაზე მეტად. You?)

სექსის მერე ძმები ვინჩესტერების დრო დადგა.

Supernatural-მა საინტერესო სერიების გარდა ღამეული კოშმარებითაც დამაჯილდოვა. რა ვქნა, გამომყვა ბავშვობიდან ეს შეუცნობელის, ბუების და გუდიანი კაცების შიში :( მაგრამ ვისაც ეს ჟანრი გიყვართ გირჩევთ, რომ ეს სერიალი არ გამოტოვოთ. დინის პერსინაჟი ისეთ შუტკებს აძრობს, იმ ოხერ კოშმარებად ნამდვილად ღირს. და, საერთოდაც, დინი <3

Supernatural-ის შემდეგ თრუ ბლადი დავიწყე.

ზოგადად, ძალიან ადვილად ვიცი რაღაცის ატაცება და ბოდვა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ზუსტად ეს დამემართა  true blood-ზე.  ვამპირებით დიდად აქამდე არც ვიყავი გატაცებული, მაგრამ ერიკის, ბილის, ჯესიკას, ფრანკლინის და ა.შ. პერსონაჟებმა მმმმმ  ძალიან ჩამითრია. უნდა ვაღიარო, რომ არცერთ სერიალს არ ჩავუთრევივარ ასე. ნარკომანივით ვიწერდი სერიალები.გე-დან და საიტის რამდენიმედღიანი გათიშვის გამო ადმინს წერილით კი მივწერე :)  მეოთხე სეზონი ივნისში გამოდის. მანამდე კი წიგნებს ვკითხულობ.

ჩემი ვამპირული ლომკების გამო დავიწყე ვამპირის დღიურების ყურება.

დაიმახსოვრეთ, Vampire Diaries არის პაპსა ვამპირებზე. თრუ ბლადის ჰარდკორ-სცენების შემდეგ მზეში მოტანტალე ვამპირების ყურება დიდი ვერაფერი მუღამია. რაღა ეგ და რაღა თვაილათი თავისი ბრჭყვიალა  ედვარდით და მუდო ბელათი.

დღიურების მერე შევისვენე. და დავიწყე წინებისგან აბსოლუტურად განსხვავებული Ugly Betty-ს ყურება :) .

ეს არის ისტორია მექსიკელ მახინჯ, ბანჯგვლიანწარბებიან, ბრეკეტებიან, უგემოვნო გოგოზე, რომელიც ძალიან, ძალიან მონდომებული და ნიჭიერია. სასაცილოა, მაგრამ ბეტი შთამაგონებს. თან მალე ბრეკეტების ჩასმას ვაპირებ და ორმაგად შთავგონდები, ალბათ :) :)

აგლი ბეტის კვირას მოვრჩი. ვინ იქნება შემდეგი?

სასოწარკვეთილი დიასახლისები?

How I met your mother?

Six feet under?

ვნახოთ. ყველას გირჩევთ, იცხოვროთ ერიკთან, ბეტისთან, დინთან, გრეგ ჰაუსთან და მირანდა ჰობსთან ერთად. ასე არ სჯობია? ^_^

 

Follow

Get every new post delivered to your Inbox.