Archive | მედია პოსტები RSS feed for this section

სტერილურობის პრობლემა და დასაბალანსებელი სიუჟეტები

3 Dec

უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის მიმართულებით დავამთავრე.  სტუდენტობის დროს გაზეთშიც ვწერდი, ტელევიზიასა და რადიოშიც ვცადე ბედი. მერე ვიფიქრე, რომ ჩემგან კარგი ჟურნალისტი ვერ დადგებოდა და ამ სფეროს საერთოდ შევეშვი. ახლა სხვა ფაკულტეტზე ვაგრძელებ სწავლას და რადიკალურად განსხვავებული გეგმები მაქვს, მაგრამ როდესაც ტელევიზორს ვუყურებ, ვრწმუნდები, რომ თავის დროზე ტყუილად დავაკნინე საკუთარი ჟურნალისტური მონაცემები.

გუშინ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა. ნოდარ მელაძის გადაცემის კრიტიკა უკვე ყელში მაქვს ამოსული. ყველა, ვისაც წერა და ლაპარაკი არ ეზარება, სასტიკად ასწორებს მიწასთან და, რაც ყველაზე საინტერესოა, თითოეული მათგანი მართალია. გუშინ ჩემთვის საკმაოდ საინტერესო თემა ჰქონდათ: შიდსისა და ჰეპატიტის გავრცელების გზები, სანიტარული მდგომარეობა სტომატოლოგიურ კლინიკებსა და სილამაზის სალონებში. 

მელაძემ გამოაცხადა, რომ ვნახავდით დღევანდელი სანიტარული სიტუაციების ამსახველ სიუჟეტებს და მეც მოხერხებულად მოვეწყე სავარძელში. შედეგად, ვნახე სიუჟეტები, რომლებიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. პირველი მათგანი  სტომატოლოგიურ კლინიკებს ეძღვნებოდა. ჟურნალისტს გადაღებული ჰქონდა ორად-ორი კლინიკა, თბილისის გარეუბნებში. იცით როგორი? აი, საღად მოაზროვნე და საკუთარ ჯანმრთელობაზე მზრუნველი ადამიანი რომ არაფრის დიდებით არ შევა. ბნელი, ჭუჭყიანი ოთახები, ძველისძველი ტექნიკა, ფარდით გაყოფილი განყოფილებები და ა .შ.

გასაგებია, რომ კარგი კლინიკა შესაბამისი აპარატურით საკმაოდ ძვირი ღირს და ერთი კბილის დაპლომბვაც კი სერიოზულ თანხებთან არის დაკავშირებული. მაგრამ როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება, იქ  რაღაცების მოკლება, გაჭირვება და უსაფრთხო მკურნალობა უკვე ღირს. კარგი, დავანებოთ თავი ამ ძვირიან კლინიკებს. ხომ არსებობს საშუალოც?  რატომ არ უნდა გადაიღოს ჟურნალისტმა თავის სიუჟეტში სხვადასხვა დონის კლინიკა?  გადაცემის თემა სტერილურობა იყო და სასტერილიზაციო აპარატიც კი არ უჩვენებიათ. თუკი მე, როგორც პაციენტი, უნდა დავინტერესდე პირობებით და გადავამოწმო, თუ სად ასტერილებენ ხელსაწყოებს და ა.შ., ხომ უნდა ვიცოდე, რას ვითხოვ და რა როგორ უნდა იყოს? არანაირი ბალანსი. პირიქით, სიტუაციის მუქად და შავბნელად გამოყვანის მცდელობა. როდესაც სადღაც მიწურში მიდიხართ კბილის დასაპლომბად, იქიდან ცუდად ნამკურნალები კბილით კი არა, მართლა შიდსით და ჰეპატიტით დაავადებული შეიძლება გამოხვიდეთ.

მეორე კიდევ უფრო მაგარი სიუჟეტი-სილამაზის სალონებზე. და სად იყო ეს ყველაფერი გადაღებული? გადასასვლელ ხიდზე. ერთი ციცქნა ოთახები, სადაც წყალიც კი არ მოდის. ფაქტი საშინელია, მაგრამ კიდევ უარესია სიუჟეტში დასმული შეკითხვა: რატომ არ ასტერილებთ თმის საკრეჭ მაკრატლებს? შიდსი თმაზე შეხებით, რამდენადაც მე ვიცი, არ გადადის. იმის შანსი კი, რომ სტილისტმა ინფიცირებულ ადამიანს ყური მოაჭრა და მერე იგივე მაკრატლით ჩემს ყურებს მიადგა, საკმაოდ მცირეა. არ უარვყოფ, რომ არის. არც იმას უარვყოფ, რომ მაკრატლების არასტერილურობა პრობლემა არაა. მაგრამ, როდესაც ამ თემაზე აკეთებ სიუჟეტს, თითიდან გამოწოვილი მაგალითი კი არა, რეალური საფრთხეები უნდა დააყენო: მანიკიური და პედიკიური (არ ყოფილა ნაჩვენები კადრები, თუ როგორ უნდა სტერილურდებოდეს ინსტრუმენტები), ტატუირება… ეს უკანასკნელი დამსწრემაც აღნიშნა. ტატუირების იგნორირება ინფიცირებაზე გადაცემის მომზადების დროს, სულ მცირე, არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს (პრინციპში, გადაცემისთვის ბოლომდე არ მიყურებია. თუკი ტატუირებაზე რაიმე იყო ნათქვამი და მე გამომრჩა, ბოდიში. თუ არადა, წინა შენიშვნა ძალაში რჩება).

სამაგიეროდ, მელაძის გადაცემებს შორის ეს ყველაზე საინტერესო თემატიკით გამოირჩეოდა. ნამდვილად უნდა მიექცეს ამ პრობლემას სათანადო ყურადღება და მოსახლეობაშიც უნდა გატარდეს კამპანია, რომელიც მათ საჭირო ანალიზების ხშირ-ხშირად გაკეთებისკენ მოუწოდებს. ერთი შეხედვით, საკმაოდ უცნაურად ჟღერს, როდესაც შიდსზე სინჯის ასაღებად მიდიხარ. მეორე მხრივ, თუკი მსოფლიოში უამრავი ადამიანია ინფიცირებული, რატომ არ არსებობს იმის შანსი, რომ ეს შენც დაგემართოს?

სტომატოლოგთან ყველა დავდივართ. ასევე ყველა ვსტუმრობთ სილამაზის სალონებს. დაწესებულებების ფრთხილად არჩევა და საკუთარი ჯანმრთელობის მუდმივი კონტროლი-აი, რა არის გამოსავალი ამ კონკრეტულ სიტუაციაში.

 

 

 

ხედი 360 გრადუსით

6 Jun

ერთი ძალიან მაგარი საიტი აღმოვაჩინე. არ ვიცი, რამდენად აპრობირებულია მსოფლიოში კატალოგების ეს სისტემა, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ლამაზი და ეფექტურია.

აი, ისიც: http://panotour.ge/index.php?id=30

საიტი  პანოტურს ეკუთვნის. ამოძრავეთ კურსორი და დაათვალიერეთ სხვადასხვა ადგილები 360 გრადუსით : )

21 May

ჩემი პროფესია ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი და დაუფასებელია საქმეა საქართველოში.

ჟურნალისტი ვარ.

სწავლის პერიოდში ვცდილობდი, რომ მაქსიმალურად ვყოფილიყავი ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩართული: ვწერდი სტატიებს, პრაქტიკის ტელევიზიაში გავლა მინდოდა, დუბლიორშიც მივიღე მონაწილეობა…

მაგრამ, არ გამოვიდა. ვერ ვიშოვე კარგი, არა, ნორმალური სამსახური. ვინმეს ოდესმე გინახავთ რომელიმე ტელევზიის მიერ გამოცხადებული ვაკანსია? მე ვერ ვნახე.

ჰოდა, გადავწყვიტე სხვა საქმე მეძებნა. საქმე, სადაც საკუთარი ძალების რეალიზებასა და მუშაობას შევძლებდი. და ველოდებოდი იმ დღეს, როდესაც ჩემს რომელიმე უფრო ბრძოლისუნარიან, უფრო ძლიერ კურსელს ვნახავდი ტელევიზორში და ნაღვლიანად ამოვიოხრებდი.

ანა, გილოცავ :*

P.s. გული არ დამწყდა :) ხანდახან ზუსტ გადაწყვეტილებებს ვიღებ.

ტიუდორები და ნანატრი ბაგრატიონები

27 Apr

გული მწყდება, რომ ვერასდროს ვერ ვნახავ ქართულ ისტორიულ სერიალს დავით აღმაშენებლის ან სხვა მეფის ზეობის ხანის შესახებ. შეიძლება ვნახო კიდევაც, მაგრამ  ის არასდროს არ იქნება ისეთი კარგი და ხარისხიანი, როგორიც ჩემი პოსტოს სათაურია. რატომ?

1) ფილმში იქნებიან დუტა, ნანკა, რუსკა, მუსკა და ყველა ის ადამიანი, ვისი დანახვაც აღარ შეგვიძლია. თან მე მეჩვენება თუ მართლა ასეა, არ ვიცი-ყველა როლში ერთნაირი არიან. განსაკუთრებით ნანკა, ან განსაკუთრებით დუტა, ან განსაკუთრებით ნებისმიერი მათგანი.

2) ფილმი შეიძლება გადაიღოს არაქართველმა რეჟისორმა, არაქართველი, მოუბეზრებელი მსახიობების  მონაწილეობით. ამას მგონი ისევ ზემოთა ვარიანტი ჯობია: ქართულ ხასიათს და მომენტებს ვერ დაიჭერს უცხოელი კარგად, თან ინგლისურად ამეტყველებული თამარ მეფე ცოტა უცნაურია, მსუბუქად რომ ვთქვათ.

რატომ მომწონს ტიუდორები ასე ძალიან? ნებისმიერ ბრიტანელს შეუძლია გადაშალოს ისტორიის წიგნი, წაიკითხოს, გაეცნოს, მერე ჩართოს სერიალი და უყუროს იგივეს, დეტალებით, კოსტიუმირებით, მეთხუთმეტე საუკუნის ინგლისის აღწერით, პლიუსებით და მინუსებით.

ვაღიარებ, რომ მსოფლიო ისტორია კარგად არ ვიცი (ნანა მას, ამ პოსტს თუ კითხულობთ, თქვენი ბრალია, იცოდეთ). მაგრამ ის ადამიანები, ვინც ამ საკითხში კარგად ერკვევიან ამბობენ, რომ სერიალი არ ცდება ისტორიულ ფაქტებს და არაფერი არ არის დიდად დამახინჯებული.

ერთადერთი, მეფე ჰენრი მერვე გაცილებით უსიმპატიოა, ვიდრე მისი როლის შემსრულებელი ჯონათან რის მეიერსი :) :

 კოსტიუმები უკვე ვახსენე. რამდენჯერ ვინატრე ანა ბოლეინის კაბები, ღრმა დეკოლტით და ულამაზესი ფერებით. თან, შუასაუკუნეების კაბები ძალიან, ძალიან ეშმაკურადაა მოწყობილი: მკერდი არ გაქვს? კორსეტში გექნება; გასუქდი? იმხელა კაბაში არც გამოჩნდება, მთლად სპილო თუ არ ხარ; და ა.შ.

მაგალითად, ეს წითელი კაბა ძალიან მომწონს <3

 გვირგვინები! თავხედურად მინდება ბრიტანეთის სამეფო დინასტიის სადედოფლო გვირგვინების მორგება :)

  არ შეიძლება ასეთივე სერიალი გვქონდეს ჩვენს მეფეებზე? : ( თვალსაჩინოდ რომ ვნახოთ, როგორ ცხოვრობდნენ, რა ეცვათ, როგორ ლაპარაკობდნენ, რა ხდებოდა საერთოდ იმ დროს, ხდებოდა კი ის, რასაც ისტორიის წიგნში ვკითხულოთ?

პოსტის დასაწყისში ხსენებული ორი მიზეზის გამო გამორიცხულია, რომ ქართული ისტორიული სერიალი მომეწონოს. მანამდე კი ტიუდორებს ვუყურებ და ყველას გირჩევთ.

  

ვავა-ვაკანსია

31 Mar

რადიოს მარტო მანქანაში უსმენენ. არ ვიცი, როგორაა მსოფლიოში, მაგრამ თუკი ვინმე ასეთ კვლევას საქართველოში ჩაატარებს, გამკითხულთა უმრავლესობა ამ ფაქტს აღიარებს. მე მანქანა არ მყავს, შესაბამისად, აქტიურ მსმენელად ვერ ჩავითვლები. თუმცა, როდესაც რადიო-მიმღებთან მოვხვდები, ბავშობიდან გამოყოლილი ჩვეულებისამებრ “ფორტუნა +”-ს ვრთავ. ისიც იშვიათად. მხოლოდ ხუთშაბათობით, გადაცემა “ვაკანსიის” დროს.

ზოგადად, ძალიან მაწუხებს დასაქმების პრობლემა. კი, მე ვმუშაობ, მაგრამ უამრავი ადამიანი ჩემ გარშემო სამსახურს უშედეგოდ ეძებს და ძალიან მიხარია, როდესაც რომელიმე მათგანი პოულობს. ამიტომაც ვუსმენდი ამ გადაცემას. მაინტერესებდა, რა მდგომარეობა იყო ვაკანსიების მხრივ, რას ითხოვდნენ დამსაქმებლები, რა კონტიგენტი ეძებდა სამუშაოს და ა.შ.

დღესაც მოვმართე რადიომიმღები “ფორტუნა პლიუსის”  ტალღაზე და დაველოდე გადაცემას.

რა მნიშვნელობა აქვს, რა ვაკანსია იყო და ვინ აცხადებდა მას. 15 წუთზე მეტი ვერ გავქაჩე. ის 15 წუთიც იმას ვნატრობდი, რომ როგორმე შემეღწია რადიომიმღებში და წამყვანისთვის მიკროფონი გამომეგლიჯა, ან იქვე ცხარე დებატები გამემართა. დარეკვაც ვიფიქრე, მაგრამ, ვინაიდან, ამ გადაცემაში ზარები ცალმხრივია, გადავიფიქრე. არაუშავს, იმედია წამყვანი ამ პოსტს მაინც ნახავს.

ისე, რა დასამალია, გაყიდვების აგენტზე იყო ვაკანსია. დარეკა ადამიანმა, რომელსაც შემთხვევით წამოსცდა, რომ ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა. აქ დაიწყო, მაგრამ რა დაიწყოოოოო.

წამყვანს გიგა ერქვა, მგონი. რას გაარჩევ, მანდ ყველას ერთნაირად დაყენებული ხმა აქვს. მოკლედ, ჩვენმა წამყვანმა აიწყვიტა. მეო, არცერთ ბანკს არ ვენდობიო, მატყუარებიო, ისეთები, ასეთებიო. შიგადაშიგ ახსენებდა სესხსა და პროცენტებს.  უეჭველი რაღაც პრობლემა შეექმნა ამ ბოლო დროს და ნერვებმა უმტყუნა. რა ეთიკა, რის თავშეკავება, ამ საწყალ გოგოს დაახურა თავზე ყველაფერი.

“კლიენტი ხომ ყოველთვის მართალია?!” არაა ბატონო, კლიენტი ყოველთვის მართალი. აგერ, თუნდაც ბატონი გიგა. მილიონჯერ გაიმეორა ფრაზა: “შემოვედი ბანკში მე, მომსახურე პერსონალი და როგორ მემსახურები აბა?” გიგა, გენაცვალე, მომსახურე პერსონალი ნიშნავს იმ ადამიანს, რომელიც იმ კონკრეტულ ბანკში მუშაობს. შენ კი კლიენტი ხარ, თან ისეთი, მართალი კი არა არაფრის გონზე რომ არ არის. მოკლედ, ამ ჩვენმა მომსახურე პერსონალმა გიგამ საწყალ გოგოს კატოკით გადაურა, აყვირდა, დაყენებული ხმა გაუქრა და წამყვანის მიუკერძებლობაც სრულიად დაივიწყა (ისე, რაიმე რომ დაივიწყო, უნდა იცოდე მაინც).

როგორ ვნატრობდი, იმ გოგოს ადგილზე ვყოფილიყავი. პრინციპში, არც ეგ იყო დიდად სახარბიელო კადრი. გიგა ხომ პოტენციური პრობლემური კლიენტი იყო, რომლის დამშვიდება და დაკვალიანება ამ გოგოს კომპეტენციაში შედიოდა. დაამშვიდა კი არა, მგონი ტელეფონთან ტიროდა.

საბოლოოდ, წამყვანი დაწყნარდა და სიტყვა დასაქმების სააგენტოს წარმომდგენელს გადასცა, რომელმაც წლის შეკითხვა დასვა: “სივიში გიწერიათ, რომ რუსული საშუალოდ იცით და ინგლისური კარგად. რომელ ენას ფლობთ უკეთ?”

მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. უბრალოდ, საღოლ, რომ რადიო-სივრცეში ის ერთადერთი გადაცემაც შემაძულეთ, რომელსაც იშვიათად, მაგრამ მაინც ვუსმენდი.

არ მოგწონს? გადართე!

19 Mar

საბჭოთა პერიოდში მაყურებლები ჟურნალისტებს რედაქციაში წერილებს სწერდნენ. არ ვიცი, რას ითხოვდნენ ისინი: ახალ თემებს, ხარისხიან გადაცემებსა და სტატიებს, თუ, უბრალოდ, თავიანთ თანადგომას და სიყვარულს გამოხატავდნენ.

არც ის ვიცი, რა პასუხს იღებდნენ. იღებდნენ კი საერთოდ? იმ დროს ხომ კომუნიკაცია, შედარებით, ცალმხრივი იყო და ჟურნალისტს არ ჰქონდა იმის დრო და საშუალება, რომ ამ წერილებზე რეაგირება სათითაოდ მოეხდინა.

ახლა კი ეს ყველაფერი გაცილებით მარტივია. წამყვანი კრეფს ფეისბუქის ან ფორუმის მისამართს, შედის თავისი გადაცემის გვერდზე და სამართიან თუ უსამართლო კრიტიკას გაბუსხული პასუხობს: “არ მოგწონთ? გადართეთ!”

როგორია? გადასარევი!

იგივე ტაქტიკა შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთებში. მაგალითად, უნივერსიტეტში.

  • ლექტორი გვიწუნებს ნაშრომს და გარკვეული კორექტივები შეაქვს მასში. ჩვენ ვღშფოთდებით და პირში ვახლით: “არ მოგწონთ? სხვა ნაშრომი წაიკითხეთ!” ან “უკეთესი თავად დაწერეთ!”
  • ვატარებთ მანქანას. გვერდით გვიზის ადამიანი, რომელიც შენიშვნას გვაძლევს, რომ უყურადღებოდ დავდიართ და, აგერ, უკვე  მერამდენე საავარიო სიტუაცია შევქმენით. ჩვენ ვხტებით მანქანიდან და ვღრიალებთ:”არ მოგწონს? უკეთ შენ ატარე, ან სხვა მანქანაში გადაჯექი!”
  • ვაცხობთ ჩვენს საყვარელ ნამცხვარს, რომელსაც მუდმივად სიტკბო აკლია. გამოცდილი დიასახლისის რჩევას, რომ აწი მეტი შაქარი ვუყოთ, ნამცხვრის დახეთქებით ვპასუხობთ: “არ მოგწონს? სულ ნუ გასინჯავ!”
  • მშობლეთა კრებაზე პედაგოგის შენიშვნებს ჩვენს შვილთან დაკავშირებით აგდებულად ვპასუხობთ: “არ მოგწონთ? უკეთესები თქვენსკენ ეძებეთ!” ვხვევთ ხელს პირმშოს და უზრდელი შვილი ამაყად მიგვყავს სახლში.

მოკლედ, გვძულს და გვეზიზღება კრიტიკა. იმაზე ფიქრითაც კი არ ვიწუხებთ თავს, სამართლიანია თუ არა იგი. შეგვეწინააღმდეგენ? სხვა გზით წავიდნენ!

მე კი, როგორც ჟურნალისტს, სულ სხვა რამ მასწავლეს. იგივეს ასწავლიან მარკეტოლოგებსაც, თუ არ ვცდები: თითო დაკარგული მაყურებელი (უკმაყოფილო კლიენტი) ათ სხვა დაკარგულ მაყურებელს (უკმაყოფილო კლიენტს) უდრის. გადაცემები ხომ იმისთვის მზადდება, რომ მათ ხალხმა უყუროს. ჟურნალისტები ხომ იმისთვის შრომობენ, რომ ისინი ხალხს უყვარდეს და თავისიანად თვლიდნენ. არხი ხომ იმისთვის არსებობს, რომ რეიტინგული იყოს და მაყურებლები მისი ლოგოს დანახვაზე გადასართველად პულტს არ ეძებდნენ.

მაშინ, რატომ ხდება ყველაფერი პირიქით? რატომ ეშლებათ ჟურნალისტებს ნერვები უმცირეს კრიტიკაზეც კი და ეგრევე სხვა არხის ყურებისკენ რატომ მოგვიწოდებენ?

მე, პირადად, რამდენიმე მათგანის რჩევა დიდი ხანია, რაც გავითვალისწინე და, ვინაიდან, გადასართველი არხი ფიზიკურად აღარ დამრჩა, ტელევიზორს საერთოდ აღარ ვუყურებ.

სერიალომანი

7 Mar

ზოგს კინო უყვარს და არცერთ ახალ ფილმს არ ტოვებს უნახავს.

მეც მიყვარს კინო, მაგრამ სერიალები მირჩევნია. იყო ჩემს ცხოვრებაში დრო, როცა სკოლის დროს ბრაზილიური სერიალებით ვტკბებოდი. ის პერიოდი დიდი ხანია, რაც გავიდა და მეც ჟანრი შევიცვალე. შევიცვალე რა, ვუყურებ კარგ, ხარისხიან სერიალებს. რა მნიშვნელობა აქვს დრამა იქნება თუ ფანტასტიკა?

ჩემი პირველი სიყვარული ექიმი ჰაუსი იყო.

2007-2008 წლები იყო? არ მახსოვს ზუსტად. რუსთავი 2 ჯერ არ უშვებდა ჰაუსის სერიებს და კაშედან ვიწერდი. ვაღიარებ, რომ ძველი სეზონები გაცილებით სჯობია ბოლო ორს. მეშვიდე სეზონს აღარც ვუყურებ. ამოწურეს სცენარისტებმა პერსონაჟი და ქართველი პროდიუსერებივით დაემართათ, მაზოლის ამოყვანა რომ იციან თვალში ოდესღაც წარმატებული სახითა თუ პროექტით (მაგ.: “ჯეოსტარი 235″ და უცვლელი დუტა ან მისი ხმა :| )

შემდეგ რომელიღაც არხზე წავაწყდი sex and the city-ს ფილმის პირველ სერიას.

ძალიან მომეწონა და თავად სერიალის ყურება დავიწყე. კიდევ კარგი! შვიდივე სეზონის დასრულებისთანავე შევუერთდი იმ ადამიანთან რიცხვს, ვინც თვლის, რომ ფილმი არაფერია სერიალთან შედარებით. მეორე ნაწილზე საერთოდ არ გავაკეთებ კომენტარს: აბუ დაბის პრ-კამპანია და ჰეპი-ენდი სულ არ შეეფერებოდათ კერის, მირანდას, სამანტასა და შარლოტას (by the way, მე მირანდა მიყვარს ყველაზე მეტად. You?)

სექსის მერე ძმები ვინჩესტერების დრო დადგა.

Supernatural-მა საინტერესო სერიების გარდა ღამეული კოშმარებითაც დამაჯილდოვა. რა ვქნა, გამომყვა ბავშვობიდან ეს შეუცნობელის, ბუების და გუდიანი კაცების შიში :( მაგრამ ვისაც ეს ჟანრი გიყვართ გირჩევთ, რომ ეს სერიალი არ გამოტოვოთ. დინის პერსინაჟი ისეთ შუტკებს აძრობს, იმ ოხერ კოშმარებად ნამდვილად ღირს. და, საერთოდაც, დინი <3

Supernatural-ის შემდეგ თრუ ბლადი დავიწყე.

ზოგადად, ძალიან ადვილად ვიცი რაღაცის ატაცება და ბოდვა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ზუსტად ეს დამემართა  true blood-ზე.  ვამპირებით დიდად აქამდე არც ვიყავი გატაცებული, მაგრამ ერიკის, ბილის, ჯესიკას, ფრანკლინის და ა.შ. პერსონაჟებმა მმმმმ  ძალიან ჩამითრია. უნდა ვაღიარო, რომ არცერთ სერიალს არ ჩავუთრევივარ ასე. ნარკომანივით ვიწერდი სერიალები.გე-დან და საიტის რამდენიმედღიანი გათიშვის გამო ადმინს წერილით კი მივწერე :)  მეოთხე სეზონი ივნისში გამოდის. მანამდე კი წიგნებს ვკითხულობ.

ჩემი ვამპირული ლომკების გამო დავიწყე ვამპირის დღიურების ყურება.

დაიმახსოვრეთ, Vampire Diaries არის პაპსა ვამპირებზე. თრუ ბლადის ჰარდკორ-სცენების შემდეგ მზეში მოტანტალე ვამპირების ყურება დიდი ვერაფერი მუღამია. რაღა ეგ და რაღა თვაილათი თავისი ბრჭყვიალა  ედვარდით და მუდო ბელათი.

დღიურების მერე შევისვენე. და დავიწყე წინებისგან აბსოლუტურად განსხვავებული Ugly Betty-ს ყურება :) .

ეს არის ისტორია მექსიკელ მახინჯ, ბანჯგვლიანწარბებიან, ბრეკეტებიან, უგემოვნო გოგოზე, რომელიც ძალიან, ძალიან მონდომებული და ნიჭიერია. სასაცილოა, მაგრამ ბეტი შთამაგონებს. თან მალე ბრეკეტების ჩასმას ვაპირებ და ორმაგად შთავგონდები, ალბათ :) :)

აგლი ბეტის კვირას მოვრჩი. ვინ იქნება შემდეგი?

სასოწარკვეთილი დიასახლისები?

How I met your mother?

Six feet under?

ვნახოთ. ყველას გირჩევთ, იცხოვროთ ერიკთან, ბეტისთან, დინთან, გრეგ ჰაუსთან და მირანდა ჰობსთან ერთად. ასე არ სჯობია? ^_^

 

I love To-Do Lists

8 Apr

იცით, რა მიყვარს? უზომოდ დაკავებული რომ ვარ. იმდენად დაკავებული, რომ უსაქმურობას და ლოგინში კოტრიალს ვნატრობ. სულ საათზე რომ იყურები და to do list-დან გაკეთებულ საქმეებს რომ შლი. მმმმ მიყვარს ძალიან : )
ახლაც დაღლილი ვარ. ბლოგზე ვწერ და თან მეძინება. ხვალ მაქვს გემრიელი დღე: დილით აერობიკა, მერე გაზეთის სასტავთან შეხვედრა, მერე ჩემი მაძუნგალის ნახვა და სამსახური. გულს უხარია რა ხშირ-ხშირად ხსენება :) :ხამი:
დღევანდელი მენიუ: უშაქრო ყავა, ფენოვანი ხაჭაპური, კაპუჩინო და გრეიფრუტი. ფენოვანი სამ საათზე ვჭამე, მეპატიება ეგეც :)
გავქცუნდიიი

ჯურღმული, იაპონური და ბევრი სითბო :)

7 Jan

ამ პოსტის წერისას არ ვარ ჟურნალისტი. ვარ სტუდენტი, რომელიც გამოხატავს თავის სუბიექტურ აზრსა და დამოკიდებულებას :)
იაპონურს ვსწავლობ.
ოჰაიოო გოძაიმას(უ) :P
და ამ ყველაფერში სულ შემთხვევით გავყავი თავი.
ჯგუფელები რადიოს ლექციიდან გამოვედით და დავიწყეთ ბჭობა იმაზე, თუ როგორ გაგვეტარებინა ტელეს ლექციამდე დარჩენილი ორი საათი. ამ დროს დავინახე განცხადების დაფაზე გამოკრული ფურცელი, სადაც ეწერა, რომ იაპონური ენის შესწავლის მსურველებს მეორე კორპუსში სტივენ ლოიდი ელოდა. მეთქი, წავედით იაპონური ვისწავლოთ :D
არავინ წამომყვა. ძალით წავათრიე და ჩავედით მეორე კორპუსის ჯურღმულ აუდიტორიაში. იქ დაგვხვდა რამდენიმე სტუდენტი და საშუალო ასაკის, გაღიმებული და ქართულად აქცენტით მოსაუბრე ადამიანი. თავიდანვე მომეწონა, მართლა. აი, ხომ აქვს ზოგს ისეთი აურა, რომელიც გიზიდავს, გათბობს და შენც დადებითად განგაწყობს? სწორედ ასეთი ჰქონდა. ჩამოვსხედით ყველა სკამებზე და დიდი ინტერესით შევაცქერდით ამ ადამიანს.
როგორც უკვე ვთქვი, სტივენ ლოიდი ჰქვია. მამით ინგლისელია, დედით ქართველი. თან ბაგრატიონი :) კითხულობს ლექციებს ლონდონის უნივერსიტეტში და იცის, დაახლოებით, 12 ენა :O(პოლიგლოტობა ჩემი ოცნებაა :X). ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ როგორ აღმოჩნდა ამ სუნიან, დამპალ, ძველ, მახინჯ და ცივ აუდიტორიაში? იქ, სადაც აბსოლუტურად ყველა ოცნება სამარდება და სადაც მომავალი უპერსპექტივო გეჩვენება?
(საუბარია უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სუულ დაბლა რომაა იმ აუდიტორიებზე. თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ, არასდროს დაგავიწყდებათ).
უბრალოდ, ჩამოვიდა იმისთვის, რათა ქართველებს რაიმე ენა ასწავლოს. ისეთი ენა, რაც არ არის გავრცელებული და რასაც, ალბათ, ცხოვრებაში ვერც ვისწავლიდით ვერასდროს. მაგალითად, იაპონური. თან უფასოდ, უსასყიდლოდ, უარაფროდ. “დედაჩემის ხათრით”, ასე ამბობს. ვინმეს რომ ეთქვა, ალბათ არ დავიჯერებდი, რომ ადამიანი ასე არაფრის გულისთვის შეიძლება ჩამოვიდეს დიდი ბრიტანეთიდან, გაატაროს აქ ერთი წელი მარტო იმიტომ, რომ მე რაღაც ვისწავლო :) მაგრამ, სტივენს რომ უყურებ, ეს ავტომატურად გჯერა.
უკვე 2000 სტუდენტი სწავლობს იაპონურს. ორი ათასი :) ძალიან ბევრია.
ჩემმა ჯგუფელებმა მასზე პორტრეტი გადაიღეს. პრეზენტაციები ჯერ არ გვქონია, ამიტომ ვერ დავდებ ახლა ვიდეოს, თუმცა თუ ვინმეს დააინტერესებს გამოვართმევ მერე და ავტვირთავ.
ისე, ძალიან გამიხარდა, რომ ამ პრაგმატულ და ცივ საუკუნეში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიკეთეს, უბრალოდ, აკეთებენ და შენგან მარტო იმას ითხოვენ, რომ ეს სიკეთე მიიღო. მეც ვცდილობ, რომ მივიღო.
უკვე ვისწავლე ელემენტარული ფრაზები, ანბანს ვსწავლობ. აქვე დავძენ, რომ იეროგლიფებს არ ვეხებით: მათი რიცხვი 3000-ს აჭარბებს და ივნისამდე დაძლევა შეუძლებელია. იაპონური ანბანი ორად იყოფა:კანჯი და კანა. სწორედ კანჯი არის იეროგლიფები, ჩვენ კი კანას ვსწავლობთ. კანა ორმარცვლიანი ანბანია და მისი შესწავლა ფანტასტიკის სფეროს არ განეკუთვნება :) )
ძალიან სასაცილო ენაა. მაგალითად, ფეხსაცმელი იაპონურად არის ქუცუ (შრიფტი არ მაქვს შესაბამისი, sorry :P ). “ეს რა კარგი ქუცუ გქონია” :D
ჩემი სივი უკვე გამდიდრდა ახალი ენით, რომელსაც ჯერ მხოლოდ დაწყებითი დონე უწერია.
მთავარია, დაიწყო :)

Viva THT

28 Nov

ყოველგვარი პათეტიკურობისა და ფსევდო-პატრიოტიზმის გარეშე ვაცხადებ, რომ ძალიან მომწონს რუსული მედია! კერძოდ კი, გასართობი არხები და გადაცემები. რუსებს, ამ მხრივ, ყველაფერი ჩვენზე უკეთ გამოსდით: გემოვნებიანი იუმორი, კარგად შერჩეული მსახიობები და სტუდიები, უცხოური იდეების წარმატებული ქავერები და უნარი, დროულად მოხსნან გადაცემა სამაუწყებლო ბადიდან (ამ ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ხშირად გადაცემა ეკრანს ახმება, ან ბანძდება. ორივე საშინელებაა).

ამ მხრივ, ჩემი ფავორიტი THT-ა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რუსულად ლაპარაკი და ფიქრი ამ არხმა მასწავლა :) ეს კი საკმაოდ უცენზუროდ მოხდა-გადაცემით OKHA დიმიტრი ნაგიევთან ერთად :) ). მახსოვს, სკოლიდან მოსული როგორ ველოდებოდი წინა დღის გადაცემის გამეორებას, საღამოს კი ახალს ვუყურებდი. ჩემი იმ პერიოდის დღიურები სავსეა დიმიტრისადმი სიყვარულის ახსნებით და გადაცემების განხილვებით:D. მოკლედ, ოკნაში მოდიოდნენ ადამიანები და საუბრობდნენ თავიანთ პრობლემებზე, რომლებიც ხშირად იმდენად აბსურდული და ინტიმური იყო, რომ თავისთავად ჩნდებოდა ეჭვი, რომ ეს ყველაფერი თამაშდებოდა (მაგრამ, მაშინ გულწრფელად მჯეროდა ამ ისტორიების რეალურობა). ხშირად იყო ჩხუბები, დაცვის ჩარევები, წამყვანის ინტრიგები, უამრავი იდიოტობა და ეს ყველაფერი იმდენად დინამიკური იყო, რომ თვალს ვერ ვწყვეტდი. და არამარტო მე-შოუს საკმაოდ დიდი რეიტინგი ჰქონდა. რამდენიმეწლიანი დიდების შემდეგ, OKHA დაიხურა. თავიდან ძალიან დამწყდა გული, მეთქი ოოოო :| ჩემი ნაგიევი და რამე :) მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ასე რომ არ მოქცეულიყვნენ, ნამდვილად არ დავწერდი ამ სიტყვებს დღეს ოკნაზე და რიგით “მოპროფილო” გადაცემად ჩავთვლიდი.

სწორედ ჩემი მოსწავლეობის პერიოდში დაიწყო რეალური შოუ “ДОМ 2″. ეს არის მეორე სანტა-ბარბარა, რომელიც არ მთავრდება :) ) იდეა დევს იმაში, რომ ახალგაზრდები აშენებენ სახლს და ურთიერთობებს. შემდგარი და ბედნიერი წყვილი კი იგებს ამ აშენებულ სახლს. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო თავიდან, ახლა კი რა არის, მგონი, ორგანიზატორებმაც არ იციან. სრული ბარდაგი. მაგრამ, მაინც ძალიან ყურებადი და წარმატებული. ადამიანებს ყოველთვის აინტერესებთ სხვისი პირადი ცხოვრება. განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების. შოუს მონაწილეებს ხელფასებიც კი აქვთ დანიშნული უკვე მგონი, იმდენად წარმატებულ რეალითის აკეთებენ:D გადაცემა ხუთი თუ ექვსი წელია რაც გადის და მაყურებელთა რაოდენობა იგივე ჰყავს! ეს ის შემთხვევაა, როცა რეიტინგი გადაცემის დახურვა/არდახურვაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. “ДОМ 2″-ს მეშვეობით ბევრმა მონაწილემ აიწყო სატელევიზიო კარიერა ( ვიქტორია ბონია და ოლგა ბუზოვა დღეს ტელეწამყვანები არიან).

შედარებით ახალი პროექტია “Счастливы вместе”. ეს არის ამერიკული სერიალის “Married…with children” რუსული ვარიანტი. მგონი, უკეთესიც :) ) პირადად მე, ამერიკულზე მეტად რუს ბუკინებზე უფრო მეცინება (მაინც რამდენს ნიშნავს საბჭოური ფესვები :P ).ეს არის ისტორია უიღბლო, ლუზერ ფეხსაცმელების გამყიდველზე, რომელსაც წითური/უსაქმური ცოლი, დებილი/მობოზანდარო გოგო და ასევე ლუზერი/ვაჟიშვილი ბიჭი ჰყავს. ნუ, სერიალში არიან ასევე მეზობლები და ძაღლი ბარონი (რატომ მაინცდამაინც ინგლისური ტიტული, ვერ ვხვდები). რავიცი, სასაცილოა :D

ასევე ძალიან ბევრს ვიცინი კომედი კლაბზე. იმ კომედი კლაბზე, რომელიც ასე უნიჭოდ გადმოვიღეთ ჩვენ და რომელსაც თავისი იუმორით გულისრევამდე მიჰყავს საზოგადოების მეტნაკლებად შეგნებული ფენა. აი ჩვენი ერთ-ერთი სისუსტე: როცა ვაკეთებთ რაიმეს ანალოგს, ვაკეთებთ ზუსტადაც რომ იგივეს და არ ვცდილობთ, რომ როგორმე ქართულ ხასიათსა და მენტალიტეტს მოვარგოთ. “Комеди Клаб” კი პაველ ვოლიასთან, ალექსანდრ რევა a.k.a ანტონ პირაჟკოვთან და დანარჩენებთან ძალიან მაგარია :) ) თავისი ტონკი გასაზიზღრებებით და დახვეწილი იუმორით.

არანაკლებია კამედი კლაბის ფემინისტური ვარიანტი Comedy Woman. ნუ, ფორმატი იგივეა, ოღონდ ქალური-კაბარე, სადაც ქალები ხუმრობენ ერთმანეთზე და გარშემომყოფებზე. თითოეული ქალი სხვადასხვა ტიპაჟია და ცალ-ცალკე ყველა ერთმანეთზე მაგარი! ჩემი ფავორიტია რუსკაია ბაბა ტანია მაროზოვა :D საინტერესო იქნებოდა ტიპიური ქართველი სოფლელი ( კარგი გაგებით ) ქალის ასეთი შესრულება :P წამყვანზე არაფერს ვამბობ: ვგიჟდები ამ თავმოტვლეპილ ადამიანზე :D საოცარი ქარიზმა და მიმზიდველობა აქვს, მესიმპატიურება კიდეც :) )

Битва экстрасенсов. არ ვიცი, ამ შოუზე რა დამემართება რამდენიმე წლის შემდეგ: ოკნას მსგავსად, ჩავთვლი, რომ დადგმულია, თუ მერეც დავიჯერებ მის რეალოურობას. ეს არის გადაცემა ექსტრასენსებზე, მკითხავებსა და ნათელმხილველებზე, რომლებიც ხსნიან სხვადასხვა კრიმინალურ საქმეებს, აღწერენ ადამიანს მარტო ხელთათმანის ან თმის ღერის მეშვეობით, პოულობენ ადამიანებს უღრან ტყეებში და კითხულობენ ფურცელს, რომელიც დალუქულ კონვერტში დევს. მოკლედ, უყურეთ. საკმაოდ საინტერესოა.

ყველა ქალს ჰქონია პრობლემები მამაკაცთან. ზოგს არ უმართლებს და ეს პრობლემები იმდენად სერიოზულია, რომ ნორმალურ ცხოვრებაში უშლით ხელს:ოჯახები ინგრევა, წიხლით შედგებიან, ბავშვებს მიუყრიან, საყვარელს იჩენენ, ლოთდებიან და ა.შ. მათთვისაა გადაცემა “Клуб бывших жен”. გადაცემის წამყვანი ოთხი ქალია, რომელთაც გამოცდილი აქვთ, თუ რა არის როცა მწარედ დაგადებენ და ცხოვრებას გინგრევენ; როგორია ისევ ფეხზე წამოდგომა და ახალი ძალების პოვნა; რა გრძნობაა, როცა შენი ყოფილი წარმატებულს და ბედნიერს გხედავს (ხიხი ეს ძალიან მაგარია მართლა :p ). ისინი ეხმარებიან ასეთ გაუბედურბულ და გატისკულ ქალებს, რომ შეიცვალონ გარეგნობა, სტილი, მოიშორონ ყოფილების ნივთები და მოგონებები, დაიწყონ ცხოვრება ახლიდან და ბლა ბლა. ნუ, მე ვთვლი რომ ამეების გაკეთება თუ გინდა მარტოც გადასარევად იზავ, მაგრამ რავიცი :) ) საყურებლად ძალიან საინტერესოა.

მე მიყვარს ახალგაზრდული სერიალები, შენ? მაშინ უნივერს უყურე. ვერ ვიტყვი, რომ დადარაჯებული ვარ როდის დაიწყება და მანიაკივით ვუყურებ, მაგრამ როცა შემხვდება ხოლმე არ ვმაზავ. თან, საერთო საცხოვრებელში არასდროს მიცხოვრია და შურით ვიწვი :) ძალიან მაგარი გოგო თამაშობს ისე, მმმმ :)

და ბოლოს, Наша Russia :D გალუსტიანი ჯერ კიდევ მასლიაკოვის კავეენიდან მახსოვს :) ძალიან ნიჭიერი ადამიანია. მიყვარს ეს გადაცემა, იმის ყურება, თუ როგორ ღადაობენ მთელ რუსეთზე და რუსულ მენტალიტეტზე :P განსაკუთრებით ჰომოსექსუალი მეშახტე დულინი და მისი გულისსწორის, ნატურალი უფროსის მიხალიჩის ურთიერთობაზე ვღადაობ. ნუ, ტელემწამყვანი ჟორიკა ხო საერთოდ :)

ჩემი საყვარელი გადაცემები THT-ს ფარგლებს ცდება, თუმცა არცერთ არხზე არ მხიბლავს ერთდროულად ამდენი შოუ :) ნეტა იმ დღეს მოვესწრო, როცა ასეთი რეიტინგული და წარმატებული არხი გვექნება ქართულ ტელესივრცეში. ეს იყო უგრძელესი პოსტი ჩემს ბლოგოკარიერაში, რომელსაც, სავარაუდოდ, ბოლომდე არც არავინ წაიკითხავს :) უბრალოდ, დიდი ხანია მინდოდა ამ არხისთვის პოსტის მიძღვნა და აი, ისიც :P
p.s. ამ პოსტის მერე, თუ სინდისი აქვთ, კი უნდა შემომთავაზონ თანამშრომლობა :D :D :D

Follow

Get every new post delivered to your Inbox.