Archive | ერთი თვე RSS feed for this section

კვირა დილა

2 Oct

დღევანდელი დილა პოზიტიურად დამეწყო.

ავედი 88 ავტობუსში და აღმოვაჩინე, რომ საფულეში სამგზავრო ბარათი არ მედო. თავად ეს ფაქტი საკმაოდ ნეგატიურია, რა არის ამაში დადებითი. თან, იმის გათვალისწინებით, რომ გაჩერებაზე ყვითელ მაისურში გამოწყობილი კონტროლიორიც ამოვიდა.

მოვიჩხრიკე ჯიბეები და რკინის ორლარიანის მეტი ვერაფერი ვერ ვნახე. ჩემ წინ ერთი საყვარელი გოგო იდგა, მუსიკას უსმენდა. ვკითხე, ორლარიანს ხომ ვერ დამიხურდავებდა. მან კი ორმოცდაათი თეთრი მომცა და გამიღიმა. მადლობა გადავუხადე, ბილეთი ავიღე და მეც გავუღიმე.

მერე ვიფიქრე, ხომ არ დავახურდავებინო სხვას და დავუბრუნო-თქო, მაგრამ ამ პოზიტიური მომენტის გაფუჭება არ მინდოდა და გადავიფიქრე.

სუიციდი

29 Sep

გიფიქრიათ თვითმკვლელობაზე?

ჩემი აზრით, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ თემაზე არცერთხელ არ დაფიქრებულა. მთავარი არა ფაქტი, არამედ მისი რაოდენობაა. ამიტომ, კითხვა ასე უნდა დავსვათ:

რამდენად ხშირად ფიქრობთ თვითმკვლელობაზე?

რა მდგომარეობაა მსოფლიოში? რომელი ქვეყნის წარმომადგენლები იკლავენ ყველაზე ხშირად თავს?

სუიციდის რაოდენობებზე ყველას იაპოანია  გვახსენდება. მსოფლიო  ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO)  მიერ გამოქვეყნებული სიაში კი ის  მეშვიდე ადგილზეა. ათეული ასე გამოიყურება:

  1. ბელორუსია (73,6 ყოველი 100,000 ადამიანიდან): პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში თვითმკვლელთა 90% მამაკაცია.
  2. ლიტვა (63,7)
  3. რუსეთის ფედერაცია (63,4)
  4. შრი-ლანკა (61,4): სამხრეთ აზიური ქვეყნის ასეთ მაღალ მაჩვენებელს 2005 წლის დამანგრეველი ცუნამით ხსნიან.
  5. ყაზახეთი (55,2)
  6. უნგრეთი (53,5)
  7. იაპონია (49,5)
  8. უკრაინა (47,9): ყოველი 49 თვითმკვლელიდან 41 მამაკაცია.
  9. გაიანა (45,4)
  10. სამხრეთ კორეა (43,7)

 

სუიციდის ძირითად მიზეზებად სუსტი ეკონომიკა, უმუშევრობის მაღალი კოეფიციენტი, გადატანილი სტიქიები და არამდგრადი პოლიტიკური მდგომარეობა სახელდება. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, აქაც იქნება (ფსიქიური აშლილობა ან სხვა დაავადება).

და თქვენ რა მიზეზით დაფიქრებულხართ სუიციდზე?

ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში (საკმაოდ ხმაურიანი სათაური :დ )

26 Sep

არ მინდოდა ამაზე მანამ დამეწერა, სანამ ზუსტი პასუხი არ მეცოდინებოდა.
ადრეც მიხსენებია ეს თემა, ერთ-ერთ ბოლო პოსტშიც ვწუწუნებდი ამ პრობლემაზე.
მოკლედ, წარმატებით გავიარე სამაგისტრო გამოცდები და სტუდენტი გავხდი, ისევ.
ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, “ორგანიზაციის განვითარებასა და კონსულტირებაზე”.

 თსუ  2010 წელს დავამთავრე. სამწუხაროდ, არ მოვხვდი იმ ბედნიერ ადამიანთა რიგში, რომლებმაც 16 წლის ასაკში სწორად აირჩიეს პროფესია. ჩემგან ურიგო ჟურნალისტი არ გამოსულა, მაგრამ ჩავთვალე, რომ სხვა სფეროში უფრო მეტი წარმატების მიღწევა შემეძლო. რა სფეროში? ეს მაშინ არ ვიცოდი. გამრჩეულად არაფერი მაინტერესებდა, საკუთარ თავს ვერსად ვერ ვხედავდი და ა.შ.

შესაბამისად, მაგისტრატურაში საერთოდ არ ჩავაბარე. შეშფოთდა ოჯახი. მე კიდე მოკლედ ავუხსენი, რომ ეს წელი მხოლოდ ვიმუშავებდი და თუკი რაიმეს მოვიფიქრებდი, სად გაიქცეოდა უნივერსიტეტი და სწავლა? მომავალში ვცდიდი. მათაც გამიგეს და ზედმეტი კითხვები აღარ დაუსვამთ.

წელს მომინდა ჩაბარება. ერთხელაც, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა   ფაკულტეტს ვათვალიერებდი და აღმოვაჩინე “ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება”. ამასობაში, ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებაც დაგროვილი მქონდა და ეს ახალი ( ნუ, ჩვენთან ) სფერო ძალიანაც მაინტერესებდა.

  • საბუთები შევიტანე;
  • გამოვიყენე უნარების შარშანდელი ქულა;
  • გამოცდაზე გავედი (მაღლივი, დილა, სიცივე, უამრავი ხალხი, ჩანთების დატოვება, ნომრის რიგში დგომა, დამკვირვებლების აქეთ-იქით სიარული და ა.შ);
  • დაველოდე 23 სექტემბერს და ჩარიცხულთა სიებში ჩემი სახელი და გვარი აღმოვაჩინე : )

ძალიან გამიხარდა.

სწავლა 10 ოქტომბერს, ჩემს დაბადების დღეზე გვეწყება :) ძალიან მაინტერესებს ჩემი 13 ჯგუფელი, რომლებიც ფეისბუქზე უკვე დავძებნე :)

Tsu, here I come again!

დღის ფოტო

26 Sep

არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ფოტო, რომელიც ჩემმა ჯგუფელმა ეკა ჭილაიამ გადაიღო.
სადღაც ევროპაში.
უსაყვარლესი სელაპი

კინოში

23 Sep

რიგის კინოთეატრში ერთ-ერთმა მაყურებელმა მეორე მოკლა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი პოპკორნს ხმაურით ჭამდა და ფილმის ყურებაში ხელს უშლიდა (წყარო). დღეს საღამოს გამახსენდა ეს ინციდენტი და მკვლელს მთელი სულითა და გულით გავუგე.

პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმი ვნახე. ყველას გირჩევთ. საკმაოდ საინტერესოა, მძაფრი ემოციებით და ალმოდოვარისეული ამბებით. მოკლედ, ეს ფილმი ყველაფერია კომედიის გარდა.

პარადოქსულია, მაგრამ ხალხი სიცილით კვდებოდა o_O განსაკუთრებით მაშინ, თუ კადრში ძუძუ გამოჩდებოდა. ბავშვებივით უხაროდათ :)

და ამ დროს ზიხარ შენ და დაძაბული უყურებ ეკრანს. უკნიდან კი ისმის ბრგე ვაჟკაცის ბრგევე კომენტარები :/

ყველას წყნარი ნერვები ხომ არ ექნება. გაგიჟდა ის რიგელი კაციც და პოპკორნის ხმაური აი, ასე აღკვეთა :)

In a moment of peace

22 Sep

მთელი ერთი კვირა ჰამაკში გავატარე, გარშემო ძაღლები და კატები მეხვივნენ. მე კი ხან წიგნებს ვკითხულობდი, ხან-მეძინა, არსად არ მეჩქარებოდა და არც საათზე არ ვიყურებოდი.

მერე ზღვა. თბილი, ლურჯი, მშვიდი, სუფთა ზღვა. ტალღებში გულაღმა ვიწექი, ხელ-ფეხს არ ვამოძრავებდი და ყურებიც წყალში მქონდა ჩაყოფილი. არანაირი ხმა არ მესმოდა, მარტო ზღვის ბუტბუტი და ჩემი შენელებული მოძრაობები.

 

ეს ორი რამ ჩემი შვებულებიდან ძალიან მენატრება : (

დღის ფოტო(ები)

20 Sep

აი, ასე ვგრძნობ დღეს თავს:

სასიკვდილო დიაგნოზი

16 Sep

საჭიროა ჩვენთვის იმის ცოდნა, თუ როდის მოვკვდებით?

ადამიანთა უმეტესობა თვლის, რომ არა. და ამიტომაც, არ ვიცით. ისინიც კი, ვინც მკითხავებთან ხშირად დადიან და მსგავსი შესაძლებლობების სწამთ, ამ კითხვის დასმას ერიდებიან და თავს არიდებენ.

გუშინ დავფიქრდი, რამდენად საინტერესოდ და კარგად ვიცხოვრებდი ჩემი სიკვდილის თარიღი რომ ვიცოდე. უამრავი რამის გაკეთება, ნახვა, გამოსწორება, შეგრძნება და გამოცდა მინდა, რომლებსაც სამომავლოდ ვდებ. რომ ვიცოდე, რომ ეს მომავალი შეზღუდულია, ყველაფერს მოვასწრებდი და ბედნიერი მოვკვდებოდი.

ალბათ, ამას გრძნობენ ის ადამიანები, რომლებსაც სასიკვდილო დიაგნოზი აქვთ დასმული. ისინი, ვინც ჯერ ლოგინად არ არიან ჩავარდნილნი, ჩვეულებრივად ცხოვრობენ და უცებ იგებენ, რომ მალე მოკვდებიან. რეალურად, არ მქონია მათთან კავშირი და არ ვიცი, როგორ ცვლის განსაზღვრული სიკვდილი მათ ცნობიერებას; კარგავენ თუ არა იმ პატარა ცხოვრების ხალისს, რომელიც დარჩენიათ; ვარდებიან თუ არა აპათიაში ან, პირიქით, ახალი ძალებით ებრძვიან სენს.

ჰოლივუდს რომ ჰკითხო, ასე უმკლავდებიან სენს სწორი ნაწლავის კიბოთი დაავადებული ადამიანი და მისი ექიმი.

მარლის ოპტიმიზმი და სიცოცხლის სიყვარული ძალიან, ძალიან არარეალურია. არსებობენ ასეთი ადამიანები? უყურებს ვინმე ცხოვრებას ასე თამამად და ლაღად? ბუნებრივად გიჩნდება კითხვა: რატომ უნდა კვდებოდნენ ასეთი ადამიანები ასე ადრე?

ან ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი ასე უყვართ? გრიფინის და ფენიქსის ამბავზე ყოველთვის ვტირი. განსაკუთრებით, ბოლო კადრზე, როდესაც მათ ფერად წარწერებს ნაცრისფერი საღებავით შლიან.

რატომ უნდა შლიდეს სიყვარულს სიკვდილი? 

მთელი ეს სიცოცხლე, ბედნიერება, ოპტიმიზმი, სიყვარული, ლამაზად გათენება, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, მეგობრების სითბო, შინაური სიმყუდროვე ჩვენს გარშემოა. სამწუხაროდ, ხანდახან საშინელი სიმართლის გაგებაა საჭირო ამ ყველაფრის შესაგრძნობად. სიმართლე, რომელიც შეგაჯანჯღარებს და ყურში ჩაგძახებს, რომ ყველაფერი მოასწრო, რადგან ხვალინდელი დღე გარანტირებული არ გაქვს. არც არავის არ აქვს, უბრალოდ შენ ზუსტად იცი საკუთარი სიკვდილის თარიღი და ყველაფრის მოსწრების მეტი შანსი გაქვს.

მაშ, საჭიროა თუ არა ვიცოდეთ როდის მოვკვდებით?

დღის სიმღერა

15 Sep

მინდა ეს სიმღერა გაგიზიაროთ.

მადლობა ნატალიას : )

ფრთხილად, სპოილერები!

14 Sep

გუშინ ორი სერიალის ყურება დავამთავრე. Glee და True Blood.

გლის მესამე სეზონი ნამდვილად არ ვიცი, როდის გამოდის. დიდად არც ვინტერესდები. სასიამოვნო საყურებელი სერალია, მაგრამ არა-ჩამთრევი. ბოლო ეპიზოდიც ვერ უვარგოდათ. ერთ სერიაში ჩატენილი ნიუ იორკი, ბროდვეი, წაგება, ფინის და რეიჩელის ამბები, სწრაფ-სწრაფად ახსნილი სიყვარული (კურტი და ბლეინი, მერსედესი და ის ქერა ბიჭი, ტომი), მისტერ შუს ვერ ახდენილი და თითქოს ახდენილი ოცნება რაღაც ვერ გამოვიდა კარგი. არც საფინალო გამოსვლა მომეწონა და, მოკლედ, უკმაყოფილო დავრჩი.

ვერც თრუ ბლადის ბოლო ეპიზოდით დავრჩი კმაყოფილი. წინა აშკარად ჯობდა, დაცემენტებული ერიკით და დედოფალს შებმული ბილით. არა, ეს ბოლო კადრი ცოტა სასაცილო იყო, მაგრამ მაინც : )). ასევე ძალიან მაღიზიანებდა ორ ვამპირს შორის ჩამჯდარი სუკი ტექსტით I love you both. ჯერ დადებილებული, მერე უგონოდ შეყვარებული ერიკი… კარგით, რა! სამაგიეროდ, კარგად დაიწყეს მარნის პერსონაჟით და ანტონიას ისტორიით. მაგრამ, ბოლომდე ამანაც არ გაამართლა. უძლიერესი მაგი ანტონია, რომელზეც მარნი ლოცულობდა  და ევედრებოდა, ბოლოში რატომღაც მაგრად დაჩმორდა და იგივე მარნი თავის ჭკუაზე ათამაშებდა 0_O. ან ჰესუსის მოკვლა რა საჭირო იყო? აი, ვის რას უშლიდა ეს სიმპატიური გეი? ახლა ისევ ერთი წელი უნდა გავიდეს და მანამდე ვერ გავიგებთ, თუ რა ბედი ეწია ტარას, ვისთან დარჩება სუკი, როგორ განვითარდება პემისა და ერიკის ურთიერთობა, რას გვიქადის ცემენტიდან ამომძვრალი რასელი და ა.შ.

ცოტა ხნის შესვენების მერე ფრინჯს დავიწყებ. ან ძმებ ვინჩესტერებს მივუბრუნდები, ან დამპალ ჰაუსს. საბედნიეროდ, არჩევანი დიდია :)

 

Follow

Get every new post delivered to your Inbox.