I am not happy
.
ცოტა შორიდან დავიწყებ:
2007 წელს ციფრული ფოტოაპარატი ვიყიდე, რომელსაც ჩასადები არ მოყვა. იმდენად ეიფორიაში ვიყავი, რომ ამ ფაქტს ყურადღება არ მივაქციე და, მოგვიანებით შევიძენ-თქო, ვიფიქრე.
2011 წელს ის ბებერი ციფრული ისე დამეკარგა, რომ ჩასადები არ ეღირსა. ვერაფრით მოვაბი თავი ახლის ყიდვას: ხან გასვლა მეზარებოდა, ხან ვიზუალურად არ მომწონდა, ხან ფული არ მქონდა თან და ასე.
იგივე ბედი ეწეოდა ჩემს ლეპტოპს, რომ არა სვუპი. იქნებოდა ჩანთის გარეშე და ვერსად ვერ წავიღებდი ამის გამო. ერთ დღესაც მეილზე მომივიდა შეთავაზება, რომ შემეძლო მეყიდა 53 ლარიანი ჩანთა 27 ლარად. უცებ თავში ნათურა ამენთო: მე ხომ ლეპტოპის ჩანთა მართლაც მჭირდება! თან, აქვე წამოვეგე ფასდაკლების აქციას და “ყიდვას” დავაკლიკე. რამდენიმე დღეში მომივიდა ვაუჩერი, რომლის საფუძველზეც მაღაზია “ულტრადან” გამოვიტანე ძალიან საყვარელი, ხარისხიანი და პრაქტიკული ჩანთა:
მორიგი პოსტი ჩემი მეორე ბლოგოპროექტიდან.
კინო დიდად არ მიყვარს. სატელევიზიო შოუები და სერიალები გაცილებით მირჩევნია. ამიტომ, ხშირად რომელიმე ცნობილი ფილმი არ მაქვს ნანახი მაშინ, როდესაც შედარებით უმნიშვნელო შოუ აუცილებლად ზეპირად მეცოდინება. რას ვიზამთ, როგორ არაინტელექტუალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ასეა
ერთი წლის წინ რუსთაველსა და ამირანს ასეთი საზაფხულო პროექტი ჰქონდათ: ტოპ 101, ანუ საუკეთესო 101 ფილმი მთელი აგვისტოს განმავლობაში. სეანსებს ვერ დავესწარი (თბილისში არ ვიყავი), სამაგიეროდ სარეკლამო ბროშურა წამოვიღე და გადავწყვიტე, რომ უახლოეს მომავალში ყველა ფილმი მენახა.
უახლოესი მომავლის რა მოგახსენოთ, და აგერ, ერთი წლის შემდეგ ეს ბუკლეტი რომელიღაც უჯრაში აღმოვაჩინე. პრინციპით “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს” უნდა ჩავუჯდე. გაინტერესებთ, რა ფილმები ჩათვალა რუსთაველ-ამირანის ადმინისტრაციამ საუკეთესოდ?
გაბოლდებული ფილმები ნანახი მაქვს. თქვენ? : )
ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრებით დიდად არ ვინტერესდები ხოლმე. ჰოლივუდელ მსახიობებს ვგულისხმობ. მაგრამ ერთი წყვილი ძალიან მომწონს და მიხარია, რომ ერთად არიან: ქეით ჰადსონი და მეთიუ ბელამი.
ქეითი ჩემთვის ბედნიერების სიმბოლოა. მგონია, რომ სულ კარგ ხასიათზეა და ცხოვრებაში ყველანაირ პრობლემას ოპტიმისტურად უყურებს. ამიტომაც მიყვარს მისი კომედიების ყურება: შანსი არაა, არ იცინო
მეთიუ. muse უძლიერესი ჯგუფია. როგორ ვთარგმნო ქართულად, addictive. შემიძლია მთელი დღე ერთ სიმღერას ვუსმინო და ყოველ ჯერზე თავიდან მომეწონოს. განსაკუთრებით ბოლო ალბომი მომწონს, აბსოლუტურად ყველა სიმღერა.
ჰოდა, ჯიგრები 2010 წლიდან ერთად არიან, ნიშნობაც ჰქონდათ და ქეითი ორსულადაც ყოფილა. ლონდონში ცხოვრობენ და ძალიანც ბედნიერები არიან.
ქეითის ფეხსაცმელები <3 რა შუაშია, მაგრამ ძალიან მომწონს
აქ, ალბათ, როლს იმეორებს და მეთიუს აბარებს. თან, მგონი, ბორჯომს სვამენ
and it felt so good…
მოკლედ, შეცდომაში რომ არ შეგიყვანოთ, წარმოგიგენთ ვიდეოს, რომელმაც ცრემლებამდე მაცინა
გაიცანით სამი ბედნიერი ადამიანი
რა არის მაკაბრა? ის ხელოვნებაში ხშირად გვხვდება. ეს არის სიკვდილთან დაკავშირებული ნივთებისა და ატმოსფეროს გამოყენება. კომპიუტერულ თამაშებში, სატელევიზიო სერიალებსა და ფილმებში ხშირად ვხვდებით მაკაბრას. გაიხსენეთ ადამსების ოჯახი: ისინი მაკაბრას მიმდევრები იყვნენ.
არსებობს ცალკე საიტი, სადაც იმ ადამიანების ნამუშევრები შეგიძლიათ ნახოთ, რომლებიც ამ ჟანრს იყენებენ.
Spoooooky :-S
არ გადამიხედავს სხვა ბლოგებისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ინტერნეტსივრცე შემაჯამებელი პოსტებით გაივსება.
მაშ ასე, რა მოხდა 2010 წელს ჩემს ცხოვრებაში:
1) უნივერსიტეტი დავამთავრე და დიპლომი ავიღე
2) ჩავაბარე ინგლისური ენის გამოცდა და ESOL-ის სერტიფიკატი ავიღე (მიჯიკეს, ეტყობა
)
3)დავიწყე მუშაობა და დავწინაურდი კიდეც : )
4) პირველად გავატარე ზაფხული სრულიად დამოუკიდებლად, ჩემი ჭკუით და ჩემი ფინანსებით
5) I still succeed in my relationship and have the best man <3
6) და ბოლოს, გუშინ მამამ ახალი ლეპტოპი მაჩუქა ^_^ ნაძვის ხის ქვეშ დამახვედრა
ვის ჰყავს მამა ჩემისთანა კი არადა ვის ჰქონდა წელი ჩემისთანა? ძალიან წარმატებული, კარგი და სასიამოვნო. ცუდი არაფერი არ მომხდარა, საერთოდ და იმედი მაქვს, რომ 2011/12/13 და ა.შ. წლები უკეთესები იქნება : )
2011, please be good to me ^_^
p.s.ამ პოსტს რომ ვწერდი თანამშრომელი მოვიდა და ისეთი საყვარელი გიფთ-სეთი მაჩუქა დუშგელებით და დღისა და ღამის კრემებიიიით
I love 2010
ერთი მეგობარი მყავს, რომელიც ყველა ფოტოში ასე გამოიყურება. ერთი რა, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ თქვენგანს რამდენიმე ასეთი გაახსენდა
აღარ ვიღებ მასთან სურათებს. რა უბედურებაა ქორწილის, პასპორტის, ჯგუფური, პორტრეტის და ყველანაირი სურათის გადაღებისას წინ წამოწეული ტუჩები??
რამდენიმე თვის წინ ერთ ძალიან კარგ საიტს წავაწყდი ( www.antiduckface.com)
you know that face you make when you’re about to take that perfect picture of yourself for the internet?
you know, the pose where you push your mouth out in that sort of pout / kiss face to make it look like you’ve got big pouty lips, a super-defined jawline, and model-quality cheekbones?
it’s called “duckface”
STOP DOING IT.
IT ISN’T SEXY.
YOU LOOK STUPID.
REALLY, REALLY STUPID.
მუაჰაჰაჰა, ეს საიტი ჩემი უდიდესი გასართობია :დევილ: