100 საქმე/საათში სიჩქარით

17 Feb

ცხოვრების რიტმი-აჩქარებული

დრო-არასაკმარისი

დასვენება-ნოლი

განწყობა-დაძაბული

შედეგი-იმედია, კარგი!

ტემპის აკრეფა მიჭირს, თორემ მერე არ ვაგდებ.

მოგეხსენებათ, წელს მაგისტრატურაზე ჩავაბარე. მთელი დღე სამსახური და საღამოს ლექციები ძალიან ძნელი ყოფილა. საღამოს რომ იყოს ისე, რა მიჭირდა! მთელი სემესტრი გადარბენაზე ვიყავი, რომ ყველაფერი მომესწრო. შვებულებებს ვიღებდი არა დასასვენებლად, არამედ სასწავლად. ჩემი თანამშრომლები ბედნიერი სახეებით რომ ბრუნებოდნენ არდადეგებიდან, მე უფრო ნერვული მოვდიოდი და ვიღრინებოდი :)

მაგრამ, ეს ყველაფერი ამად ღირდა. ძალიან კარგი ქულები მაქვს ამ სემესტრში, ჩემი GPA 3,3-ია. ასევე, მქონდა შანსი მემუშავა ავსტრიელ ლექტორებთან, რომლებისგანაც ძალიან ბევრი კარგი ვისწავლე და საკუთარი ძალების კიდევ უფრო მეტად ვირწმუნე. 

მაგრამ, გამოცდებმა მომკლა. ვერაფრით ვერ ვახერხებდი შუა კვირაში მეცადინეობას. შაბათ-კვირას თუ ჩავუჯდებოდი წიგნებს და შესვენებაზე თუ გადავიკითხავდი რამეს. რაც მთავარია, ყველაფერმა ჩაიარა. 12 მარტამდე ვისვენებ და შემიძლია მთელი თავისუფალი დრო იმას მოვახმარო, რაც მინდა.

მაგრამ, ეს დრო ისევ სწავლაზე წავა. ორშაბათიდან (ჩემი არდადეგების პირველი ოფიციალური დღიდან) იბსუ-ს ტრენინგ ცენტრში ვიწყებ სიარულს, ადამიანური რესურსების მართვა მინდა შევისწავლო. მინდა გითხრათ, რომ ვღელავ და ერთი სული მაქვს, ლექციები მალე დაიწყოს. ძალიან მაინტერესებს ეს თემატიკა და იმედი მაქვს, გამორჩეული სტუდენტიც ვიქნები :)

ასე რომ, შეჩერების და დასვენების დრო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ვწუწუნებ ამაზე, დღის ბოლოს ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი თავის, რადგან ბევრი რამ მოვასწარი და დრო უქად არ დამიკარგავს. თან ჩემს ასაკში, თან ჩემს პირობებში.

მისურვეთ წარმატებები : )

Tags: , , , , , , , , ,

5 Responses to “100 საქმე/საათში სიჩქარით”

  1. Anabell 17/02/2012 at 11:20 #

    გისურვებ! გისურვებ! გისურვებ ნატ! მე ვიცი რომ შენ რასაც მოინდომებ, ყველაფერი გამოგივა : ))) მართლა ვიცი : ) ; ) : *

  2. ვივიენ 17/02/2012 at 14:11 #

    წარმატებებს გისურვებ :)

  3. Lord Vader 18/02/2012 at 12:44 #

    ავსტრიელი ლექტორები მეც მყავდა… ასის წლის წინ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.