ახლა დავიძინებ. ხვალ გვიან გავიღვიძებ. ჩემით, მაღვიძარას გარეშე. ნელ-ნელა ავდგები და მთელ დღეს უქმად გავფლანგავ.
ახლა დავიძინებ და ხვალ ყველა ჩემი პრობლემა და წუხილი უფრო მსუბუქი და უმნიშვნელო მომეჩვენება.
ძილის წინ შეიძლება ისევ დავიძაბო, ტვინი ახმაურდეს, აზრებმა ხმამაღლა ისაუბრონ ერთმანეთში, მაგრამ ჩემი ძველი მეგობარი ძილი ყველას გააჩუმებს.
ვიძინებ.
Tags: ძილი







tkbili dzili :*
:*