ადრე რომელიღაც ჟურნალში უმბერტო ეკოს სტატია წავიკითხე, სადაც ის კალოგრაფიის საკითხებზე და ხელით წერის ჩვევის დაკარგვის საფრთხეზე წერდა. იმ დროისთვის უკვე მეც “საფრთხის” ქვეშ ვიყავი, დღეს კი ეს სტატია მთლიანად ჩემზეა.
გუშინწინ გამოცდა ვწერე. დაგვირიგეს თაბახის სამი ფურცელი და უნდა გაგვევსო. ვგრძნობდი, რომ იდეები მომდიოდა, მაგრამ ქაღალდზე გადმოტანა მეზარებოდა, ხელი მეღლებოდა, მაჯა მტკიოდა.. აზრებს ვკვეცდი, ვამოკლებდი, შინაარსს გადმოვცემდი და მოკლედ ვაყალიბებდი. ეს ყველაფერი კი მარტო იმიტომ, რომ ხელით არ მეწერა და მალე დავხსნოდი ამ სატანჯველს : )
და მაშინ დავფიქრდი პირველად: ახლა რომ ლეპტოპი დამდიგან წინ და ეს ყველაფერი ვორდის ფაილში ამაკრეფინონ, გაცილებით უკეთეს ქულას მივიღებდი და უფრო თავისუფლადაც ვიმსჯელებდი-მეთქი ( ისიც გამახსენდა, რომ ჩემი დღიურების წერის მრავალწლიანი ტრადიცია ჯერ შესუსტდა, მერე კი საერთოდაც გაქრა).
დღეს მარტო ყვითელ სტიკერებზე მიწევს რაღაცის ჩანიშვნა და რამდენიმე განაცხადის ხელით შევსება. ყველაფერმა დანარჩენმა ციფრული ხასიათი მიიღო და წკაპ-წკუპ რეჟიმში კალმიდან კლავიატურაზე გადაინაცვლა.
იმედი მაქვს, რომ მალე გამოცდებსაც ვორდში ავკრეფთ და ყველანი უფრო პროდუქტიულნი ვიქნებით ^_^

Tags: გამოცდა, დღიური, კალოგრაფია, უმბერტო ეკო, უნივერსიტეტი, წერა






ჩემი ტკივილია ხელით წერა, კარგია რომ უნი დავამთავრე. მეზარება ხელით წერა, კალიგრაფიაც გამიფუჭდა
იმედია გამოცდები კომპზე მოგიწევს, წარმატებები.
ხელწერა საშინელი მაქვს. ნუ, არც ადრე მქონდა ლამაზი, მაგრამ ახლა ძალიან გამიფუჭდა
es problema rom gamichnda me dgiurs mivubrundi
მე ელექტრონულად წარმოებას დავიწყებ ალბათ