დღის კი არა, წლის ფოტოა : )
საღამოს თრუ ბლადს ჩავუჯდები, როგორც იქნა.
მასთან ურთიერთობა ერთი წლის წინ დავიწყე, ჩემივე მეგობრის რჩევით. პიროვნებამაც მიმიზიდა და ვიფიქრე, რომ ცდად ღირდა.
ყველაფერი იმაზე ცუდად წავიდა, ვიდრე ვიფიქრებდი. ვერაფრით ვერ გავუგეთ ერთმანეთს.
დავშორდით.
რამდენჯერმე ვცადე ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ არ გამომივიდა. ვერც დამაინტერესა, ვერც ჩამითრია…
არადა, ტრამალის მგელი გაცილებით საინტერესო უნდა ყოფილიყო.
მოკლედ, თვეში ერთხელ მე და ჰერმან ჰესე მაგიდას მივუსხდებით და ვცდილობთ ერთმანეთს ხელი გადავუწიოთ.
სულ მჯაბის. ვერცერთხელ ვერ მოვერიე.
მგონი, არ ვართ ერთმანეთისთვის შექმნილები
ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრებით დიდად არ ვინტერესდები ხოლმე. ჰოლივუდელ მსახიობებს ვგულისხმობ. მაგრამ ერთი წყვილი ძალიან მომწონს და მიხარია, რომ ერთად არიან: ქეით ჰადსონი და მეთიუ ბელამი.
ქეითი ჩემთვის ბედნიერების სიმბოლოა. მგონია, რომ სულ კარგ ხასიათზეა და ცხოვრებაში ყველანაირ პრობლემას ოპტიმისტურად უყურებს. ამიტომაც მიყვარს მისი კომედიების ყურება: შანსი არაა, არ იცინო
მეთიუ. muse უძლიერესი ჯგუფია. როგორ ვთარგმნო ქართულად, addictive. შემიძლია მთელი დღე ერთ სიმღერას ვუსმინო და ყოველ ჯერზე თავიდან მომეწონოს. განსაკუთრებით ბოლო ალბომი მომწონს, აბსოლუტურად ყველა სიმღერა.
ჰოდა, ჯიგრები 2010 წლიდან ერთად არიან, ნიშნობაც ჰქონდათ და ქეითი ორსულადაც ყოფილა. ლონდონში ცხოვრობენ და ძალიანც ბედნიერები არიან.
ქეითის ფეხსაცმელები <3 რა შუაშია, მაგრამ ძალიან მომწონს
აქ, ალბათ, როლს იმეორებს და მეთიუს აბარებს. თან, მგონი, ბორჯომს სვამენ
სწორედ ასე დაასათაურა HBO-მ 26 ივნისამდე დარჩენილი პერიოდი. ამ თარიღს კი მე და ჩემნაირები უკვე ერთი წელია, რაც ველით.
ერთ კვირაში True Blood-ის მეოთხე სეზონი გამოდის! გადაღებები მთელი წლის განავლობაში მიმდინარეობდა, ძირითად ქასთს ახალი მსახიობები ემატებოდა და სიუჟეტიც უფრო ჩახლართული და დამაინტრიგებელი ხდებოდა.
ადრეც ვწერდი, თუ როგორ ჩამითრია ამ სერიალმა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სატელევიზიო შოუ მაქვს ნანახი, ასე არცერთზე არ შევმჯდარვარ. მოკლედ, ნამდვილი თრუ ბლად ედიქთედ გავხდი. სამწუხაროდ, მხოლოდ სამი სეზონია ჯერ გამოსული, თითოში კი თორმეტი სერია, რაც ძალიან ცოტაა (“ვამპირის დღიურებს” 22 სერია აქვს სეზონში, რა უსამართლობაა :@ ). მაგრამ, ალან ბოლი “მთავარი რაოდენობა კი არა, ხარისხია”-ს პრინციპით ხელმძღვანელობს, რაც, უდაოდ, ამართლებს.
ასეთ ლოდინში გავიდა ერთი წელი. ხან შარლინ ჰარისის წიგნებს ვკითხულობდი (მათ მიხედვით არის სერიალი გადაღებული), ხან ძველ ეპიზოდებს ვუყურებდი, ხან მსახიობების ინტერვიუებს ვკითხულობდი… მოკლედ, ნამდვილი ფანივით ვიქცეოდი. იმ ფანივით, მეშვიდე კლასის მერე რომ არ ვყოფილვარ
ერთი კვირაც და გემრიელად ჩავუჯდები ახალ სერიას. The less time is left, the waiting sucks more : (

აი, ისიც! პირველად დავითაგე ბლოგოსფეროში ^_^ რისთვისაც მადლობას ვუხდი ქამელეონს, იგივე თურმე ჩემს კურსელს, რომელთან ერთადაც პოლიტოლოგიას ვსწავდლობდი. მაგრამ ამაზე მოგვიანებით.
არ ვიცი, არსებობს თუ არა ბავშვების საოცნებო პროფესიების სტატისტიკა. თუ არსებობს, ექიმობა და მასწავლებლობა პირველ ადგილზე იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჩემს დროს ასე იყო. თურმე, ექიმობა მეც მდომებია: ერთი კვირის წინ რაღაც წიგნს ვკითხულობდი, რომელზეც 2005 წელს წამიწერია: Good luck, future doctor : ) ანუ, მაშინდელი მე-სთვის რომ მეკითხა, ექვსი წლის მერე ასეთი ვიქნებოდი
სანაცვლოდ, ჟურნალისტი ვარ.
მაინორი პროფესიით-პოლიტოლოგი:
რამე რომ იყოს, მეც ვეტერინარი ვიქნებოდი. ძალიან მიყვარს ცხოველები, ხანდახან ადამიანებზე მეტადაც კი <3
პ.ს. არა, მგონი მაინც ექიმი უნდა გამოვსულიყავი
ვთაგავ ანაბელს და მულფის. განსაკუთრებით ანაბელს, იქნებ ისინდისოს და დაწეროს რამე.
რატომ, რატომ ვარ ასეთი მოუხერხებელი? ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც ხელიდან ყველაფერი გამოსდით: კერვაც შეუძლიათ, ქსოვაც, მაკიაჟისა და ვარცხნილობის გაკეთებაც და სამკაულების შექმნაც?
დედაჩემის თანამშრომელი ანუკა, მაგალითად. დრო არ აქვს, თორემ თმაზე სულ მას მივაკითხავდი. ერთხელ გამიკეთა ვარცხნილობა რეტრო-საღამოსთვის და ძალიან მოეწონა.
ვარცხნილობებზე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ როგორ ვერ უნდა ისწავლო ადამიანმა fishtail-ის ჩაწვნა?
აი, ამის:
მილიონი ტუტორიალი ვნახე youtube-ზე, სადაც დეტალურად ხსნიან პროცესს, თეორიულად ყველაფერი გავიგე, მაგრამ ჩემს მიერ ჩაწნული fishtail-ი ჩვეულებრივი ნაწნავისგან დიდად არ განსხვავდება
თავი იმით ვინუგეშე, რომ საკმარისად გრძელი თმა არ მაქვს და იმიტომ არ გამომდის. მანამდე სხვის თმებზე ვივარჯიშებ >_<
სცადეთ თქვენც:
იცით რაშია საქმე?
წარმატების მისაღწევად მთავარი მიზანი ყოფილა. ანუ, თუ ნათლად იცი რა გინდა და რისკენ ისწრაფი, თითქმის 80% უკვე გავლილი გაქვს.
ოღონდ, რაციონალურ მიზნეზე ვლაპარაკობ. ოსკარი მინდა ავიღო და ნობელის პრემია მოვიპოვო-არა (თუმცა, რატომაც არა).
ჩემი უახლოესი მიზანი ნელ-ნელა გამოიკვეთა ჰორიზონტზე და ძალიან მიხარია. იმედია, ეს ის ნაბიჯი იქნება, რომელსაც არასდროს არ ვინანებ.
მე ხომ ცნობილი “მნანებელი” ვარ!
წინა დღეს დავფიქრდი, რას არ ვნანობ ჩემს ცხოვრებაში და აღმოვაჩინე, რომ თითქმის ყველაფერს. შანსი რომ მქონდეს აუცილებლად სხვანაირად მოვიქცეოდი. ასეც რომ მოხდეს, დარწმუნებული ვარ, მაგასაც ვინანებდი, ოდესმე.
მოკლედ, ამ მიზანმა მინდა გაამართლოს!

ცოტა არ იყოს, წერა მეზარება. დღეს მხოლოდ რამდენიმე ფოტოს გაგიზიარებთ : )
პირველ რიგში, ამ საქანელა-სავარძლებს. როგორ მინდა ახლა აქ ჩაწოლა და ჩათვლემა…
ეს კი ჩემი ამერიკული ოცნება: ნაქირავებ მანქანაში ვზივარ და ასეთ გზებზე მივქრი. ძალიან სწრაფად.
სიგარეტს არ ვეწევი, მაგრამ ამას მოვწევდი ^_^
არ ვიცი, ამ თავსაბურავს რა ჰქვია, ჰელპ!
გუშინ ღამით ცხოვრებაში ყველაზე კარგი სიზმარი დამესიზმრა.
ჩემს სიზმრებში, ზოგადად, საშინელებათა ჟანრი ჭარბობს. ხან რეალურად ცუდი სიტუაციები მესიზმრება, ხან ფანტასტიკური ურჩხულები და ხან ეშმაკები. მოკლედ, დილით სულ შეშინებული და გულგახეთქილი ვარ.
გუშინ კი გამიმართლა და ბედნიერმა გავიღვიძე. არა, ბედნიერმა კი არა, გულდაწყვეტილმა, რადგან ინგლისის მაგივრად ისევ ჩემს სახლში აღმოვჩნდი.
მაგიური სიტყვები “ინგლისი” და “ბრიტანეთი” ჩემს თაობას განსაკუთრებით უყვარს. უფრო დერზკად, uk ^_^ ყველა ოცნებობს იქ მოხვედრაზე, ლონდონში გასეირნებაზე, სექს პისტოლზის სიმღეროს წაღიღნებაზე და რა ვიცი, რაზე აღარ. პირადად მე ლონდონში ტურისტობას ცივ სტოკჰოლმში ყოფნა მირჩევნია, მაგრამ ჩემი მამიდაშვილები სწორედაც რომ ინგლისში ცხოვრობენ და სიზმარშიც მათთან ვიყავი სტუმრად ჩასული.
ბირმინგემში ჩასვლა ჩემს გეგმებში მართლაც არის. ეტყობა, ჩემმა ქვეცნობიერმა ეს სურვილი საიდანღაც ამოქექა. თან ისე, რომ ჩემს ცნობიერს არც კი შეატყობინა და სიზმრისთვის მოინარჩუნა. მეც პატიოსნად დავწექი, დავიძინე და უცებ პატარა ოთახში აღმოვჩნდი. ავდექი და ფანრჯიდან გავიხედე. გამიხარდა, ნაცნობი პეიზაჟი რომ ვერ დავინახე და, რატომღაც, თოვლიანი უცნობი ქუჩა მიყურებდა. მაშინვე გადავწყვიტე ფოტო გადამეღო და ასე დამეწყო ჩემი პირველი დღე ინგლისში (არ მახსოვს, გადავიღე თუ არა). მერე ყველა ერთად გარეთ გამოვედით და სეირნობა დავიწყეთ. უცებ თავში ყველაზე მაგარი, ყველაზე საინტერესო იდეა მომივიდა-ლონდონში წავიდეთ!
ფული, რატომღაც, ლარში მქონდა. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურს ვეძებდი და თან იმაზე ვნერვიულობდი, რატომ წამოვიღე ფული ლარში-თქო. და ყველაზე epic: დავითრიე ლეპტოპი და ჩემს უფროსს ვწერ, სამსახურში ერთი კვირა ვერ მოვალ, ინგლისში ვარ-მეთქი. ამ დროს კი მამიდაჩემი რაღაცას აცხობდა და მე ჩემებთან ვიყავი.
მოკლედ, ძალიან თბილი და ამაღელვებელი სიზმარი იყო. და მართლა მაგრად დამწყდა გული, რომ გამეღვიძა და ისევ თბილისში ვიყავი : (
