Archive | May, 2011

დღის ფოტო

31 May

ბედნიერებაა დღის ასე დაწყება <3

6. და თქვენ რომელ საათზე იღვიძებთ, სერ?

30 May

ახლა ისეთ რამეს ვიტყვი, რაც ბევრს არ უყვარს და ყოველ დილით ამაზე წუწუნებს: ადრე ადგომა ძალიან კარგია :)

ზოგადად, დილის ძილი ყველაზე სასიამოვოა. რა ჯობია, ნებივრად რომ გადაბრუნდები ერთი გვერდიდან მეორეზე და იცი, რომ მაღვიძარას დარეკვამდე ამდენი და ამდენი დრო გაქვს დარჩენილი. მეც ასე ვიყავი. სამსახურში ათ საათზე უნდა ვიყო, შესაბამისად, ცხრა საათზე რომ ავდგე და გამზადება დავიწყო, ამ პირობას უპრობლემოდ ვასრულებ. ბოლო პერიოდში კი უფრო ადრე დავიწყე ადგომა, შვიდ საათზე.

რვის ნახევრისთვის უკვე გამოფხიზლებული ვარ და სარბენად გავდივარ. ყურსასმენები, დილის სუფთა ჰაერი და წყნარი ქუჩები: დღე ამაზე უკეთ როგორ უნდა დაიწყოს. ხან სწრაფად დავდივარ, ხან დავრბივარ, როგორც შემიძლია. ნახევარი საათის მერე სახლში ვბრუნდები, წყალს ვივლებ და ცხრა საათისთვის უკვე გამზადებული ვარ.

სამსახურამდე ერთი საათია დარჩენილი. ყავას ვიდუღებ, წიგნს ვიღებ და მშვიდად ვსვამ. დილის სასიამოვნო რიტუალია. ნელ-ნელა მოდის ათის ნახევარი და მეც ნელ-ნელა გავდივარ სახლიდან, სრულიად გამოფხიზლებული, მშვიდი და კარგ გუნებაზე მყოფი.

ახლა, რა ხდება, თუ ცხრაზე ვიღვიძებ და ადრე არ ვდგები: როგორც წესი, ზუსტად ცხრა საათზე ვერ ვეშვები ძილს და ათის წუთებზე წამოვვარდები. ბარბაცით გავდივარ აბაზანაში და იქიდან უკვე კისრისტეხით ვბრუნდები ოთახში, რადგან მაგვიანდება და ვეღარაფერს ვერ ვასწრებ. საუზმეზე ლაპარაკიც ზედმეტია, შეიძლება ყავის მოდუღებაც ვერ მოვასწრო და ოფისში დავლიო ერთჯერადი მაკკოფე, რომელიც მძულს. ხასიათი-საშინელი, განწყობა-მძინარე, ორგანიზმი-მოდუნებული. ის საყვარელი დილის ძილი არ ღირს ამდენად, ჩემთვის.

და თქვენ რომელ საათზე დგებით, სერ?

 

ჩემი ახალი წიგნები

28 May

დღეს ჩემს წიგნების თაროს რამდენიმე ახალი ბინადარი შეემატება. წიგნების ფესტივალიდან არიან. დახვდებათ რამდენიმე ძველი თანამემამულე, შარშანდელი ფესტივალის წიგნები და სხვები, რომლებსაც მე უკვე რამდენიმე წელია რუდუნებით ვაგროვებ. არ მიყვარს წიგნების თხოვება. ანუ, მე რომ მთხოვნიან. კი, კარგია უცხო წიგნების კითხვა, მაგრამ მერე დაბრუნება მიჭირს. ამიტომ, მირჩევნია ჩემი მქონდეს. ჩემი პატარა თარო <3

საგამოფენო ცენტრი “ექსპო ჯორჯია” სავსე იყო. უამრავი ადამიანი ირეოდა. დახლთან მისვლაც კი ჭირდა, გამყიდველებიც გაფაციცებულნი იყვნენ, რადგან ერთდროულად ათი ადამიანის მომსახურება უხდებოდათ.  ძალიანაც კარგი: რაც მეტი ადამიანი იყიდის წიგნებს და წაიკითხავს, მით უკეთესი. ჰოდა, ამ სიტუაციით აჟიტირებულმა და ეიფორიაში მყოფმა პირველივე წიგნი ვიყიდე, რაც ხელში მომხვდა. ეს არის ჰარი ნიუკანენის დეტექტივი “რაიდისა და ბიჭის ამბავი”. ჩემმა ამ არჩევანმა, მოგვიანებით, ბალასა და ანუკიში ძალიან ხალისიანი განწყობა გამოიწვია და, დარწმუნებული ვარ, ამ ფინურ დეტექტივს ხშირად წამომაძხებენ :) იმედი მაქვს, რომ ძალიან მაგარი წიგნი აღმოჩნდება და ორივე ერთად შემევედრება, გვათხოვეო :) ჩემდა სამწუხაროდ, წიგნს “წლის მავთულის” ჯილდო ორჯერ აქვს აღებული, რამაც მათი ღადაობა გააძლიერა და შეუბრალებელი გახადა :)

მეორე წიგნი, რომელიც უკვე სავსებით საღ გონებაზე მყოფმა შევიძინე, არის მიშელ უელბეკის “ელემენტარული ნაწილაკები”.  რამდენიმე კვირის წინ დავამთავრე “პლატფორმა” და ამ წიგნის შიგთავსიც ძალიან მაინტერესებს. თან სქელი ყდითაა, ხარისხიან ფურცლებზე დაბეჭდილი, რაც კითხვის პროცესს ორმაგად სასიამოვნოს გახდის <3 მიუხედავად იმისა, რომ სნობი არ ვარ და წიგნის შინაარსს ხარისხზე მეტად ვაფასებ, ვერაფრით ვერ ვეგუები ამ ბოლო დროს მასიურად გამოშვებულ უხარისხო, ბნელ ფურცლებზე დაბეჭდილ გამოცემებს.

მესამე წიგნი დიბისი პიერს ეკუთვნის: ”ვერნონ გენიოს ლითლი”.  აი, წარმოდგენა არ მაქვს ამ წიგნის შესახებ. არც ავტორზე გამიგია რაიმე, არც ნაწარმოებზე. უბრალოდ, რომ დავინახე, ძალიან მომინდა ყიდვა. თითქოს წიგნი მეძახდა, წამიყვანეო. თან, ზუმის ამბავში ფასდაკლებაც მეკუთვნოდა. ბევრი არ მიფიქრია და ვიყიდე. ვნახოთ, რამდენად გაამართლებს ჩემს იმედებს ბატონი დიბისი (ან ქალბატონი, რა ვიცი).

ჩემი მეოთხე წიგნი რეი ბრედბერის “ბაბუაწვერას ღვინოა”. ბრედბერი აქამდე არ წამიკითხავს და ძალიან მაინტერესებს. თან ანუკიმაც ძალიან მიქო, მერე მათხოვეო. ის კი არ იცის, რომ სანამ იმ ფინურ დეტექტივს არ წაიკითხავს, ბაბუაწვერას ვერ მიიღებს :)

სულ ეს იყო.  წინ რამდენიმე თვის სასიამოვნოდ გატარება მელის. ახლა კი წავედი, კომპიუტერზე უფრო საინტერესო წიგნი უნდა წავიკითხო  : )

დღის ფოტო

27 May

დღის ფოტო

25 May

Vote for Dissolved Girl

25 May

რაც მე სიკეთე დამითესია და ათასნაირი ფოტო დამილაიქებია :)

ახლა თქვენი ჯერია.

მოკლედ, გთხოვთ შეხვიდეთ ამ ლინკზე,

და მომცეთ ხმა : ) ნ.ო.

გმადლობ ^_^

ჩემი ყველაზე დიდი შიში

24 May

რამდენიმე დღის წინ ჩემს  ფობიებზე დაწერა გადავწყვიტე. ამოვქექე ინტერნეტი და მოვიძიე უამრავი უცნაური სახელწოდების შიში (მაგ.: კლინოფობია, ნოქტიფობია, ლიგოფობია) და მათი გაანალიზება დავიწყე. და სწორედ ამ დროს ამენთო თავში ნათურა და მივხვდი: ამქვეყნად ყველაზე მეტად კბილის ექიმების მეშინია: სტომატოლოგიური კაბინეტი, დაბჟენა, დაპლომბვა, ექსტრაქცია თუ შმექსტრაცია, ნემსი, ნერვი, ღრძილი და კარიესი… მოკლედ, გული მისკდება.

არადა, რამდენიმე უწყინარი პლომბი მაშორებს ჩემს საოცნებო ღიმილს. უფრო სწორედ, ბრეკეტებს. არც ის მაშინებს, რომ როგორც კი ჩავბრეკეტდები, ეგრევე აგლი ბეტიდ გადავიქცევი:

მზად ვარ წარბებიც კი მოვუშვა ასე, ოღონდ კი დაპლომბვას გადავრჩე :(

ყველაფერი კი ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. რომელიღაც პოლიკლინიკაში. ვიღაც საზიზღარმა ბებომ სარძევე კბილი ამომაძრო და ის დიდი ჩაქუჩი თუ კლუჩი დღემდე თვალწინ მიდგას (სავარაუდოდ, წლებთან ერთად ჩემმა ფანტაზიამ მისი ზომები გაზარდა). სკამის უკან კი ექთანი იდგა, რომელსაც ხელები ჰქონდა გაკავებული. მოკლედ, რას მერჩოდნენ-არ ვიცი. ფაქტია, რომ ჩემი პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან მაინცდამაინც კარგად არ მახსენდება.

მერე წავიდა პლომბების სერია. ისე მოხდა, რომ ჩემს მაშინდელ ექიმს ნემსის ხმარება არ უყვარდა :) და ისე გიკეთებდა ყველაფერს, თავისი ტექნიკის იმედზე. ტექნიკა, კიდევ კარგი, მართლაც კარგი ჰქონდა და, რეალურად,  დაბჟენის დროს არაფერი არ მტკენია, მაგრამ სულ იმას ველოდი, რომ მეტკინებოდა: ან ახლა, ან ცოტა მერე, დაძაბული და აკანკალებული ვიჯექი. ესეც მეორე ვიზიტი.

მესამედ კი ახლა მჭირდება მისვლა და ფეხს ვითრევ. ამ წუთასაც, პოსტისთვის რომ ვგუგლავდი სურათებს ხელში ბურღმომარჯვებული  სტომატოლოგი გამეჩითა და სასწრაფოდ გამოვრთე. იმ პატარა ბურღის დანახვას მირჩევნია ბრმა ნაწლავი ამომაჭრან.

ნორმალურია ახლა ეს? არა.

თქვენ რისი გეშინიათ? 

P.s. კბილის ექიმების შიშს დენტოფობია ეწოდება. 

Challenge accepted:10 ივნისამდე მარკეტინგული სტრატეგიის დაწერა

24 May

ერთ-ერთ წინა პოსტში ვწერდი, რომ ძალიან არ მიყვარს, როდესაც ჩემთან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არაფერი საინტერესო და კარგი არ ხდება. პრინციპში, ასე თუ იჯექი და ელოდე ციდან როდის დამეცემა სიახლეო, არც არაფერი გამოვა. ამიტომ, საკუთარ თავს ისევ ჯანჯღარეიზეიშენ მინდა რომ ჩავუტარო და ცოტა აქტიური გავხდე.

მოკლედ, გადავწყვიტე ერთ-ერთ კონკურსში ჩავერთო. ზოგადად, კონკურსები არ მიყვარს. ერთადერთხელ მივიღე მონაწილეობა “დუბლიორში”  და ისე ვინერვიულე და განვიცადე, რომ საკმაოდ დიდი ხანი რეაბილიტაციას მოვუნდი :) მაგრამ, ამ შემთხვევაში ჩემი ბოლო თვეებში მიღებული ცოდნის გამოყენება მინდა.

ორიგინალური იდეების რა მოგახსენოთ, მაგრამ მონდომება კი მაქვს. დანარჩენიც მოვა, იმედია :)

მოკლედ, NCIB,მოვდივარ! ძრწოდეთ და გეშინოდეთ  ^_^

ვნახოთ, რა გამომივა. მხარი დამიჭირეთ, თუ რამე : )

5. ძუნძული a.k.a ჯოგინგი

22 May

ერთხელ, ექიმი ჰაუსის რომელიღაც სეზონის რომელიღაც სერიას ვუყურებდი, რომელიც მოძუნძულე კადით დაიწყო. პრინსტონ პლეინსბოროს მთავარი ექიმი თავის დილას საკმაოდ ადრე იწყებდა, ვარჯიშით. შემდეგ, სირბილით დაღლილი წყალს გადაივლებდა და სამსახურშიც თავის დროზე ცხადდებოდა.

აი, შედეგიც:

  ისე კი, ვისაც ეს სერიალი ნანახი გაქვთ, ნამდვილად გექნებათ შემჩნეული კადის არაჩვეულებრივი ფიგურა-სულ კარგად გამოიყურება, სულ ფორმაშია. არ ვიცი, რამდენად მისდევს ცხოვრების იგივე წესს მსახიობი ლიზა ედელშტეინი, მაგრამ კადის აქტიურმა სტილმა მაშინ ძალიან მომხიბლა და გადავწყვიტე, მეც მეცადა.

დილით ვდგები შვიდ საათზე. რვის ნახევრისთვის უკვე ქუჩაში ვარ. დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში სწრაფი ნაბიჯით დავდივარ,  ხან კი-დავრბივარ. დიდხანს ძუნძულს საკმაოდ დიდი ენერგია და ძალა სჭირდება, რაც, ალბათ, დროის შემდეგ გამომუშავდება. მეც, როცა სირბილით ვიღლები, სიარულზე გადავდივარ. ცხრისთვის სახლში მოვდივარ, წყალს გადავივლებ და სამსახურისთვის ვემზადები.

ვერც კი წარმოიდგენთ, რა სასიამოვნოდ დამუხტული ვარ მთელი დღე. სცადეთ ერთხელ და იგრძნობთ, თუ როგორი აუცილებელია დილის გამამხნევებელი ვარჯიში ცხოვრების ჯანსაღი წესისათვის.

21 May

ჩემი პროფესია ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი და დაუფასებელია საქმეა საქართველოში.

ჟურნალისტი ვარ.

სწავლის პერიოდში ვცდილობდი, რომ მაქსიმალურად ვყოფილიყავი ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩართული: ვწერდი სტატიებს, პრაქტიკის ტელევიზიაში გავლა მინდოდა, დუბლიორშიც მივიღე მონაწილეობა…

მაგრამ, არ გამოვიდა. ვერ ვიშოვე კარგი, არა, ნორმალური სამსახური. ვინმეს ოდესმე გინახავთ რომელიმე ტელევზიის მიერ გამოცხადებული ვაკანსია? მე ვერ ვნახე.

ჰოდა, გადავწყვიტე სხვა საქმე მეძებნა. საქმე, სადაც საკუთარი ძალების რეალიზებასა და მუშაობას შევძლებდი. და ველოდებოდი იმ დღეს, როდესაც ჩემს რომელიმე უფრო ბრძოლისუნარიან, უფრო ძლიერ კურსელს ვნახავდი ტელევიზორში და ნაღვლიანად ამოვიოხრებდი.

ანა, გილოცავ :*

P.s. გული არ დამწყდა :) ხანდახან ზუსტ გადაწყვეტილებებს ვიღებ.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.