Archive | February, 2011

What do you think of a lovely Sunday?

27 Feb

არ ვიცი რისი ბრალია-ასაკის, სტრესის თუ ამინდების, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა შაბათ-კვირას ყველაზე გემრიელად სახლში ვატარებ. ორ საათამდე ძილი, ხალათით ბოდიალი, ფილმების ყურება, კითხვა, ისევ ძილი და ისევ ფილმები-ასე გამოიყურება ჩემი ვიკენდი. მოსაწყენად ჟღერს, არა? მაგრამ ჩემი ყველაზე ქლაბერი თანამშრომლებიც იგივეს ამბობენ: სრული სამუშაო დღეების შემდეგ პენსიონერული დასვენების გარდა არაფერი არ უნდათ.  მე კი სამსახურის გარდა კურსებზე და შეყვარებულთან ერთადაც დავდივარ, ამიტომ, სახლში 11 საათამდე მაინც ვერ შემოვდივარ და მერე ეგრევე ლოგინში მივძვრები. არ მრჩება იმის დრო, რომ ოთახი მივალაგო, ტანსაცმელი გადავარჩიო, დედაჩემთან ვიურთიერთო და, უბრალოდ, სახლში ვიყო!

ამიტომ, ძალიან შემიყვარდა შაბათ-კვირა. უფრო მეტად, ვიდრე სკოლაში ან უნივერსიტეტში მიყვარდა. ორი ძვირფასი, საყვარელი დღე (შაბათი უფრო). შაბათს შეგიძლია წვრილ-წვრილი საქმეები მოითავო (მაღაზიებში გახვიდე, გადასახადები გადაიხადო, წარბები გაიკეთო ან თმა შეიჭრა), კვირას კი ი უ ს ა ქ მ უ რ ო <3

დღეს კვირაა. პირველ საათზე გავიღვიძე.  მივირთვი ყველიანი პილმენები, პამიდორში შემწვარი კვერცხი, რამდენიმე ფორთოხალი, ქათმის სალათი და შოკოლადი. დავლიე შინდის წვენის რამდენიმე ჭიქა და რძიანი ყავა. დავწერე ორი პოსტი. ვუყურე აგლი ბეტის ოთხ სერიას. წავიკითხე Living dead in Dallas-ის ორი თავი. დავათვალიერე ინტერნეტ-მაღაზიები. დავახარისხე ფურცლები და დიპლომი კედელზე გავაკარი.  ახლა აბაზანაში შევალ და ცხელ წყალში იქამდე ვიწვები, სანამ არ გაცივდება და არ ჩამეძინება. გამოვალ, ხვალისთვის ჩასაცმელ ტანსაცმელს გადმოვალაგებ და დავიძინებ.

ხვალიდან კი მომდევნო შაბათ-კვირას დაველოდები : )

p.s. როდის მოვა მზე და გაზაფხული  : (

მა კაბ რა

27 Feb

რა არის მაკაბრა? ის ხელოვნებაში ხშირად გვხვდება. ეს არის სიკვდილთან დაკავშირებული ნივთებისა და ატმოსფეროს გამოყენება. კომპიუტერულ თამაშებში, სატელევიზიო სერიალებსა და ფილმებში ხშირად ვხვდებით მაკაბრას. გაიხსენეთ ადამსების ოჯახი: ისინი მაკაბრას მიმდევრები იყვნენ.

არსებობს ცალკე საიტი, სადაც იმ ადამიანების ნამუშევრები შეგიძლიათ ნახოთ, რომლებიც ამ ჟანრს იყენებენ.

Spoooooky :-S

ქალური პოსტი #2 (wedding (^_^) )

25 Feb

ტინეიჯერობის ასაკში შავი კაბით და კეტებით გათხოვება მინდოდა ^_^

იმ ასაკში არ გავთხოვილვარ, მაგრამ რომ დამეპირებინა, ჩემი კონფორმისტული სული არ მომცემდა იმის საშუალებას, რომ ასეთი თამამი ნაბჯი გადამედგა. მოგვიანებით, ამ სურვილმა საერთოდ გადამიარა, მაგრამ ტრადიციულ კაბებში ავანგარდული ცვლილების შეტანის სურვილი მაინც მაქვს.

Love these frocks

ეს გოგო ყველაზე მეტად მომწონს : )

შავი და ცისფერი <3

ვისაც ჯერ კიდევ მოგწონთ შავი კაბები: ძალიან ლამაზია

და ბოლოს, ძალიან საყვარელი წყვილი და მეჯვარეები (ძაღლი <3) :) :)

დღის ფოტო #8

24 Feb

ძალიან, ძალიან ვნერვიულობ

დღის ფოტო # 7

21 Feb

ბევრი ნატრობდა თბილისურ თოვლს.

აუხდათ. მე კი თოვლი მხოლოდ ასე, ფანჯრიდან მიყვარს…

მინდა ვიყო ვამპირი!

17 Feb

ძალიან მინდა, რომ ვამპირი ვიყო. ფერმკრთალი, ძლიერი, უკვდავი და სისხლის დიეტაზე მყოფი.

ადამიანების მეინსტრიმული ნაწილი თვლის, რომ ვამპირები არ არსებობენ. მეც ასე ვთვლი, მაგრამ სიამოვნებით გავხდიდი ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს და ვამპირებს, მაქციებს და მისთანებს არსებობის უფლებას მივცემდი. დროებით მაინც.

ყველამ იცის, თუ რაში მდგომარეობს ვამპირის არსი. საუკუნეების განმავლობაში ლეგენდამ უამრავი ცვლილება განიცადა და მრავალი ჯურისა და ჯიშის ვამპირი წარმოშვა. ყველაზე გავრცელებული მითი ვამპირების შესახებ სისხლის სიყვარულს და მზის შიშს უკავშირდება. სისხლით იკვებებიან, მზეზე კი იწვებიან. ამიტომ, მხოლოდ ღამით გამოდიან თავშესაფრიდან და დღისით სძინავთ, ან წამოწოლილები არიან, რავიცი :)

რატომ მინდა ვიყო ვამპირი:

1) ვიქნები უკვდავი

2) ვიქნები ძალიან სწრაფი

3) შეიძლება, ფრენაც ვიცოდე (“Can all the vampires fly?” “Can all human sing?”)

4) არ გავსუქდები არასდროს :)

5) შევძლებ ადამიანების დაჰიპნოზებას და მათით მანიპულირებას (^_^)

6) ჩემი სისხლი ყველა დაავადებას განკურნავს

7) არ ვიფიქრებ თემაზე “რა ვჭამო”;  მეცოდინება :)

8) თუ მაინცდამაინც დღისით მომინდება სიარული, გავიხსენებ პაპსავიკ ვამპირებს “Vampire Diaries” -დან და ბეჭედს ვეთხოვები :)

ცუდია? თუ უკვდავება მომბეზრდება და ხე გულში.

I wonna be a vampire :(

Before and after, sweet fangs <3

Spring must-haves

17 Feb

გაზაფხული მოდის

ასე მინდა შევხვდე გაზაფხულს:

მინდა მეცვას  ბ ე რ შ კ ა

5 reasons why I wonna have a car : ))

15 Feb

მანქანა მინდა!

მთელ ზამთარს ბალეტკებსა და პიჯაკებში გავატარებდი

უამრავ წიგნს, ქსეროქსს, ფურცლებსა და ნივთებს მანქანის უკანა სავარძელზე დავაგდებდი და ჩანთას არ გამოვიტენიდი

საბარგულში ჩავყრიდი გამოსაცვლელ ტანსაცმელს, ფეხსაცმელებსა და ჩანთებს

“ბარდაჩოკს” გამოვტენიდი  გემრიელი რაღაცებით

ყველგან მივიდოდი  დროზე (დავივიწყოთ, რომ საცობები არსებობს) და კომფორტულად

დღის ფოტო #6

14 Feb

გისურვებთ, რომ არასდროს  არ აღმოჩენილიყავით ასეთ სიტუაციში;

შეგძლებოდეთ გრძნობის ბოლომდე შენარჩუნება და დაფასება;

Happy valentine’s day : )

დილის ფოტო #5

11 Feb

სამსახური, კომპიუტერი, სიწყნარე და ფინჯანი ყავა

როგორ მიყვარს ეს ყველაფერი : )

Follow

Get every new post delivered to your Inbox.