ამ ბოლო დროს ადამიანებს ორად ვყოფ:
1) რომლებიც კარგად გრძნობენ თავს საკუთარი წონის ფონზე და იხდენენ
2)რომლებიც ცუდად გრძნობენ თავს საკუთარი წონის ფონზე და ვერ იხდენენ.
მე, სამწუხაროდ, მეორე კატეგორიაში გავდივარ. ისევ!!! არადა, წინა ჩანაწერების მიხედვით მიზანს მივაღწიე და ზედმეტი კილოგრამები დავიფერთხე. მაგრამ ჩვენ ხომ არჩევანის წინაშე ვდგავართ: ან არ უნდა გავხდეთ, ან მთელი ცხოვრება წონა ვაკონტროლოთ. მე ვირჩევ მეორეს : ) და ვემხრობი დაკლებული წონის შენარჩუნების თეორიას, რომლის ასრულებაშიც სამსახურმა (<3) შემიშალა ხელი: დამერღვა რეჟიმი და საკვების კონტროლი ვეღარ შევძელი. თან ნერვულმა სისტემამაც მიმტყუნა და საკუთარ თავს საჭმელების ერთი თვე მივუძღვენი (ზედმეტი კილოგრამებიც
)
ჩემი ახალი დიეტის შთაგონება მიშკა გახდა, ჩემი ჯგუფელი. მან ზუსტად ორი კვირის განმავლობაში შეძლო იაპონური დიეტის დაცვა და შვიდი კილოს დაკლება! როდესაც ვსვამდით, მიშკა რძეს მიირთმევდა. ვქეიფობდით და ფოლგიდან მოხარშულ თევზს ჭამდა. გადავხედე ამ იაპონურ დიეტას. ძირითადად, სასარგებლო საჭმელებისგან შედგება: თევზი, ხორცი, ბოსტნეული, ხილი, რძის ნაწარმი… თან საკმაო რაოდენობით.
შევძლებ?
ჩემმა მეთოდმა გაამართლა: ბლოგზე დიეტის დღიურის წარმოება საკმაოდ ეფექტურია. უფრო პატიოსნად იცავ და მკითხველებისთვის ნედლი შედეგების გამხელა გინდა.
ასე რომ, წავიდა იაპონური დიეტა : ) უფრო სწორედ, ხვალ წავა. საღამოს კი დაწვრილებითი ცნობებით შემოგიერთდებით.
გკოცნით, თქვენი ზედმეტწონიანი (ჯერჯერობით!) Dissolved Girl







