დიეტის პირველ ეტაპზე იწყება საშინელება: ერთად გინდება ჩიფსები, ხაჭაპურები, ხინკლები, მაკდონალდსები, ნაყინები და ყველა ის ბოროტება, რომელიც ჩვენს მუცელსა თუ თეძოებში პოვებს ადგილს. გძინავს-საჭმელი გესიზმრება; გღვიძავს-სასუსნავებისკენ გაგირბის ხელი და ფიქრი; მარკეტში შეხვალ და მაწვნის მაგივრად ფუნთუშები გინდა რომ იყიდო (აქვე უფასო რეკლამა გუდვილის ფრანგულ ფუნთუშებს. ვინც ამ პოსტს კითხულობთ და დიეტაზე არ ხართ ხვალ ჩემს სახელზე ერთი ცალი შეჭამეთ) და ა.შ.
ეს ეტაპი რამდენიმე დღის წინ დამიდგა. გადავირიე ხინკალზე, რომელიც რამდენიმე თვეა, რაც არ მომდომებია. ვიძახდი, იქითა კვირაში რამდენიმე ცალს შევჭამ-თქო მაგრამ არა! არ დავეცემი ასე : )
ჩიზბურგერი მენატრება ძალიან, ორი ლულას კარტოფილი, პანეტერიას პიცა, ლუკა პოლარეს ნაყინები და გუდვილის სასუსნავები. მაგრამ ჯერჯერობით ვუძლებ.
ისე, დამიჯერეთ, საკამრისია რამდენიმე კვირა უარი თქვათ კონკრეტულ საკვებზე, რომ მერე აღაც გინდებათ მისი ჭამა. მაგალითად, თეთრი პური. უზომოდ მიყვარს. ყველაფერი მიყვარს, რაც ცომისგან მზადდება. მაგრამ წინა დიეტის მერე თეთრ პურს პრინციპულად აღარ ვჭამ. როცა ვხედავ ეგრევე ზედმეტი კილოგრამები და ქონები წარმომიდგება თვალწინ-რაღა მაჭმევს! იგივე დამემართა შაქარზე, დღემდე “სახარინით” ვსვამ ყავას.
მოკლედ, მთავარია გიყვარდეს შენი სხეული, როგორც თაამ თქვა. და მოუარო.
მისი მოვლა დილიდან დავიწყე, ვარჯიშზე ვიყავი. გავწყდით წელში. ვიხტუნავეთ, გავიჭიმეთ, გამოვიჭიმეთ, მუცლის პრესები ვაკეთეთ და ტრენაჟორები დავიპყარით. ძალიან დავიღალე, მეორე დღე იყო და სრული დატვირთვით ვივარჯიშე. აერობიკიდან ორი საათის განმავლობაში არ მიჭამია, მარტო გრეიფრუტის წვენს ვსვამდი (ისევ თათას რჩევით) და ტელევიზორს ვუყურებდი. მერე მაწვნიანი წიწიბურა (თუ წიწიბურიანი მაწონი) მივირთვი, უშაქრო ყავა დავლიე და ისევ წიწიბურა დავაყოლე
ლექციებიდან დაბრუნებულმა შევჭამე ორი ნაჭერი მოხარშული ორაგული, ორი ცალი ვაშლი და ერთი გრეიფრუტი. ახლა ცოტა ტყემლის ტყლაპს ვწიწკნი და დილამდე არაფრის ჭამას არ ვაპირებ. იმედია, გავძლებ.
მოკლედ, ჯერჯერობით კარგი გოგო ვარ და ვამაყობ ჩემი თავით.
ჰო, მართლა: მწარე საყვედური ჩემს მეგობარ მამაკაცს, რომელიც ყოველ საღამოს დამათრევს სხვადასხვა გემრიელ ადგილებში და ხელს უწყობს ჩემი ფორმის დაკარგვას! თუკი ამ პოსტს წაიკითხავ, გაითვალისწინე, რომ ბანანები ჩემი რაციონიდან ამოვიღე და ახლა მანქანაში მწვანე ვაშლები დამახვედრე ხოლმე :* მიყვარხარ : )

Day 6: უთხარი “არა” ცდუნებებს
29 Marვართ თუ არა ტოლერანტულები?
28 Marწინა დღეს ლექციაზე კამათი ატყდა:
ვართ თუ არა ქართველები ტოლერანტულები?
მე ვთვლი, რომ არა. ჩემი ჯგუფელი თვლის, რომ კი.
ისე, ეს მარტო სალექციო თემა არ არის. ბევრგან შევსწრებივარ ასეთ გარჩევას და, საბოლოოდ, მაინც არ არის გარკვეული ჩვენი შემწყნარებლობა/არშემწყნარებლობის საკითხი.
უცხო ენათა ლექსიკონში “ტოლერანტობა” ასეა განმარტებული: მომთმენი, შემწყნარებელი. სხვისი აზრებისა და რწმენის შემწყნარებლობა.
საქართველოში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც განსხვავებული აღმსარებლობა, ტრადიციები, რასა თუ სექსუალური ორიენტაცია აქვთ. ერთია, რომ ცხოვრობენ. მეორეა-როგორ. სხვა რელიგიის მქონე ადამიანებს დღეს ქუჩაში ქვებს არავინ უშენს, მაგრამ ნუთუ არავის გვინახავს გაწიწმატებული მართლმადიდებელი, რომელიც სხვა რელიგიის ადამიანს (უხეშად რომ ვთქვათ) ჯვარს ურტყამს თავში? არ შევსწრებივართ რელიგიური ნიშნის მიხედვით დევნას? ფაქტია, რომ ქართველები სხვის რწმენას პატივს არ ვცემთ. არც რწმენის უქონლობას. პირდაპირ მოვალეობად მივიჩნევთ ვიქადაგოთ ჩვენი რელიგია და ამ დროს ჩვენვე ვარღვევთ მის უმთავრეს მცნებას-თავისუფალი არჩევანის უფლებას.
რაც შეეხება სექსუალურ უმცირესობებს, აქ საქმე უფრო რთულადაა. პირადად მე არ გამოვდივარ არც მხარდამჭერად და არც დამგმობად. ვთვლი, რომ ნეიტრალიტეტი მიჭირავს და სხვისი ჰომოსექსუალობა მე არ მეხება. მაგრამ ნეტავ რამდენი ნაცემ/ნაბეგვ/ნადევნი ჰომოსექსუალისტი ახსოვს საქართველოს? რამდენჯერ დარღვეულა მათი უფლებები? მე, მაგალითად, არც მათ ქორწინებას ვუჭერ მხარს და არც ჰომოსექსუალი წყვილების ხილვა მიხარია, მაგრამ ჩემს პირდაპირ მოწოდებად მათ დევნას და ალაგმვას არ მივიჩნევ. ყველას აქვს თავისი ცხოვრება და არჩევანის თავისუფლება-მორჩა. მესმის იმ ოჯახების, სადაც ჰომოსექსუალიზმი პრობლემად დგას, მაგრამ არ მესმის ახალგაზრდა ბიჭების, რომელიც მთელი დღე ქუჩაში დგანან და ხშირად წიხლქვეშ ჰყავთ გაგდებული “ცისფერი” .
ისე, ფროიდის ერთ-ერთი თეორიის მიხედვით იმ ადამიანებს, რომლებიც ასე მძაფრად რეაგირებენ ჰომოსექსულიასტებზე, ქვეცნობიერში თავადაც აქვთ ასეთი გადახრები. რომელი მათგანი აღიარებს ამას? არცერთი. მაგრამ ქვეცნობიერი იმიტომაა ქვეცნობიერი, რომ ვერ გრძნობ და ვერ იაზრებ. დავეთანხმო ძია ზიგმუნდს?
რასა? რომელი მშობელი შეეგუება ადვილად ოჯახში შავკანიანის ან წვრილთვალება ადამიანის შემოსვლას? ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი, როდესაც ადამიანებს ამის გამო ერთმანეთი დაუკარგავთ.
სულაც რომ დავანებოთ თავი სექსუალურ და ეთნიკურ უმცირესობებს, ქართველებს ერთმანეთიც ვერ აგვიტანია. არ გაგიგიათ მეგრელების და ქართველების ცალ-ცალკე დაყოფა? თავის მართლება, რომ “მეგრელი კი ვარ მაგრამ ისეთი არ ვარ, სხვანაირი ვარ“?
და ამის მერე ჩვენს ტოლერანტობაზე ვსაუბრობთ. არ ვართ, ბატონებო, ტოლერანტი ერი და რა ვქნათ? ჩემმა ჯგუფელმა ამ არგუმენტების სანაცვლოდ მითხრა, რომ შეიძლება რაღაცაში ვიყოთ შემწყნარებლები, რაღაცაში კი-არა. აი ის, თუ რაში ვართ ტოლერანტები, ვერ მითხრა.
რაში ვართ?
Day4
27 Marდილით აერობიკა გამიცდა, სამაგიეროდ დავიმხე ტრენაჟორები, შეძლებისდაგვარად : ))
დღეს ცუდი გოგო ვარ-ცოტა ჩიფსი ვჭამე და ლუდი დავლიე :-შ რა მექნა, ჩავუსხედით ყველა ერთად კინოს და კუთხეში ზურგით ხომ არ დავჯდებოდი : ))
ხვალაც ასე და ზეგ უფრო გავამკაცრებ დიეტას. ბანანს ვაშლი შეცვლის (ტყლაპიც ხომ მოსულა?) და კვების ახალ რეჟიმზე გადავალ. ანუ არ შევჭამ დღის პირველამდე და საღამოს რვა საათის შემდეგ.
ნუ, ეს ორშაბათიდან, ახლა მეტის წერა მეზარება.
ახალი პოსტი მინდა შევქმნა, მაგრამ ეგეც მერე.
Day 2
25 Marგარშემო ყველა დიეტაზეა. დაგვეტყო გაზაფხულის მოსვლა : ) ისე, თბილ და მზიან ამინდში ეს პროცესი გაცილებით უფრო ადვილი ხდება. გარეთ გახვალ, ფეხით გაისეირნებ და კარგ ხასიათზეც იქნები (პირადად მე მზე კარ ხასიათზე მაყენებს).
შეგიძლიათ მთელი დღე მარტო მაწონზე ან მოხარშულ კარტოფილზე იყოთ? მე არა
იმის წარმოდგენაც კი, რომ ერთი სახეობის პროდუქტი უნდა ვჭამო ცუდად მხდის. მინუს ცომი და შაქარი-ჩემი პრინციპი. ვნახოთ, რა გამოვა.
დილით კუნთები ამტკივდა. გაუმარჯოს აერობიკას! ესე იგი, სწორად მივარჯიშია. პრესის კუნთების თითო წამოტკიებაზე სწორი და გლუვი მუცელი წარმომიდგება თვალწინ. იმედი მაქვს, მალე ვიხილავ სარკეში (ან თუნდაც მერე, არა აქვს მნიშვნელობა).
დღეს მაგდუმ მითხრა შენი ბლოგი წავიკითხეო. მაგდუ გამარჯობა ![]()
დღევანდელი მენიუ: უშაქრო ყავა, უცხიმო ყველი, სოკოს სალათა და ცოტა ისპანახი, იოგურტი და სამი ცალი ბანანი. ახლა გრეიფრუტს მივირთმევ და მორჩა, ხმის ამომღები არ ვარ.
დღეს ნინო ვნახე და ვაკიდან შარდენამდე ფეხით ვიარეთ, მააშ :-> მე კუნთები მტკიოდა, მას ქუსლებზე ეცვა-დაგვაფასეთ!
აერობიკა ზეგ მაქვს, ხვალ ჩემით წავივარჯიშებ.

Day 1
24 Marსაზეიმოდ ვაცხადებ დიეტისა და ვარჯიშის პირველ დღეს!
დილით გალათეაში ვიყავი. ვიქნიე ხელ-ფეხი და გადავიგრიხე კუნთები. დავასკვენი, რომ საკმაოდ მოუქნელი ვარ და შემრცხვა : ) აერობიკის დროს გულით მშურდა გამხდარი გოგოების, რომლებსაც ზედმეტი წონა არ აწუხებთ და უზომოდ ნთქავენ საჭმელს. შემდეგი მისვლა შაბათს მაქვს და უფრო დიდხანს დარჩენას ვგეგმავ.
ჩემი დღევანდელი მენიუ:
უშაქრო ყავა, ორი ცალი ბანანი, ერთი ვაშლი, კიტრისა და პამიდვრის სალათა და ჰერკულესიანი მაწონი.
შედეგი: მშია, მაგრამ ძალიან არა. საღამოს მაწონი კარგი ვარიანტია.
ბონუსი:ფეხითაც ვიარე. პეკინის ბოლოდან დოლიძის კუთხემდე. ვარჯიშიდან მოვდიოდი და მეტი ვერ გავქაჩე, დროც არ მქონდა. ამინდები გამოვა და მერე შევუტევ.
მყუდრო
23 Marდღეს სიმყუდროვე აღმოვაჩინე! სპონტანურად, დაუგეგმავად და უცებ. პავლოვზე წასვლა ავტობუსით გადავწყვიტე და 85 ნომერში ავხტი. ფანჯარასთან დავჯექსი, ყურსასმენები გავიკეთე და “ტაბულას” ახალი ნომრის თვალიერება დავიწყე.
მზე მანათებდა, ტომ იორკის ხმის გარდა არაფერი მესმოდა და ბაბუნაშვილის სვეტს ვკითხულობდი.
ხომ არაფერია?
ჭეშმარიტება უბრალოებაშია (თუ როგორც არის).
ვხდები
23 Marკატეგორიის პრემიერა მაქვს: დიეტა!
რა შეიძლება ქალს სძულდეს ზედმეტ კილოგრამებზე მეტად? დიეტა, რა თქმა უნდა. ვარჯიშიც (ჩემნაირ ზარმაცებს).
მაგრამ მოვიდა გაზაფხული, გახდომისა და თხელი ტანსაცმლის დრო. შესაბამისად, გადავდივარ დიეტაზე და აქტიურად ვიწყებ ვარჯიშს.
ეს ყველაფერი ბლოგის გარეშეც შემეძლო გამეკეთებინა, მაგრამ მერე ადვილად დავიკიდებდი. ახლა კი როგორ შევხედო ბლოგერებს თვალებში-მათ ხომ იციან რომ დიეტაზე ვარ და ვერ დავარღვევ : ))
მოკლედ, დღეს მივდივარ გალათეაში, აბონიმენტი უნდა ავიღო. ამასთან ერთად, ვიწყებ ფეხით სიარულს და ვუკლებ ჭამას.
არ დავწერ, რამდენი კილო ვარ: )) ჩემი სასწორი აფრენს, თან რაღაც არაესთეტიკურია. საბოლოო ჯამში, შვიდი კილოს დაკლება მინდა.
Wish me luck :->
ფიქრნი ქათამსა ზედა
18 Marრამდენიმე დღის წინ ყავის დასალევად სამზარეულოში შევედი და მაგიდაზე წამოთხლაშულ გამოფატრულ ქათამს მოვკარი თვალი. იმდენად ამაზრზენად გამოიყურებოდა, რომ ცუდად გავხდი. აი მანდ ამენთო თავში ნათურა: ადამიანები გვამებს ვჭამთ! მკვდარ ხორცს, ლეშსა და მიცვალებულებს. მერე რა, რომ მარტო ცხოველებს და ფრინველებს ვეტანებით? სიცოცხლე ხომ მათშიცაა და სიკვდილის შემდეგ ისინიც ისეთივე გვამებად იქცევიან, როგორც ადამიანები.
და საქონლის ხორცი? სისხლიანი, წითელი ქსოვილი, რომელიც გემრიელ მწვადად ან რაიმე სხვა კერძად იქცევა? დროულად რომ არ მოხარშულიყო ან შემწვარიყო ეს ჩვენი პოტენციური მწვადიც ხომ მატლების და ჭიების საჭმელი გახდებოდა?
ჩვენ მათ, უბრალოდ, დავასწარით.
გამარჯობა, ვეგეტარიანელებო! ახლა მესმის თქვენი
თუ ამ ჩემმა შეშფოთებამ მალე არ გამიარა, მაშინ თქვენს რიგებში მიგულეთ და ერთად ვჭამოთ კომბოსტო და სტაფილო. ჩვენმა წილმა ძროხებმა და ღორებმა კი მშვიდად იბალახონ.

ჯანჯღარიზეიშნ
17 Marვის შეგიძიათ რამდენიმე წარუმატებლობის შემდეგ ფეხზე თამამად წამოდგომა და ბრძოლის გაგრძელება? ვინც არ უნდა იყოთ-მე მშურს თქვენი!
მე კი არ შემიძლია, ან მეზარება… უფრო ამ უკანასკნელს ვემხრობი. რთული პერიოდი მაქვს, არ დავმლავ. ნასტასიას ჰქონდა ამაზე პოსტი. იმდენად ნაცნობი იყო ტექსტი, რომ ჩემი დაწერილი მეგონა. მაგრამ პოსტს ჰეფი ენდი ჰქონდა, ეს კი ჩემთან ჯერ არ ჩანს : (
და რაც უფრო იგვიანებს, მით უფრო ვხავსდები.
ამ ბოლო დროს პირად ბლოგებს ვეტანები. და ძალიან მომწონს. საერთოდაც, ბლოგი პირადი უნდა იყოს, იმჰო. სტატიები ჟურნალ-გაზეთებში. მე კი მიჭირს საკუთარ თავზე ლაპარაკი.
აი, თუ ერთი საქმე კარგად დაგვირგვინდება, ჩემს ბლოგს პირადად გამოვაცხადებ და საინტერესო ამბებს არ მოგაკლებთ : )
თუ არადა…
დაველოდებით მომავალ მიზნებს: )
Reader, kiss ya :*
Be positive
14 Marქართულ რეალობაში პოზიტივის ნაკლებობაა. შევეჩვიეთ, რომ არაფერი არ ვარგა. ფაქტია, როგორ შეგეკამათოთ? არაპროფესიონალიზმი ყვავის, უნიჭობა ზეიმობს და ამ მაღალფარდოვანი სიტყვების რახარუხში სიმართლის დიდი წილია.
მაგრამ ხომ არსებობენ ადამიანები, ვისაც საქმე მართლა კარგად გამოსდით?
ან უკეთესობისკენ იცვლებიან?
რატომ დაგვიჩლუნგდა პოზიტივის აღქმის უნარი : (
ვაღიარებ:
რომ მომწონს თიკას და ვანოს წაყვანილი “ნიჭიერი”
რომ “ნანუკას შოუ” იხვეწება (ანუ დაიხვეწა)
რომ “მაკდონალდსში” ძალიან კარგი სერვისი აქვთ
რომ “ცხელი შოკოლადი” მართლა კარგი ჟურნალია
რომ ჩემი მეტყველების ლექტორი მართლა ძალიან კარგად მეტყველებს
რომ ქართული კინო ცოცხლდება და “გაღმა ნაპირი” განსაკუთრებულად კარგია
რომ “ავერსის” კლნიკაში მისვლის არ მეშინია და ძალიან საყვარელი ექიმები ჰყავთ
რომ ძალიან კარგი თაობა მოდის და ჩვენს წინას ბევრად ვჯობივართ
რომ რომ რომ
მეტი ახლა არ მახსენდება.
Be positive









