გიყვართ ყავა? ალბათ, კი. და რომელს ანიჭებთ უპირატესობას? მე ლატეს. ლატე იტალურად რძეს ნიშნავს, შესაბამისად, ყავაც ცხელი რძით მზადდება. ძალიან გემრიელი და სასიამოვნოა, გირჩევთ ყველას : )
შემთხვევით წავაწყდი ძალიან საყვარელ სურათებს. თურმე, ლატეს მორთვის ხელოვნებაც კი არსებობს. მინახავს დახატული ყვავილები და გულები, მაგრამ დანარჩენები მმმმ ძალიან საყვარლებია :წუბ:
აი ასე ხატავენ ქაფზე:

და გამოდის ასეთი რაღაცები:

ეს ჩემი ფავორიტია :წუბ:







ძალიან მომწონს. უბრალოდ, არ მესმის, ესეთი საყვარელი რაღაც როგორ უნდა დალიო და გააფუჭო : ))
კაპუჩინოს.
ან თუ ძაან დაღლილი ვარ და სამუშაო მაქ (როგორც აი ახლა ამ წუთს) რომაგ ესპრესოს…
თუმცა, თუ მუშაობა გეზარება და ამის მაგივრად ბლოგებზე დაძვრები, რა ესპრესო გიშველის
ეგ მეც ხშირად მახასიათებს : ) მაგაზეც მიწერია ერთ-ერთ პოსტში…
ლატე არ გამისინჯავს.. რძე საშინლად არ მიყვარს, და მომეწონება ვითომ? მაგრამ ალბათ კი
ყავა როგორ შეიძლება არ მომეწონოს
ისე, ამ ბოლო დროს სულ ’ჩვეულებრივ’ ყავას ვსვამ და რაღაც ახლის გასინჯვის სურვილი მაქვს, განსაკუთრებით ამ ფოტოების შემდეგ
მოგეწონება ნამდვილად
ცადე :->
ამზადებ 80 მლ ძალიან მაგარ ყავას. უმატებ 150 მლ არაყს, 70 მლ ღვინოს, ყინულს და შაქარს (გემოვნებით) – ყავა “კაზაკური”. ეგრევე მოაქვს ტონუსი.
ჰაჰ რა საინტერესოდ ჟღერს
მეეჭვება ამის მერე ვინმემ მუშაობა შეძლოს
)
მიყვაააააარს კაპუჩინო… ლიტერატურულ კაფეში აქვთ ძალიან გემრიელი… ამის დალევა არ მოგინდება , მაგაში გეთანხმები…
ხელოვნების ნიმუშად ვაღიაროთ და ვუყუროთ