Archive | January, 2010

Not gone with the wind

26 Jan

გუშინ იმ განზრახვით დავიძინე, რომ დილას გვიან გავიღვიძებდი და ქარიან ამინდს ფანჯრიდან მთელი დღის განმავლობაში ვუყურებდი. მერე ვნახავდი რაიმე ფილმს, გავაკეთებდი რამდენიმე ჩანაწერს, წავიკითხავდი sex and the city-ს და უამრავ ახალ ალბომს მოვუსმენდი.
გუშინ გამოცდებს მოვრჩი. მართალია, ერთი დამრჩა, მაგრამ ხუთ თებერვალს, ამიტომ სათვალავში ჩასაგდები არც არის. ზემოთ ჩამოთვლილი activities კი არის ყველაფერი ის, რაც ამ პერიოში მაკლდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ბეზდელნიკობა : )
ამინდმა გული არ მატკინა: მართლა საშინელი ქარია და ძალიან მიხარია, რომ გარეთ გასასვლელი არ ვარ. წიგნიც წავიკითხე, ფილმსაც ვუყურე, ფანჯრიდანაც ვათვალიერე ადამიანები, დღიურიც ვიპოვე, ბლოგიც განვაახლე, აქთ-იქით ვიბოდიალე…
და მივხვდი, რომ უკვე ცუდად ვარ : ) და უკვე მენატრება საქმიანობა, გადარბენა, რაიმეს მოსწრება, საბოლოოდ მაინც კარგად გაკეთება და ა.შ.
სამსახური მინდა. ენერგია ულევი მაქვს : ) მაგრამ, რაღაც ჩაკეტილი ვარ, ბიძგი მჭირდება. ბიძგი კი არადა, დიდი წიხლი : )
ზემოთ ვახსენე, ფილმს ვუყურე-თქო. The Holiday. ბოლოს ვბღაოდი-ცხოვრებაში რატომ არ ხდება ასეთი სასწაულები??? არავინ დაიწყოს იმის მტკიცება, რომ ხდება. არც იმის, რომ სასწაულებს ჩვენ თვითონ ვქმნით და ბლა ბლა. ისე, ამ ბოლო თეზისზე კამათი საკუთარ თავთან კიდევ შეიძლება, მაგრამ წინა უდავოა. ჯეკ ბლეკი კიდევ ძალიან დიდი ხანია, რაც უგონოდ მიყვარს :წუბ:
ხო არის აბსოლუტურად იდიოტური პოსტი? Once in a blue moon ყველას აქვს ასეთი პერიოდები. თუკი ბოლომდე წაიკითხეთ, დიდი მადლობა :* ესე იგი, გაინტერესებთ :*

Cute Plush

16 Jan

როგორც იქნა, მოვიცალე. დროებით, მაგრამ მაინც.
დღეს ინტერნეტს საზეიმოდ ჩავუჯექი : ) და ძალიან საყვარელი საიტი აღმოვაჩინე :წუბ:
ნახეთ, როგორი კუსკუსბუსბუსმანცუცელებია :->
ატირებული ღრუბლები შემეცოდნენ : (
Sad cloud never understands why people hide under
umbrellas when she shows up : (
ნატალიას საყურეებიც ვიპოვე, გამოიცანით-რომელია? : )
პოსტის წაკითხვის შემდეგ კი საიტსაც ეწვიეთ


იგზემს საქ

12 Jan

რა შეიძლება იყოს კვირაში სამ გამოცდაზე უარესი?
ოთხი გამოცდა !
აქედან ორი მაღლივში (თსუ-ს სტუდენტები გამიგებენ :| )
მაგრამ თურმე სასწაულები ხდება:ერთი გამოცდა 5 თებერვალს გადამიტანეს.
ერთიც ჩავაბარე და ორი დამრჩა.
მოკლედ, თუ პარასკევამდე დამინახავთ აქ-გამაგდეთ :(

დღეს პირველად

10 Jan

დავლიე ტეკილა

და ვიყავი 3D ფილმზე

ტიტანიკი

8 Jan

(more…)

ჯურღმული, იაპონური და ბევრი სითბო :)

7 Jan

ამ პოსტის წერისას არ ვარ ჟურნალისტი. ვარ სტუდენტი, რომელიც გამოხატავს თავის სუბიექტურ აზრსა და დამოკიდებულებას :)
იაპონურს ვსწავლობ.
ოჰაიოო გოძაიმას(უ) :P
და ამ ყველაფერში სულ შემთხვევით გავყავი თავი.
ჯგუფელები რადიოს ლექციიდან გამოვედით და დავიწყეთ ბჭობა იმაზე, თუ როგორ გაგვეტარებინა ტელეს ლექციამდე დარჩენილი ორი საათი. ამ დროს დავინახე განცხადების დაფაზე გამოკრული ფურცელი, სადაც ეწერა, რომ იაპონური ენის შესწავლის მსურველებს მეორე კორპუსში სტივენ ლოიდი ელოდა. მეთქი, წავედით იაპონური ვისწავლოთ :D
არავინ წამომყვა. ძალით წავათრიე და ჩავედით მეორე კორპუსის ჯურღმულ აუდიტორიაში. იქ დაგვხვდა რამდენიმე სტუდენტი და საშუალო ასაკის, გაღიმებული და ქართულად აქცენტით მოსაუბრე ადამიანი. თავიდანვე მომეწონა, მართლა. აი, ხომ აქვს ზოგს ისეთი აურა, რომელიც გიზიდავს, გათბობს და შენც დადებითად განგაწყობს? სწორედ ასეთი ჰქონდა. ჩამოვსხედით ყველა სკამებზე და დიდი ინტერესით შევაცქერდით ამ ადამიანს.
როგორც უკვე ვთქვი, სტივენ ლოიდი ჰქვია. მამით ინგლისელია, დედით ქართველი. თან ბაგრატიონი :) კითხულობს ლექციებს ლონდონის უნივერსიტეტში და იცის, დაახლოებით, 12 ენა :O(პოლიგლოტობა ჩემი ოცნებაა :X). ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ როგორ აღმოჩნდა ამ სუნიან, დამპალ, ძველ, მახინჯ და ცივ აუდიტორიაში? იქ, სადაც აბსოლუტურად ყველა ოცნება სამარდება და სადაც მომავალი უპერსპექტივო გეჩვენება?
(საუბარია უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სუულ დაბლა რომაა იმ აუდიტორიებზე. თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ, არასდროს დაგავიწყდებათ).
უბრალოდ, ჩამოვიდა იმისთვის, რათა ქართველებს რაიმე ენა ასწავლოს. ისეთი ენა, რაც არ არის გავრცელებული და რასაც, ალბათ, ცხოვრებაში ვერც ვისწავლიდით ვერასდროს. მაგალითად, იაპონური. თან უფასოდ, უსასყიდლოდ, უარაფროდ. “დედაჩემის ხათრით”, ასე ამბობს. ვინმეს რომ ეთქვა, ალბათ არ დავიჯერებდი, რომ ადამიანი ასე არაფრის გულისთვის შეიძლება ჩამოვიდეს დიდი ბრიტანეთიდან, გაატაროს აქ ერთი წელი მარტო იმიტომ, რომ მე რაღაც ვისწავლო :) მაგრამ, სტივენს რომ უყურებ, ეს ავტომატურად გჯერა.
უკვე 2000 სტუდენტი სწავლობს იაპონურს. ორი ათასი :) ძალიან ბევრია.
ჩემმა ჯგუფელებმა მასზე პორტრეტი გადაიღეს. პრეზენტაციები ჯერ არ გვქონია, ამიტომ ვერ დავდებ ახლა ვიდეოს, თუმცა თუ ვინმეს დააინტერესებს გამოვართმევ მერე და ავტვირთავ.
ისე, ძალიან გამიხარდა, რომ ამ პრაგმატულ და ცივ საუკუნეში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიკეთეს, უბრალოდ, აკეთებენ და შენგან მარტო იმას ითხოვენ, რომ ეს სიკეთე მიიღო. მეც ვცდილობ, რომ მივიღო.
უკვე ვისწავლე ელემენტარული ფრაზები, ანბანს ვსწავლობ. აქვე დავძენ, რომ იეროგლიფებს არ ვეხებით: მათი რიცხვი 3000-ს აჭარბებს და ივნისამდე დაძლევა შეუძლებელია. იაპონური ანბანი ორად იყოფა:კანჯი და კანა. სწორედ კანჯი არის იეროგლიფები, ჩვენ კი კანას ვსწავლობთ. კანა ორმარცვლიანი ანბანია და მისი შესწავლა ფანტასტიკის სფეროს არ განეკუთვნება :) )
ძალიან სასაცილო ენაა. მაგალითად, ფეხსაცმელი იაპონურად არის ქუცუ (შრიფტი არ მაქვს შესაბამისი, sorry :P ). “ეს რა კარგი ქუცუ გქონია” :D
ჩემი სივი უკვე გამდიდრდა ახალი ენით, რომელსაც ჯერ მხოლოდ დაწყებითი დონე უწერია.
მთავარია, დაიწყო :)

რაც ყველაზე ძალიან მომბეზრდა

4 Jan

პირველ რიგში, მომილოცეთ ქართული ფონტის დაინსტალირება. აი, იმის-მარჯვენა კუთხეში, დაბლა KA რომ აწერია. ჩემი დაუდევრობის წყალობით რამდენიმე კვირა მის გარეშე ვიყავი, რაც ჩემს ბლოგსაც შეეტყო.
მინდა ეს პოსტი ახალ წელს მივუძღვნა (რა ორიგინალურობაა).
ახალი წელი ჩემთვის არის ალკოჰოლიკებისა და სხვადასხვა ასაფეთქებლების მოყვარული ადამიანების დღესასწაული. ჭამისტების კიდე. სამწუხაროდ, არცერთ მათგანში არ შევდივარ. პირველი და ორი იანვრის მერე ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ნორმალური ცხოვრება და როდის დაუწყნარდებათ ადამიანებს სმისგან გასიებული თავები.
პირველში მაკდონალდსთან გავლისას ნაყინი მომინდა. ჩემდა გასაკვირად, მუშაობდნენ და ხალხიც ბლომად იყო. მართლა გამიკვირდა. მეგონა, რომ მთელი დღე ხალხს თავი საცივში ედებოდა და ალოკჰოლს დაისხავდა თავზე. კიდევ უფრო მაგრად გამიკვირდა ის, რომ გუშინ კინოში ბილეთები ძლივს ვიშოვეთ: სავსე იყო დარბაზი. არადა, მეგონა რომ ჩემნაირი ახალი წლის ღრეობების მოძულე ცოტა იქნებოდა.
დასკვნა: მე მარტო არ ვარ :) ახალმა წელმა სახე უნდა იცვალოს, თორე იმდენად მოსაწყენი და ერთფეროვანი ხდება, რომ ხალხს კინოსკენ და მაკდონალდსისკენ მიუწევს გული (მე, მაგალითად).
ამიტომ, უკვე ახლა ვიწყებ იმაზე ფიქრს, თუ რა ალეტერნატივა უნდა მოვუნახო საცივსა და თონის პურს, ინდაურთან ერთად (ნუთუ ვინმეს ამქვეყნად ინდაურის ხორცი უყვარს?!). ღვინო და ალკოჰოლური სასმელები შეიძლება ჩანაცვლდეს, მაგალითად, სანგრიათი, რომელიც მულფის დაბადების დღეზე საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა :)
მოკლედ, იდეები მოვა. მთავარია ყველას გაუჩნდეს რაღაც ახლისა და განსხვავებულის სურვილი. მე გამიჩნდა, შენ?

Follow

Get every new post delivered to your Inbox.