Archive | December, 2009

ჩემი პირველი საახალწლო საჩუქარი

27 Dec

Here’s a Valentine’s Day tale. Prepare yourself.
An English journalist came to New York. She was attractive and witty., and right away she hooked up with one of New York’s typically eligible bachelors. Tim was forty-two, an investment banker who made about $5 million a year. For two weeks, they kissed, held hands-and then on a warm fall day he drove her to the house he was building in the Hamptons. They looked at the plans with the architect.
“I wanted to tell the architect to fill in the railings on the second floor, so the children wouldn’t fall through”, said the journalist. “I expected Tim was going to ask me to merry him”. On Sunday night, Tim dropped her off at her apartment and reminded her that they had dinner plans for Tuesday. On Tuesday, he called her and said he’d have to take a rain check. When she hadn’t heard from him after two weeks, she called and told him, “That’s an awfully long rain check.” He said he would call her later in the week.
He never did call, of course. But, what interested me was that she couldn’t understand what had happened. In England, she explained, meeting the architect would have meant something. Then I realized, of course: She’s from London. No one’s told her about the End of Love in Manhattan. Then I thought: She’ll learn.

გეცნობათ ტექსტი? მე, სადაც არ უნდა წამეკითხა, აუცილებლად ვიცნობდი. ეს არის sex and the city-ს პირველი სერიის დასაწყისი, შესაბამისად, წიგნის პირველი თავი. იმ წიგნის, რომელიც უკვე ჩემი საკუთრებაა და ძალიან ბედნიერი ვარ :) ჯერ კითხვას არ ვიწყებ, მინდა ეს სიამოვნება მაქსიმალურად გავიხანგრძლივო. მავანნი ამბობენ, რომ ფილმი და სერიალი წიგნს ბევრად სჯობს. მჯერა. მაგრამ, მაინც მიხარია ის, რომ ქენდის ბაშნელის ეს ბესტსელერი ჩემს ბიბლიოთეკაში დაიდებს ბინას :)
ავტორმა კერი ბრედშოუ თავის პროტოტიპად გამოიყვანა. სახელებიც კი ერთ ასოებზე ეწყებათ. ვიზუალურადაც გვანან (თუმცა, ქენდისი გაცილებით უფრო სასიამოვნო გარეგნობისაა :D ) ვინ არის Candace Bushnell? “Jane Austen with a Martini”. როგორია? სწორედ ასე შეაფასა ის Sunday Telegraph-მა.
ვთაგავ სვითის და ზურიუსს. რამდენადაც ვიცი, ორივეს ძალიან უყვარს ეს სერიალი, სვითის კი წიგნიც აქვს. ასე რომ, share please :)
საჩუქრების სერია სასიამოვნოდ დაიწყო და იმედია ასევე გაგრძელდება :D აქვე დიდი მადლობა ეკას, რომელმაც არ დაიზარა და დიდი ინგლისიდან წიგნი პატარა საქართველოში გამოგზავნა :) მიყვარხარ და მენატრები :*

Happy Sex and the City to me : )

უკან 90-იანებში :D

24 Dec

მაღაზიასთან რიგში, ალბათ, ოთხმოცდაათიანი წლების მერე არ ვმდგარვარ. სამაგიეროდ, დღეს, მთელი თხუთმეტი წუთი გავატარე მოქაქანე ქალებსა და მჟავესიფათიან დაცვასთან ერთად?
სად?
მანგოს რიგში :D
50%-იანი სეილის აღსანიშნავად.
უნივერსიტეტიდან მოვდიოდი. მეგობარმა დამირეკა, გამოფენაზე გავიდეთო, სადრაც თხუთმეტ წუთში მოვალ და მანგოსთან დამელოდეო. კაი მეთქი და დავდექი მანგოსთან, ანუ ავტომატურად რიგში. მეეთქი არავინ გამოიაროს ნაცნობმა აქ არ დამინახოს :კომპლექსიან:
ბოლოს ჩამომეფარნენ ქალები და აღარ ვჩანდი :D
მანგოზე კაი ხანია, რაც აღარ ვგიჟდები, თან ეს კოლექცია დათვალიერებული მქონდა და არაფერი არ მომწონებია. მაინც ვიდექი :D
სირცხვილის და თავზე ლაფის დასხმის პიკი იყო ორი გაოცებული ჩინელი გოგონა, რომლებიც სურათებს გვიღებდნენ და იცინოდნენ :| აი მანდ გავჭედე, მეთქი გამიშვით/გამატარეთ, მაგრამ ამ დროს შემაგდეს მაღაზიაში.
შიგნით თავს ნამდვილ ბურჟუად ვგრძნობდი, ხოლო გარეთ მდგომი ქალები ჩემს დასამხობად მომართულ პროლეტარიატად მეჩვენებოდა.
ბოლოს პროლეტარებში ჩემი მეგობარი დავლანდე, ვუქნიე ფანჯრიდან ხელები, მაგრამ ვერ დამინახა. მერე იქვე დაგდებული ჯემპრი დავუქნიე და შემამჩნია. დავუძახე გამოვალ თქო და გამოვედი, შევერიე გაყინულ ბრბოს.
მოკლედ, რისი თქმა მინდოდა ამ პოსტით :D არ დადგეთ მანგოს რიგში. ჯერ ერთი, არ ღირს: არცერთი ნივთი თითქმის ბოლომდე არ არის გაორმოცდაათპროცენტებული ( :D ) და ფასები არც ისე კატასტროფულად დაბალია, როგორც შარშან. არც კარგი კოლექცია აქვთ და თან ყველაფერი უკვე მთებად ყრია. იგივე ფასებში შეიძენთ სხვა მაღაზიებში უკეთეს თუ არა, იგივე ხარისხის ნივთებს და თან გაცილებით კომფორტულადაც იშოპინგებთ.
გავსულიყავი მეც ლევისთან და იქ დავლოდებოდი, რა თავს ვიკლავდი :-? ?

next stop-prison

22 Dec

I have mentioned graffiti in my previous posts. Here.
I just couldn’t pass this pic :D

Why in English? I havn’t downloaded Georgian fonts yet and writing Georgian words in English really sucks :P

სად დავიკარგე?

22 Dec

წლის ბოლოა და უამრავი საქმე მაქვს: რადიოს სიუჟეტები ჩასაწერი და ახალი ამბების გამოშვება გასამზადებელი, ტელეში პორტრეტი გადასაღები და დასამონტაჟებელი, ეკონომიკაში ანალიტიკური სტატია დასაწერი და აქციებზე პრეზენტაცია მოსამზადებელი, კულტურაში პროექტი ჩამოსაყალიბებელი და თემები მოსაფიქრებელი… პოლიტოლოგიაზე არ დავწერ არაფერს, არაა საინტერესო :) პლიუს ამას ინგლისური კარგად სამეცადინო, CAE მარტში გადაწყდა და მანამდე კარგად უნდა ჩავუჯდე.
საკითხავ ლიტერატურაზე არაფერს ვამბობ, ცალკე თემაა :| მოკლედ, თავზე მაყრია საქმე და მე ისევ ავად ვარ.
თან რაღაც დებილურ ხასიათზე ვარ :( კახას დინგი გამოება და ღრუტუნებს :( იმედია მეც მის ბედს არ გავიზიარებ, ახლა ცუდად რომ გავხდე დამრჩება ყველა ზემოთ ხსენებული დავალება შეუსრულებელი (მერე რა, რომ რამდენიმე მათგანი ჯგუფურია: ჯგუფური დავალება ავტომატურად ჩემს მუშაობას ნიშნავს ).
პირველ საათზე ელენე ახვლედიანის სახლ–მუზეუმში მივდივართ, კადრები გვაქვს გადასაღები. ანანო მაინცდამაინც დღეს იკეთებს ცხვირს რა :|
აი, ამიტომ ვერ ვწერ ბლოგზე ვერაფერს, დრო არ მაქვს. არადა, ბევრი საინტერესო თემა მიტრიალებს თავში. არაუშავს, მერე ერთად მოგაყრით :დევილ:
წავედი :*

Love u :*

5 Dec

მზემ, სულ კარგად იყავითო, და რამდენიმეთვიანი შვებულება აიღო :| ნუ, რას ვერჩით, მთელი წელი პატიოსნად იმუშავა და დაისვენოს ცოტა, მაგრამ რა აიტანს ნაცრისფერ ზამთარს :|
ცხოვრება მეზარება:|
დილით გაღვიძება და ახალი დღის დაწყება მეზარება :|
ათ საათზე გათენება და ექვს საათზე დაღამება მეზარება :|
ზამთრის მუდმივი სურდო მეზარება :|
დამატებითი ჯემპრები და თბილი ტანსაცმელი მეზარება :|
გაყინული თითები და ცხვირი მეზარება :|
უფოთლო ხეები და მობუზული ბეღურები მეზარება :|
ჩაშავებულპალტოიანი თბილისელები მეზარება :|
უაზროდ გამთბარი ან, პირიქით, გაყინული აუდიტორიები მეზარება :|
ცხელ ჭიქაზე შემოჭდობილი ხელები და ყავის თბილი ანაორთქლიც მეზარება :|
ახალი წელი მეზარება :|
ამდენი მეზარებაც მეზარება!!!
მეზარება და მორჩა :(
ზამთრის განწყობას ტავტოლოგია უხდება და არავინ არ შემეკამათოს!!!
massive attack-dissolved girl
ესაა ჩემი უახლოესი 4 თვის ცხოვრების საუნდთრეკი :(

ეს იყო ერთი წლის წინ

წელს არაფერიც არ მეზარება!!!
რა ბედნიერებაა :)

პირველი ახალი წელი ერთად :წუბ:

ჩემი უახლოესი ოთხი თვის საუნდთრეკი

Winter

გრაფიტი? თუ ნაცრისფერი კედელი?

1 Dec

არის თუ არა გრაფიტი ხელოვნება?
ამ ნამუშევრების დათვალიერების შემდეგ ვთვლი, რომ არის.
ისიამოვნეთ, თქვენს წინაშეა Banksy

Charles Manson hitchhiking to anywhere :)

My fav :X

“I use whatever it takes. Sometimes that just means drawing a moustache on a girl’s face on some billboard, sometimes that means sweating for days over an intricate drawing. Efficiency is the key.”

Follow

Get every new post delivered to your Inbox.