Dissolved Girl

Get carried away

writing 22/11/2009

წერა ბავშობიდან მიყვარდა. სულ რაღაცას ვწერდი. თითქმის ყოველ წელს ახალი დღიური მქონდა, ე.წ. მეგობრობის დღიურს კი წელიწადში ორჯერ ვიცვლიდი :) ) თან სასტიკად ვაიძულებდი ყველას შეევსოთ. რამდენი მარგალიტი მაქვს დაგროვილი :)
დღიურების გარდა მოთხრობებს ვწერდი, ნაწარმოებებს:)) თან ნინოსთან ერთად. ჩვენი ერთობლივი ფანტაზია სასწაულებს ახდენდა და “ჰოლივუდ ბულვარი” ნინოს ახლაც შენახული აქვს მგონი :) )
“ჰოლივუდ ბულვარის” გარდა დაწერილი მაქვს პიესა “თავზეხელაღებულთა ხუთეული”, რომელიც ანუკის ძალიან მოწონდა და, ეჭვი მაქვს, დღესაც არ იტყვის უარს გადაკითხვაზე.
წლებთან ერთად ჩემი მხატვრული ლიტერატურით გატაცება მინელდა და, ძირითადად, პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე საგნების წერაზე გადავედი. მაგალითად, ზემოთ ხსენებულ ანუკისთან ერთი წლის განმავლობაში სერიოზული მიმოწერა მქონდა გაჩაღებული. არადა, თვითონ ვაჟაზე ცხოვრობს, მე ვაკეში და სრულიად გაუგებარი ხდება რატომ გადავწყვიტეთ მიმოწერა :) ) უბრალოდ, დედაჩემი მაშინ ვაჟაზე მუშაობდა და ჩვენი ფოსტალიონის როლს ასრულებდა :) ) ეს ყველაფერი მეშვიდე კლასში ხდება, ცუდი არაფერი იფიქროთ ჩემს მენტალობაზე (ანუკისაზე ხო საერთოდ, ორი წლით დიდია ჩემზე :) ). ვერ წარმოიდგენთ, რა ღადაობაა ძველი წერილების წაკითხვა. გული მწყდება, მეტი რომ არ დავწერეთ :(
მერე გავიდა დრო, ჩავაბარე ჟურნალისტიკურზე და, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ნელ-ნელა მოვუკელი წერას. ჰოლივუდებზე და წერილებზე არ მაქვს ლაპარაკი, დღიურებსაც აღარ ვწერ. არადა, ჩემი დღიურები ყველაზე ძვირფასია, რაც გამაჩნია. მთელი ჩემი პიროვნებად ჩამოყალიბება მაქვს აღწერილი, ყველა ის მოვლენა, რამაც ჩემს ფსიქიკაზე კვალი დატოვა და დამამახსოვრდა.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც წერა მეზარება, არის ის, რომ წერა მეზარება! ანუ მეზარება კალმის (პასტის) ხელში აღება და წერა. მე ვორდის თაობის წარმომადგენელი ვარ და გაცილებით უკეთ ვბეჭდავ, ვიდრე ვწერ. ბლოგი ვერ დავამუღამე: ის თემები, რისი აღწერაც მინდება ხოლმე, სულაც არ არის განკუთვნილი ფართო აუდიტორიისთვის. ამიტომ ვწერ ასე იშვიათად. უფრო ხშირად დღიურთან დაბრუნება მინდება, მაგრამ როცა წარმოვიდგენ, როგორ უნდა მომტყდეს თითი წერით, “გადამინდება” ხოლმე.
ნათურა აინთო!!!
ვორდში ავკრეფ ჩემს “სადღიურე მასალას”, ამოვბეჭდავ ლამაზ ფურცელზე და შევინახავ :) უკვე წარმომიდგენია, რამდენს დავწერ :)
ეს კი ჩემი დღიურებია, არასრული შემადგენლობით, რამდენიმე დავამატე ამ ფოტოს გადაღების მერე :)

 

What’s the story morning glory 10/11/2009

დილის ცხრის ნახევარია. თბილი, უთბილესი ლოგინიდან ძლივს გამოვძვერი და იქითა ოთახში გავედი. კარმა ჩართულია, სასიამოვნოდ თბილა. სავარძლის სახელურზე ჩამოვჯექი, რაფას დავეყრდენი და ყავის ჭიქით ხელში ნაცრისფერი ქუჩის თვალიერება დავიწყე. ჭიქა ოდნავ, სულ ოდნავ მწვავს ხელს, მაგრამ მაინც არ ვეშვები და ლამის მთლიანად ჩავეხუტო.coffee
ეს არის ჩემი დილის იდილია. ამ ყველაფრის მერე, წესით, ჯერ კიდევ პიჟამოებში ჩაცმული გაფრატუნდები კომპიუტერთან, ვრთავ და ვათვალიერებ ჩემთვის სასურველ საიტებს. შემდეგ, რომელიმე სერიალს (ამჟამად ჰაუსს ) ჩავრთავ და ვუყურებ. სადღაც, ერთი საათის მერე ვდგები, ვიცვამ/ვემზადები და მივდივარ ლექციაზე (ან სხვა საქმეებზე, გააჩნია რა დღეა).
რა შეიძლება იყოს ამ მშვიდ დილაზე უკეთესი? ჩემთვის არაფერი :) დალაგებული, დაწყნარებული ნერვებით, დროულად დალეული ყავით და გამოძინებული სახით დაწყებული დღე ძალიან მიყვარს (ვის არ უყვარს?)

FE_PR_080606health_morning
მაგრამ დღეს :| დილით რვაზე მაღვიძარამ (ე.წ. ბუძილნიკმა, უკეთ ჟღერს) დარეკა. ბალიშის ქვეშ მედო, მაგრამ მაინც ვერ გავიგე. ბოლოს, სადღაც შორიდან green day-ის ახალი ალბომის ნოტები რომ გავიგე, მომენტალურად გამოვფხიზლდი. არ მიყვარს, როცა ბუძილნიკის ზარებს მიცვლიან. დღეს დილითაც როიკსოპს ველოდი მარა ჰა, ბილი ჯომ გამაღვიძა. ადგომის პროცესში ისევ ჩამეძინა. მოკლედ, საბოლოოდ ავდექი და გავფრატუნდი კარმასთან, რაფასთან და ყავის ჭიქასთან. 104154ჭიქა ადგილზე არ დამხვდა :| ჩემით მოვიდუღე, მაგრამ მასთან ალერსის დრო აღარ მქონდა, გიჟივით ჩავიცვი და გავვარდი ლექციაზე.
ანუ დღე კრეტინულად დაიწყო.
გარეთ ცივა. თან ცივა და თან არ ცივა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ცივა :D რადიო მქონდა. ლექციაზე, რასაც ქვია, ჩამეძინა :| იმედია სურათები არ მიღეს ჯგუფელებმა :| რადიო დღიურები მოვისმინეთ (სრული იდიოტიზმი). ჩვენც უნდა ჩავწეროთ.
ხვალისთვის გადაცემის პროექტი მაქვს ჩართოლანთან დასაწერი. კიარადა, კაჭარავასთან. იმედია, კაჭარავა შეამოწმებს, გოგა უფრო მკაცრია :-S
დილით მაიკოს ნახვა ვინატრე, საქმე მქონდა და მეორე სართულზე შემხვდა. მერე მამაჩემის ძმაკაცთან მქონდა რაღაც თხოვნა, მეთქი ანგარიშზე თუ მაქვს დავურეკავ თქო. ორ წამში ზუსტად თვითონ დარეკა. ნეტა დღეს (და საერთოდაც) ასე უცებ ასრულდეს ყველაფერი :)

იდიოტური დღე მაქვს :| ინგლისური უნდა ვიმეცადინო, პროექტი დავწერო, ბარათის ასაღებად წავიდე, შეიძლება კონსტიტუციის რომელიღაცა მუხლშიც მომიწიოს მისვლა :| საღამოს დედუს ვერ გავყვები კინოში, სადღა მცალია :|

მგონი, ეს ყველაზე დიდი (და უაზრო) პოსტია, რაც დამიწერია :) აი ურალოდ, პროსტა მომინდა :) ჩემი დაავადება კვლავ მაწუხებს :(

cutesy-დან მომწერეს, ვაშააა :) )

 

ცივი ომი ჩემი კურსელის ერთ ადგილას :)) 06/11/2009

ამ წამს შემოვედი სახლში განრისხებული და გაბრაზებული :@
სიამოვნებით წავაძრობდი თავს ჩემს ერთ-ერთ კურსელ მანდილოზავრს :@
მოკლედ, გუშინ გვქონდა მსოფლიო პოლიტკის ლექცია, სადაც ხუთშაბათს ვწერთ კოლოკვიუმს, შესაბამისად გვაქვს აურაცხელი ქსეროქსი გადასაღები. მეჩქარებოდა და ამ გოგოს ვთხოვე ხვალ მოვალ შენს ლექციაზე და გადავაქსეროქსებ თქო. კაიო, მოგიტანო და ამა და ამ დროს მეხუთე კორპუსში მოდიო.
დილით გიჟივით და გადარეულივით წამოვხტი და გავვარდი მეხუთე კორპუსში (წიპა ის გოგო არ ვალოდინო, ასეთ სიკეთეს მიკეთებს ჩემთვის ქსეროქსები მოაქვს და რამე). ოცწუთიანი უშედეგო ლოდინის, მესიჯების და ზარების შემდეგ წამოვედი საკუთარ ლექციაზე.
ნახევარი საათის წინ მომწერა “უი ლექცია გამიცდა და სულ არ მახსოვდა რომ უნდა მენახეო”. სამშაბათს გადაიღეო.
მეთქი გაირჭე უკან ეგ შენი ცივი ომი და ახალი მსოფლიო წესრიგი :@

შეკითხვა: რატომ არ აქვთ ადამიანებს პასუხისმგებლობის გრძნობა?
და რატომ მაქვს მე?
ან მეც მომაშორეთ, ან სხვებსაც ჰქონდეთ, თორე დავიტანჯე უკვე :|

და თუკი შენ, ჩემო კურსელო თუ ვინც ხარ, ამას კითხულობა, ზემოთა აბზაცის ზემო წინადადებას მიაქციე ყიურადღება და დირექტივები შეასრულე :) )
მე მაპატიეთ, განვრსხდი :|

 

who the hell is Nata? 03/11/2009

პირველად დამთაგეს ჩემს ბლოგო ცხოვრებაში. მადლობა მარ :*
მე მოგიყვებით ადამიანის შესახებ, რომელსაც უკვე ოცდაერთი წელია ვაკვირდები და დიდად ვერაფერი ვერ გავუგე :-?

ნატას უყვარს თავისი კაცი და მეგობრები, დილაობით ხუთი წუთით მეტი ძილი, სიურპრიზები, ძველი, კითხვისგან გაცრეცილი წიგნები, ჟურნალების სუნი, ყავა (ყველანაირი), მუსიკა, სექსი დიდ ქალაქში და მირანდა ჰობსი, ძაღლები, კატები და ფაუნის თითქმის ყველა წარმომადგენელი.
ოცნებობს თავისი გეგმების შესრულებაზე, წარმატებულ კარიერასა და ბედნიერ ოჯახზე. ასევე ოდნავ უფრო გრძელ ფეხებზე :) )
ბევრს ფიქრობს თავის მომავალზე, მაგისტრატურაზე, მომავალ გათხოვებაზე, ვარცხნილობის შეცვლაზე და იმ რეფერატზე, რომელიც ამ საღამოს აქვს დასაწერი :|

სძულს უსამართლო ცინიზმი, ბოღმიანი ადამიანები, ერთ-ერთი ლექტორი, ძველი, ყვითელი ავტობუსები და წვიმიანი ამინდები.
მთელი ცხოვრება რაღაცას ნანობს. თუ ვინმე ამ თვისებისგან გაათავისუფლებს რავი… დაიღალა სულ რაღაცის სინანულით :| თუმცა, რაღაც საქციელები ნამდვილად სანანებელი აქვს და არის ასე, ნანობს :) )
ზემოთა თვისების გამო დიდად არაფრით არის კმაყოფილი :| რამის ღირსია ეგ? მაგრამ, რა თქა უნდა კმაყოფილია ოჯახით, რომელშიც ყველა ჩემს ახლობელ ადამიანს მოიაზრებს, მშობლებიან-მეგობრებიან-კაციანად :->
ძალიან ენატრება ეკა, დათო და ხალხი :( ძალიან ენატრება :(
ძალიან უნდა, რომ ყოველთვის ყველაფერი გამოსდიოდეს, ომი გაქრეს და ყველა უპატრონო ცხოველმა თავშესაფარი იპოვოს.
საერთოდ, ნატას აქვს ძალიან სუსტი ნერვები, თითქმის ყველაფერი აღიზიანებს: ცხვირში სრუტუნი, პირის წკლაპუნი, საღეჭი რეზინის თხლაფუნი, გრძელი და უმანიკიურო ფრჩხილები, ხვრინვა, “სად ხარ/როდის მოხვალ” და ა.შ. სია უსასრულოდ გრძელდება.
გრძნობს გაყინულ ხელებს და კომშის სუნს. ეს ახლა, თორემ საერთოდ გრძნობათა უფრო ფართო სპექტრი ახასიათებს :)
ეშინია წარუმატებლობების, ბაყაყების და სიმაღლის.
იცის ის, რომ არაფერი არ იცის :) )
შეუძლია იყოს ძალიან ყურადღებიანი, ისწავლოს გერმანული და არ გათხოვდეს კიდევ რამდენიმე წელი :) )
სამაგიეროდ, არ შეუძლიაცუდი განწყობის დაფარვა, წყენის გულში ჩაკვლა და უპასუხისმგებლო ადამიანებთან ურთიერთობა.
მეგობრობს ცოტასთან, მაგრამ სამუდამოდ (იმედია :P :D )
პატიობს ბოდიშის მოხდისა და შეცდომის დანახვის შემდეგ, თუმცა, ყველაფერს არა.
ტირის ფილმებზე, წიგნებზე, ინდივიდუალურადაც :) ) იცინის უაზროდ, ისეთ კრეტინულ ხუმრობებზე, სხვებს ესეთი სახეები როცა აქვთ >> :|
აინტერესებს: უამრავი რამ, რომლებიც დაინტერესებას არ სცდება :|
ინახავს ძალიან ბევრ უსარგებლო ნივთს, ძვირფასი მოგონებები რომ დააქვთ თან.
ესიზმრება საოცრებები. მაგალითად, სკოლის დროს დაესიზმრა, როგორ დაურეკა რასმუსის სოლისტმა ლაური ილონენმა ფინეთიდან და როგორ მიუსამძიმრა ზურაბ ჟვანიას სიკვდილი. ძალიან ეწყინა, როცა სიზმარი აღმოჩნდა :|
ეჭვიანობს ყველაფერზე, განსაკუთრებით შეყვარებულზე. არის ტიპიური ბიგუძებიანი და ცომის საბრტყელებლიანი ცოლი, რომელიც ქმარს ეკაჩავება სამი წუთით გვიან რატომ მოხვედიო :) ) (ოღონდ კახას არ უთხრათ, უთხარით, რომ ნატაზე ლოიალური არსება მეორე არ დადის :P )
კაიფობს თითქმის ყველაზე, ერთ-ერთი ცუდი თვისება ეგ აქვს. აუტანლად კაიფობს, რო უნდა შემოარტყა ისე.
გიჟდება ჩიზბურგერზე და ამ უკანასკნელის გამო მომატებული კილოგრამების დაკლების წარმატებულ მცდელობებზე.

P1070507

მოკრძალებულად ვთაგავ სადის

ფსიქეს

და უბრალოდ საინტერესო ადამიანს :)

გკოცნით/გეხვევით :) ) :*

 

თქვენც გჭირთ ეს დაავადება? :| 25/10/2009

ავად ვარ. მთელი ცხოვრება, მთელი 21 წელი ამ დაავადებით ვარ ავად. რაც დრო გადის სულ უფრო მიჭირს ამით ცხოვრება, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვშველი.
ამ დაავადებას პროკრასტინაცია ჰქვია. უფრო გასაგებ ენაზე კი ეს ნიშნავს ჩვევას, ყველა საქმე ბოლო წუთამდე გადადო და არაფერი დროზე არ გააკეთო.
procrastination
დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაავადება მხოლოდ მე არ მჭირს და ამიტომ მის არსს უფრო ფართოდ განვმარტავ.
pro- (forward) and crastinus (of tomorrow)
პროკრასტინაციის შედეგად ადამიანს უვითარდება დანაშაულის გრძნობა, უვარდება პროდუქტიულობა და, მოკლედ, პრობლემები ექმნება. თუ რამდენიმეჯერ გადადებთ საქმეს, ეგ არაფერი, მაგრამ თუ ეს ყველაფერი დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, საკმაოდ სერიოზულ დაბრკოლებებს ქმნის. ქრონიკული პროკრასტინაცია უკვე ფსიქიკური აშლილობის მაჩვენებელია (იმედია, ასეთი წყალწაღებულიც არავინაა :D ).
008_procrastination_web

ფსიქოლოგები პროკრასტინაციის სამ ტიპს გამოყოფენ:
1) The tense-afraid type: ყოველთვის ეჩვენებათ, რომ დავალებას დილით საღ გონებაზე უკეთესად შეასრულებენ და ახლა დასვენება სჭირდებათ. ამ “დასვენების” მერე კი უფრო დაღლილები არიან, ვიდრე მანამდე. მეორე დღეს კი აღმოაჩენენ, რომ “ნეტა გუშინ მომეშორებინა” და შედეგად ან არ აბარებენ დავალებას, ან ასრულებენ იმაზე ცუდად, ვიდრე წინა დღეს შეეძლოთ. თუ ადამიანს ამ ყველაფერთან ერთად სინდისიც გააჩნია, დანაშაულის საშინელი გრძნობა შეიპყრობს.

2)The relaxed type: არ ასრულებ დავალებას, მაგრამ სამაგიეროდ თვალებს ითხრი იმ სიმღერის აწყობაზე, რომელიც გიტარის მასწავლებელმა მოგცა. არიდებ თავს ისეთ საქმიანობას, რაც რაღაცით გავალდებულებს და უსიამოვნო შესასრულებელია, მაგრამ ასრულებ სხვა, უფრო სასიამოვნო საქმეს. აქ არ არის ლაპარაკი ჰობიზე: მათემატიკაც და ახალი სიმღერაც დავალებებია, უბრალოდ ერთი საშინლად მოსაწყენია, მეორე კი-არა. ნორჩი პროკრასტინატორიც მეორეს ირჩევს.

3)Stigma and misunderstanding: ყოველთვის ეძებს სხვის მხარდაჭერას და შველას. არადა ამ დაავადებას საზოგადოების მხრიდან თან ახლავს უარყოფითი დამოკიდებულება და, უბრალოდ, სიზარმაცედ მონათვლა. ეს კი სტრესის და ნერვიულობის ახალი წყაროა.

მე ჩემი თავი პირველ განსაზღვრებაში აღმოვაჩინე.
გაცილებით სასიამოვნოა თავს უწოდო პროკრასტინატორი, ვიდრე უბრალოდ ზარმაცი :D
21607lazy-afternoon-posters

 

მიჯიკეთ, ბატონებო :)) 23/10/2009

ძალიან დიდი ხანია რაღაცების გაკეთება მინდა. გაკეთება რა, უფრო სწავლა. და სულ განუსაზღვრელი დროით ვდებთ და ჯერჯერობით არცერთი მათგანი არ შემისრულებია :|

მაგალითად, ძალიან მინდა რომელიმე უცხო ენის სწავლა, მაგალითად ნორგვეგიულის, ფინურის, ჰოლანდიურის ან გერმანულის ბოლოსდაბოლოს :) ) აი, როცა CAE-ავიღებ, მერე მივხედავ აქედან რომელიმე ენას (ეს უნდა გამახსენოთ CAE-ს აღების მერე : )
cover_CAE_leaflet

ძალიან მინდა ვიარო ცეკვაზე. ქართულზე დიდად არა, უფრო ლათინო-ამერიკულ ცეკვებზე ან მუცლისაზე :) ) რომელიღაც ბლოგერს ეწერა კოორდინატები ქართველი ბელი დენსერის და მინდა რო დავუკავშირდე, ოღონდ როდის არ ვიცი :-S
belly_dancer_body

ასევე მინდა ჭრა-კერვის კურსებზე სიარული :) ) ჟღერს ძალიან სასაცილოდ, მაგრამ მინდა :( ჭრა-კერვაში ქსოვაც უნდა შედიოდეს ოღონდ, ყველაფერი მოყვარულის დონეზე მაინც რომ მეცოდინება, მერე მაგარ რაღაცეებს გავაკეთებ :->
sewing

კიდევ მინდა first aid-ის კურსებზე სიარული, თუკი არსებობს ასეთი რამ სადმე. საჭიროა, რავი :) ) რითია ცუდი ექთანი ეხა ეს პატიოსანი გოგო :) )
sexy-cloth-nurse-costume
ხო მართლა, ვიზაჟისტობა მინდა :) უბრალოდ, ჩემთვის. მინდა, რომ სულ პროფესიონალური მაკიაჟი მქონდეს. თუ ძალიან მთხოვენ დაქალებსაც ჩავხატავ :p
makeup
აი, რომელია აქედან აუსრულებელი ოცნება და გადასადები საქმე? მიჯიკეთ ბატონებო, იქნებადა გავინძრე ცოტა :) )

 

ნუგზარი და მეფისტოფელი კიარადა ნუგზარი და ნიუსი 19/10/2009

Filed under: media — nata oboladze @ 08:46
Tags: , ,

რამდენად დიდი იყო ჩემი განცვიფრება და შემდეგ უკვე ხარხარი, როცა ჟურნალ “სარკეში” (დამცინეთ, თამამად და ხმამაღლა ) რუბრიკაში “ხალხის ხმა” ასეთ კომენტარს წავაწყდი:
ნუგზარი, 68 წლის:
“არ მომწონს არც ერთი ქართული არხი. განსაკუთრებით მათი საინფორმაციო გამოშვებები. შეიძება სამივე არხის საინფორმაციო გამოშვება ერთმანეთის იდენტური იყოს? ! რასაც ერთი არხი აშუქბეს, ზუსტად იგივე გადის მეორე არხზეც. თითქოს ერთმანეთისგან იწერენ ახალ ამბებს!”

დაე ჩვენც მოვსწრებოდეთ იმ დროს, როცა ახალი ამბავი ყველასთვის ერთი იქნება და მის გადაკეთება-გადმოკეთებას არცერთი ტელევიზია არ დაიწყებს :) არც კადრებით და არც სიტყვებით (იმედია, ბატონი ნუგზარი ამ განცხადებაში სრულ მონოპოლიზაციას არ გულისხმობს და ობიექტურობაზე იყრის ჯავრს :P ).

 

ფურთხი ფისოს, კამიუ 18/10/2009

Filed under: Uncategorized — nata oboladze @ 13:49

ქუჩის გადაღმა, აივანზე გამოჩნდებოდა ხოლმე ჩია ბერიკაცი, ჭაღარა, კოპწიად დავარცხნილი თმით, მკაცრი და გაჯგიმული, სამხედრო ყაიდის ტანსაცმელში გამოწყობილი. კატებს უხმობდა ქედმაღლურად და თან დაყვავებით : ”ფისო, ფისო ! ” კატები მიაპყრობდნენ ძილისაგან გაუფერულებულ თვალებს, მაგრამ ადგილიდან არ იძვროდნენ. მაშინ მოხუცი ნაკუწ-ნაკუწ ხევდა ქაღალდის ფურცელს და ქუჩაში ყრიდა. თეთრი პეპლების გუნდი იზიდავდა კატებს, ისინი გამოდიოდნენ შუა ქუჩაში და გაუბედავად იწვდიდნენ თათს, ქაღალდის ნაკუწებისკენ. მაშინ მოხუცი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა აფურთხებდა კატებს და ერთი ნაფურთხიც რომ მოხვედროდა მიზანს, გულიანად იცინოდა.

 

კამიუს “შავი ჭირი” და ჩემი ჩაშლილი იდილია 12/10/2009

Filed under: me :), problem :|:| — nata oboladze @ 20:02
Tags: , ,

რამდენიმე დღის წინ ბიბლიოთეკიდან ალბერ კამიუს “შავი ჭირი” გამოვიტანე. მეჩქარებოდა და წიგნისთვის დიდად არ შემიხედავს, ჩანთაში ჩავაგდე და სახლში წამოვედი. მოსვლისთანავე მოვიდუღე ყავა, გავამზადე სასუსნავები და ყველაფერი საწოლთან დავიწყე. წამოვწექი თბილად, გემრიელად, სრული იდილიისთვის წიგნი ამოვიღე და სასწრაფოდ გადავშალე. აი ეს არ უნდა მექნა: ყდა ლამის შემრჩა ხელში. ის კი არა, რომ მე ვეცი მხეცივით და მოვგლიჯე, უბრალოდ ყდა კუსტარულად დამზადებული აღმოჩნდა:ერთმანეთზე დაკრული კარდონი, კოლგოტები (ე.წ. კალგოტები :) ) როა შემოხვეული ისეთი და ოკულ დეფტერის უძველესი რვეულის ყდა.
P1090837
დავიწყე წიგნის ნაზად კითხვა და ძლივს შექმნილი მყუდროების შენარჩუნების მიზნით ამ ხარვეზს ყურადღება არც მივაქციე. პირველივე გვერდზე პერსონაჟების სახელები და როლები დამხვდა ამოწერილი, მართლა ვერ გავიგე რისთვის. ასევე შემოხაზულია რამდენიმე სიტყვა, რომელიც, ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობის მატარებელი სულაც არაა (მაგალითად, ამ და მოხუცი ). გახაზულია სიტყვა სკიპიდარი და კინკრიხო, იმედია გამხაზველმა მაშინვე ნახა უცხო სიტყვათა ლექსიკონში მათი მნიშვნელობა.
ოცდამეცხრე გვერდზე მავანი მკითხველი დელ პიეროს უტყდება სიყვაულში.
P1090834
ხოლო ორმოცდამეცხრე გვერდზე გავიგე, რომ კატო “ჯერ აქ არის”.
P1090835
კატოს არ ჩამოუვარდება ვინმე თეა გოგია და რამდენიმე ათეული გვერდის გამოტოვებით სვამს თავის ხელმოწერას თარიღთან ერთად (14.04.02).
სადღაც წიგნის შუაში ერთი დიდი აბზაცი გადახაზულია და მოკლედ წერია: “რამბერს სურს ქალაქიდან გასვლა”. რა საჭიროა თვალების დათხრა და წვალება, ადაპტირებული გამოცემა თვითონ წიგნშივეა მოცემული :) )
სავარაუდოა, რომ ზემოთხსენებულ პიროვნებებს ნერვები (ინტელექტიც) არ ეყოთ ამ წიგნის ბოლომდე წასაკითხად, რადგან სადღაც 150-ე გვერდიდან თითქმის წყდება გახაზული უაზრო სტრიქონები, გამარტივებები და ხელმოწერები და ადამიანურად შეიძლება წიგნის კითხვა. მეც გამოვიყენე ეს შესაძლებლობა და როცა თავი სამშვიდობოს ჩავთვალე, აი აქ ამომიხტა სიურპრიზი: წიგნს ბოლო ფურცლები მოხეული აქვს!!! ახლა ვარაუდით და ჩემეული ინტერპრეტაციით უნდა დავასრულო კამიუს ეს არაჩვეულებრივი ნაწარმოები და გულში გემრიელად ვლანძღო ამის ჩამდენი.
არ მესმის, როგორ უნდა მოექცე წიგნს ასე ვანდალურად. ნუ კაი, გადაკეცე კუთხე ჩანიშვნის მიზნით ან გახაზე რაიმე ზე-გენიალური ფრაზა, მაგრამ ფეხბურთელებს სიყვარული უხსნა და “ზდეს ბილა კატო” უკვე აშკარად ზედმეტია.
წიგნი თავისი სათაურის მსგავს წყევლას მოგივლენთ!!! :) ))))))

 

Pre B-day 09/10/2009

Filed under: me :) — nata oboladze @ 16:51

ხვალ ჩემი დაბდღეა.
ამ ოცი წლის განმავლობაში სულ ბედნიერი, გახარებული და აღფრთოვანებული ვხვდებოდი ამ დღეს, წელს კიდე :|
ყველაფერი კარგადაა, უბედნიერესი ვარ, ბლა ბლა
მარა მაინც :| მოვალეობის მოხიდს მიზნით (და საჩუქრების მიზნითაც :P )
იმედია ჩემი განწყობა საშინლად გამიცრუვდება.

შენ ეგ არ უნდა შეგშლოდა